ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მილანის გადაუჭრელი პრობლემა

მილანის გადაუჭრელი პრობლემა

განმეორებით პაექრობაში "რეალის" წინააღმდეგ სულ სხვა "მილანს" ვიხილავთ?
"კიევოსთან" მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, იტალიელი ჟურნალისტები "მილანისგან" მორიგ წარმატებას ელოდნენ. მართალია, "რეალთან" გასვლით მატჩზე გვაქვს საუბარი, სადაც წარმატების მიღწევა ურთულესი ამბავია, მაგრამ ლომბარდიული გრანდის სათამაშო კონდიცია სწორედ ასეთ იმედებს იძლეოდა. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, როდესაც "მილანის" მიერ "კიევოს" შესანიშნავ სტილში ძლევაზე გვაქვს საუბარი, მაგრამ სწორედაც რომ ასე იყო. "როსონერის" ფეხბურთელებმა ნამდვილი სპექტაკლი დადგეს ვერონელებთან და თითქოს, ამ სპექტაკლის განმეორებით ხილვის საშუალება "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გვქონოდა. არ გამოვიდა, "რეალმა" აშკარად დაჩაგრა მილანური გრანდი და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

იტალიელი ჟურნალისტები ამ თამაშს მრავალმხრივად არჩევენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება - "მილანს" უკვე დაახლოებით ხუთი წელია ერთი და იგივე პრობლემა უდგას: დაბალი ტემპი, უმოძრაობა. გუნდი დგას და ისე ცდილობს მეტოქე გატეხოს, თავისი თამაში მოახვიოს თავს. ეს შეიძლება "კიევოსთან" ამართლებს, მაგრამ არა "რეალთან", სადაც უსწრაფესი ფეხბურთელები თამაშობენ და დაცვიდან შეტევაში გადასვლა წამებში შეუძლიათ. მადრიდელებმა სწორედ ტემპით და სირბილით დაჩაგრეს მეტოქე და ამად იყო, რომ "როსონერის" კართან აურაცხელი რაოდენობის სახიფათო მომენტი შეიქმნა. რომ არა მარკო ამელიას შესანიშნავი თამაში და მადრიდელთა უზუსტობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ სურვილის შემთხვევაში, მადრიდელები კიდევ არაერთხელ იხეირებდნენ. მოკლედ, "მილანის" თამაში არ ვარგოდა - ეს იყო მაღალი კლასის, მაგრამ უფრო ყოფილი ფეხბურთელების უშედეგო მცდელობა, დაპირისპირებოდნენ ძალიან მობილურ, ახალგაზრდულ, ენერგიულ მეტოქეს. "მილანს" ალბათ აქვს რესურსი და ჰყავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლიათ სირბილი, მაგრამ "ბერნაბეუზე" ეს არ გამოვიდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუკეთესო სტუმართა შორის მარკო ამელია გახლდათ. არაერთი რთული ბურთი მოიგერია, პოზიციურად სწორად თამაშობდა, რის ხარჯზეც ბევრი შეტევა ჩაშალა და უკანასკნელი მცველის, ლიბეროს ფუნქციებიც იტვირთა. რაც მთავარია, არც ერთ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ იყო - პირველ შემთხვევაში, სწორად დაყენებული ცოცხალი კედელი დაირღვა, ბურთი კი კლარენს ზეედორფსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის გაძვრა, მეორე შემთხვევაში კი დანიელე ბონერას ავტოგოლი ვიხილეთ. ამელია გადახტა და ალბათ შეწვდებოდა კიდეც ბურთს, მაგრამ მცველმა უხეიროდ ითამაშა და "რეალის" უპირატესობა გაამყარა. გამოდის, რომ ამელია თანაგუნდელებმა დააღალატეს. მატჩის დასრულებისთანავე, "მილანის" კიპერმა საგულისხმო კომენტარი გააკეთა:

"ასეთი რთული თამაში ძნელად მახსენდება, ყველა მხრიდან გვიტევდნენ და ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. მომეჩვენა, რომ ძალიან იოლად გადიოდნენ დასარტყმელ პოზიციაზე, რაც არ ვიცი რას დავაბრალო. თუ დიდი მიზნების მიღწევა და "რეალის" დონის გუნდებთან კონკურენციის გაწევა გვინდა, მეტი მოძრაობაა საჭირო, ზონების გადაკეტვა და მაღალი ტემპის შენარჩუნება მთელი 90 წუთის განმავლობაში. მადრიდში ეს ვერ შევძელით და ამიტომაც დავმარცხდით, რაც სრულიად ლოგიკურია".

ფლორენტინო პერესის გვერდით იყო მოკალათებული ადრიანო გალიანი და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთხელაც არ გაუღიმია. ასე წერს "გაძეტა დეელო სპორტი" და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ. პერესი და გალიანი ფაქტობრივად არც ლაპარაკობდნენ, ორიოდე წინადადება გაცვალეს და ისიც ესპანელის ინიციატივით. ნამატჩევს, სინიორ ადრიანომ ორიოდე სიტყვა ჟურნალისტებსაც უთხრა:

"მეტოქემ გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შექმნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. თუმცა, გოლები კურიოზულ ვითარებაში გავუშვით და ესეც უნდა აღვნიშნოთ. გაუგებარია რატომ დაიშალა ცოცხალი კედელი, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და არსებული ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ. იმედი მაქვს, განმეორებით პაექრობაში "რეალის" წინააღმდეგ სულ სხვა "მილანს" ვიხილავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა