ვლადიმერ კლიჩკომ და ალექსანდრ პოვეტკინმა დათქმულ დროში ვერ შეძლეს მოლაპარაკება ბრძოლის ორგანიზებაზე. ახლა ორგანიზატორს აუქციონი გამოავლენს

უკრაინელმა და რუსმა სუპერმძიმეწონოსნებმა - ვლადიმერ კლიჩკომ და ალექსანდრ პოვეტკინმა WBA-ს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლეს მოლაპარაკება ბრძოლის ორგანიზებაზე. ახლა შეხვედრის ორგანიზატორს აუქციონის მეშვეობით გამოავლენენ.

სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონის, ვლადიმერ კლიჩკოსა და აუცილებელი პრეტენდენტის, ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლა 2013 წლის 24 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. მოკრივეთა პრომოუტერებს 17 იანვრამდე უნდა მოეგვარებინათ ორთაბრძოლის ორგანიზებისთვის საჭირო ყველა საკითხი.

ცოტა ხნის წინ კლიჩკომ WBA-ს ხელმძღვანელობას ბრძოლის თარიღის გადაწევა სთხოვა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია. თავის მხრივ, რუსი მოკრივის გუნდმა გააპროტესტა უკრაინელის თხოვნა და სურს, შეხვედრა დათქმულ ვადებში ჩატარდეს.

პოვეტკინის მენეჯერები WBA-სგან პროტესტის შესახებ პასუხს ელიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ პასუხის შემდეგ გაიმართება აუქციონი ბრძოლის ორგანიზებაზე.

ამასობაში ძმები კლიჩკოების გუნდის წარმომადგენელმა ტომ ლეფლერმა განაცხადა, რომ WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, შესაძლოა, მაისში დაბრუნდეს რინგზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვიტალი მაინც გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას.

"ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი, გააგრძელებს თუ არა ვიტალი კრივში გამოსვლას, - განაცხადა ლეფლერმა. - თუ ის კიდევ ერთხელ გადაწყვეტს რინგზე გასვლას, ეს მაისამდე მოხდება. ვიტალის ძალიან უნდა დევიდ ჰეის ნოკაუტში გაგზავნა. ვფიქრობ, მათ შორის ბრძოლაში კლიჩკოს ვადაზე ადრე გამარჯვების კარგი შანსი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრივის სამყარომ ჩემპიონი დაკარგა

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა