რაფა "ტოტენჰემის" დასამარცხებლად ექვსწლიან ინგლისურ გამოცდილებას გამოიყენებს
ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის გამარჯვებულები ჰარი რედნაპის გუნდს სან სიროზე მიიღებენ და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობის მოპოვებას შეეცდებიან.

ორივე გუნდს 2 ტურის შემდეგ ოთხ-ოთხი ქულა აქვს, "ინტერი" მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. სხვას არავის ეყოლება ისე კარგად შესწავლილი "ტოტენჰემი", როგორც ბენიტესს, მას ხომ პრემიერლიგაში 13 ჯერ მოუხდა ლონდონელებთან დაპირისპირება. თუმცა ბენიტესის "ლივერპულის" "ტოტენჰემთან" დაპირისპირებების უმრავლესობას რედნაპი "საუთჰემპტონის" და "პორტსმუტის" მწვრთნელის პოსტიდან ადევნებდა თვალს. ამჟამინდელი "ტოტენჰემი" რედნაპის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო კლუბია და ბენიტესმა იცის, რომ ნერაძურის მასთთან იოლი გასეირნება არ ელის.

"რთულ მატჩს ველოდები მეტოქესთან, რომელიც ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია, ცენტრში მინდვრის ყოველი გოჯისათვის იბრძვის და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ჩვენ ძალიან კარგად თამაში მოგვიხდება, თუ გვინდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა ბენიტესმა.

"ინტერს" არ ეყოლება წინა სეზონის გმირი დიეგო მილიტო, თუმცა სამუელ ეტოო მწყობრშია და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს.

ჰარი რედნაპი თვლის, რომ "ტოტენჰემს" შეუძლია იტალიელებს პრობლემები შეუქმნას: '"ჩვენ გვყავს შემტევი ფეხბურთელები, რომლებიც ეცდებიან "ინტერთან" საგოლე მომენტები შექმნან და გაიტანონ".

"ტოტენჰემმა" კარის მშრალად შენახვას, ლიგის წინა გასვლით მატჩებთან შედარებით, მეტი ყურადრება უნდა დაუთმოს. მათ სტუმრად ”ბაზელთან” 3-2 წააგეს, ”ვერდერთან” კი ფრედ - 2-2 ითამაშეს.

”ინტერს” უკანასკნელ წლებში ინგლისურ კლუბებთან საერთო ჯამში არცთუ კარგი შედეგი აქვს, თუმცა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ”ჩელსის” ორივე მატჩი მოუგო.

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა