ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჰასან ბაროევი რჩება - უნდა ეშინოდეთ თუ არა ამის ქართველებს?

ჰასან ბაროევი რჩება - უნდა ეშინოდეთ თუ არა ამის ქართველებს?

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სპორტიდან წასვლა გადაიფიქრა
როგორც ირკვევა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰასან ბაროევმა (120) სპორტიდან წასვლა გადაიფიქრა.

ამის შესახებ მედიას რუსეთის ამ სტილის მოჭიდავეთა ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმა განუცხადა.

"ჩვენ ვესაუბრეთ ჰასანს. მან გვითხრა, რომ სპორტიდან წასვლას არ აპირებს და აგრძელებს ვარჯიშს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში.

ეს ძალიან კარგია, რადგან მისი გამოცდილება დიდად წაადგება ახალგაზრდა სპორტსმენებს.

ყველაფერთან ერთად, ბაროევი ჩვენი ნაკრების კაპიტანია" - განაცხადა კოღუაშვილმა.

31 წლის ოსი მძიმეწონოსანი ბაროევი სპორტიდან წასვლაზე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ალაპარაკდა, სადაც მას მორიგი გაწბილება ელოდა - პირველივე შეხვედრა რუსეთიდან სომხეთში გადაბარგებულ ევროპის ოთხგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ვერცხლისა და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან იური პატრიკეევთან დათმო და გავარდა.

ბოლო ხანებში სულ უფრო ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუს "თავისუფლებს" მძიმე წონაში საკადრო კრიზისი აქვთ, მაგრამ მათი პრობლემა არაფერია ბერძენ-რომაელთა საკადრო გასაჭირთან შედარებით, სადაც ეს ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო და ავბედითი პროცესებიც ბევრად შორს წავიდა - ბაროევის გარდა, სხვა მეტ-ნაკლებად ღირებული ფალავანი არც ჰყავთ.

კრიზისს ისიც ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ფრიად გაუჭირდათ და საწადელს ისევ ბაროევმა მიაღწია ბოლო სალიცენზიო ტურნირზე.

არადა, მისი მზეც თანდათან ესვენება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორ წელიწადში, თუმცა ორივე დათმო.

ათენის ოლიმპიადის ჩემპიონს განსაკუთრებით პეკინის თამაშების შემდეგ გაუჭირდა - ფინალში კუბელ მიჯაინ ლოპეს ნუნიესთან მარცხის შემდეგ წელის ტრავმამ შეაწუხა და ლამის ორი წელიწადი გაუცდა.

2010-ში დიდ სპორტს კი დაუბრუნდა, მაგრამ, საერთაშორისო ასპარეზს თავი დავანებოთ და, შიდა კონკურენციის დაძლევაც სულ უფრო უჭირდა - ევროპის პირველობებზე ნაკრებში მოხვედრას თუ ახერხებდა, 2011-ში მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატში ალექსანდრ ანუჩინმა იასპარეზა, თუმცა იმანაც - უშედეგოდ. სწორედ ამის შემდეგ უხმეს სალიცენზიო ტურნირებში ბაროევს და ისიც ოლიმპიური მატარებლის ბოლო ვაგონს შეახტა...

რუსეთის ნაკრები ახლა ფრიად მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ემზადება - 19-20 იანვარს ტიუმენში გასამართი ივან პოდდუბნის მემორიალისთვის.

საჭიდაო სამყაროში ეს ფრიად ავტორიტეტული შეჯიბრებაა, რუსებისთვის კი ის მთავარი შესარჩევია ევროპის პირველობისთვის, თუმცა ბაროევი მას გამოტოვებს.

როგორც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებული კოღუაშვილის სიტყვებიდან ირკვევა, ბაროევს ოპერაცია გაუკეთებია და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მისთვის პირველი სტარტი კი მაისის ბოლოს პეტერბურგში გასამართი რუსეთის პირველობა იქნება -თავის მხრივ, ის შეჯიბრება მსოფლიოსთვის შესარჩევია.

პროგნოზს გავბედავთ და ვიტყვით, რომ ბაროევის დარჩენა ჩვენებისთვის დიდად საშიში არ გვგონია. ჯერ არც ისაა გარკვეული, ჩვენს ნაკრებში ვინ ჩაიბარებს მძიმე წონის ლიდერობას - ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანი გურამ ფერსელიძე, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე თუ სხვა, მაგრამ აშკარად მორყეული და ცოტა მობერებული ბაროევი მათთვის დაუმარცხებელი არ უნდა იყოს...

ტრავმებით გატანჯულ გოგისვანიძეს იქნებ ჯერ კიდევ გაუჭირდეს მასთან პაექრობა, მაგრამ ფერსელიძემ რა ფიზიკური მომზადებაც, რა გდებებიც სალიცენზიო ტურნირებში თუ აშშ-ში "ქერბის თასზე" აჩვენა, დღევანდელ ბაროევთან პრობლემები არ უნდა შეექმნას.

მთავარია, ჩვენებმა სრულყოფილად მომზადება და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება შეძლონ, რასაც ხშირად ვერ ახერხებდნენ.

კოღუაშვილის გაკვეთილი ქართველებისთვის

ზემოთ პოდდუბნის მემორიალი ვახსენეთ და კოღუაშვილის ერთი გადაწყვეტილება ფრიად ნიშანდობლივია ქართული რეალობისთვის - მთავარი მწვრთნელი, ბაროევის გარდა, შეღავათს არავის აძლევს და მისი მკაცრი მოთხოვნით, ლონდონის ოლიმპიადის უკლებლივ ყველა მედალოსანი იჭიდავებს: ჩემპიონები - რომან ვლასოვი (74) და ალან ხუგაევი (84), ვიცე-ჩემპიონი რუსტამ ტოტროვი (96) და ბრინჯაოსპრიზიორები, მინგიან სემენოვი (55) და ზაურ კურამაგომედოვი (60).

ეს მაგალითი ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რომ სამწუხაროდ, აქ წარმატებულ სპორტსმენებს ხშირად აძლევდნენ შეღავათებს და შიდა ტურნირებში არ აჭიდავებდნენ, რასაც ცუდის მეტი არაფერი მოუტანია.

ამ ფაქტში კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტია - ლეგენდარული ალექსანდრ კარელინის აღმზრდელ ვიქტორ კუზნეცოვის მორიგი ტალანტი შეგირდი რომან ვლასოვი 22 წლისაა, თუმცა სამხედრო სამსახურს ახლა გადის და მშობლიურ ნოვოსიბირსკში სპეცრაზმ "ერმაკში" მსახურობს.

ჯარში ის ჩვეულებრივად ვარჯიშობს და ემზადება წლევანდელი სანაკრებო ბატალიებისთვის.

სამწუხაროდ, ამას ჩვენი ჯარისკაცი სპორტსმენები მოკლებულნი არიან - ქართულ არმიაში მათ ვარჯიშის საშუალება არ ეძლევათ და სპორტს მოწყვეტილნი არიან.

ცხადია, ეს მათ კარიერას დიდ ზიანს აყენებს, საერთოდ თუ არ აფერხებს. თან ეს პაუზა სპორტისთვის გარდამავალ ასაკში ხდება, როცა დამწყები ათლეტი სპორტსმენად ყალიბდება, ამ დროს კი ყოველი გაცდენილი დღე ავბედითად მოქმედებს მასზე. სახელმწიფომ როგორმე ეს პრობლემა უნდა გადაჭრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა