ქართველი მოჭადრაკე მე-7 ტურში შავი ფიგურებით მასპინძელ ოტომარ ლანდას ყაიმზე შეუთანხმდა
ტალინში დასასრულს უახლოვდება პაულ კერესის საჭადრაკო მემორიალი, რომელიც ორ წრიულ ტურნირს აერთიანებს. შეჯიბრებაში ქართველებიც მონაწილეობენ.

A ტურნირში დიდოსტატი მაკა ფურცელაძე ასპარეზობს. მე-7 ტურში იგი შავი ფიგურებით მასპინძელ ოტომარ ლანდას შეუთანხმდა ყაიმზე და 5 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

17 იანვარს ასევე დაზავდნენ: მიხაილ აგაპოვი (ფინეთი)-პაველ დრუგოვი (რუსეთი), ანდრეი შიშკოვი (ესტონეთი)-ალექს ანჟუხინი (რუსეთი), ტომას ლაურუსასი (ლიტვა)-მარკ ლაპიდუსი (ესტონეთი), ხოლო დინა ბელენკაიამ (რუსეთი) იგორ შვირჟოვი (ესტონეთი) დაამარცხა.

შვიდი ტურის შემდეგ: ფურცელაძე-5, ლანდა-4.5, დრუგოვი, ბელენკაია, შვირჟოვი-4-4, ანჟუხინი, შიშკოვი-3.5-3,5, ლაპიდუსი-2.5, ლაურუსასი, აგაპოვი-2-2 ქულა.

მე-8 ტურში ითამაშებენ: ანჟუხინი-ლაპიდუსი, ფურცელაძე-ლაურუსასი, დრუგოვი-ლანდა, ბელენკაია-აგაპოვი, შიშკოვი-შვირჟოვი.

B ტურნირში ვარლამ ვეფხვიშვილი უწევს მეტოქეობას სამი ქვეყნის წარმომადგენლებს. 17 იანვრამდე იგი ლიდერთა შორის იყო, მაგრამ მე-7 ტურში მარცხის შემდეგ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა - ჩვენებურს ესტონელმა სანდერ კუკმა აჯობა. არადა, ვეფხვიშვილს შუა თამაშში მოსაგები პოზიცია ჰქონდა.

17 იანვარს დანარჩენი პარტიებიც შედეგიანი აღმოჩნდა: ილია სიროში (ესტონეთი)-ვალენტინა ფედოსეევა (რუსეთი) 1:0, კესტუტის კაუნასი (ლიტვა)-იური მალინინი (რუსეთი) 0:1, მონიკა ციგანოვა (ესტონეთი)-კირილ ჩუკავინი (ესტონეთი) 1:0, გეორგ აბოზენკო (ესტონეთი)-ჰენრიკ ჰაავამაიე (ესტონეთი) 1:0.

შვიდი ტურის შემდეგ: კუკი, სიროში-5.5-5.5, მალინინი-5, ვეფხვიშვილი, კაუნასი-4.5-4.5, აბოზენკო-3, ფედოსეევა, ჰაავამაიე, ციგანოვა-2-2, ჩუკავინი-1 ქულა.

მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფედოსეევა-აბოზენკო, მალინინი-სიროში, ჩუკავინი-კაუნასი, ვეფხვიშვილი-ციგანოვა, კუკი-ჰაავამაიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა