სამგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს კი არად აგდებს
"ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს კვლავინდებურად მიაჩნია, რომ მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ლუის ჰემილტონი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შარშან, სებესტიან ფეტელმა თავისი მესამე ტიტული მოიპოვა.

"ვინ იქნება ჩემი მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი? ვფიქრობ, რომ ჰემილტონი, - განაცხადა ფერნანდო ალონსომ, რომელიც ამჟამად "ფერარისთან" ერთად სამთო კურორტ მადონა დი კამპლიოში თოვლის ფესტივალზე იმყოფება. - ეს შარშანაც დადასტურდა და წელსაც ასე იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია და მას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან".

კითხვაზე - რატომ არ დაასახელა საუკეთესოდ ფეტელი, ალონსომ უპასუხა: "მე არ ვამბობ, რომ ის არ არის ყველაზე ძლიერი პილოტი. 2011 წელს, სებასტიანი ფანტასტიკურ შედეგებს აჩვენებდა. მართლაც, პირველ რიგში, საქმე მანქანაში იყო, რადგან "რედ ბულის" პილოტები სტაბილურად გადიოდნენ პირველ და მეორე ადგილზე, ხოლო, როცა მანქანა ასეთი ძლიერია, ჩვეულებრივ რბოლებში მოდუნების საშუალებაც არსებობს.

მაგრამ მე მახსოვს 2011 წლის რთული რბოლებიც, რომლებიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იმართებოდა და მაშინ ფეტელს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. რა თქმა უნდა, ამ სამი წლის განმავლობაში იყო მომენტები, როცა ის სხვებზე მაღლა იდგა და დამსახურებულად მოიგო სამი ტიტული".

ალონსოს აზრით, ჰემილტონს უკვე წელს შეეძლება მოგებისთვის ბრძოლა: "დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს ეტაპების მოგებას. ლუისი - შესანიშნავი პილოტია, რადგან მას განსხვავებული მანქანების საჭესთან მოუპოვებია გამარჯვებები. ის იგებდა 2007 და 2008 წლებში. 2009 წლის დასაწყისში "მაკლარენი" ლიდერებს ორი წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ ლუისი ახერხებდა გრანპრის მოგებას. იგივე განმეორდა 2010 წელს.

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, როგორ მოიგო ჩინეთში ნიკო როსბერგმა "მერსედესის" მანქანით. ასე რომ, ჰემილტონიც მოახერხებს არაერთ რბოლაში პირველ ადგილზე გასვლას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1–ის სიახლეები თოვლის ფონზე

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა