NBA-მ შეაჯამა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები და დაასახელა აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების სასტარტო ხუთეულები

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა რეკორდი დაამყარა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მხრივ, - ამის შესახებ წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

NBA-მ შეაჯამა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები და დაასახელა აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების სასტარტო ხუთეულები. ბრაიანტი გამოკითხვის ლიდერი გახდა - მას ხმა მისცა მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა. რიგით 62-ე "ოლ სტარი" 17 თებერვალს, ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება.

"ლეიკერსის" 34 წლის მცველი კარიერაში მეთხუთმეტედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ამ შეხვედრაში ზედიზედ 15-ჯერ მიწვევით (აქ არ ითვალისწინებენ 1998-99 წლების სეზონს, როცა ლიგაში ლოკაუტი გამოცხადდა), ბრაიანტმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა - მან გაუსწრო ჯერი უესტს, შაკილ ო’ნილსა და კარლ მელოუნს, რომლებსაც "ოლ სტარზე" ზედიზედ 14 მიწვევა ჰქონდათ.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

დასავლეთი

კრის პოლი (კლიპერსი)

კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)

დუაიტ ჰოვარდი (ლეიკერსი)

ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)

კევინ დურანტი (ოკლაჰომა)

აღმოსავლეთი

რადონ რონდო (ბოსტონი)

დუეინ უეიდი (მაიამი)

კევინ გარნეტი (ბოსტონი)

კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)

ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, NBA-ის კლუბების მწვრთნელები აირჩევენ შვიდ-შვიდ კალათბურთელს თითოეული კონფერენციიდან, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის მატჩს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსისთვის" ჩემპიონი ადრეა

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა