ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ვლადიმერ ისელიძე უთავკაცებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ვლადიმერ ისელიძე უთავკაცებს

4-7 აპრილს საცურაო კომპლექსი "ოლიმპიკი" წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს
მარცხნიდან: ვლადიმერ ისელიძე, დავით რურუა, ირაკლი დოლაბერიძე, ალექსანდრე ბითაძე

წლეულს 4-7 აპრილს საცურაო კომპლექსი "ოლიმპიკი" წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

მასპინძლებს მეტოქეობას სლოვაკები, ბრიტანელები, პოლონელები და ჩეხები გაუწევენ. ამ ასპარეზობისთვის ჩვენს გუნდს სახელოვანი ქართველი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე მოამზადებს, რომელიც გუშინ საწყლოსნო სახეობის ეროვნული ფედერაციის მესვეურებმა მასმედიას პრესკონფერენციაზე ოფიციალურად წარუდგინეს.

"წლეულს წყალბურთში მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის", - აღნიშნა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ. - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს. დარწმუნებული ვართ, რომ ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით გუნდი მიზანს მიაღწევს.

9-12 მაისს 1996-1997 წლებში დაბადებული წყალბურთელები, ასევე "ოლიმპიკში," 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის შესარჩევ ტურნირში იბრძოლებენ გერმანელი, ჰოლანდიელი, სლოვაკი და მოლდოველი თანატოლების წინააღმდეგ.

ვუმასპინძლებთ ახალგაზრდებში ნოდარ გვახარიას მემორიალს და თბილისის საერთაშორისო ტურნირს. იმედია, თავს არ შევირცხვენთ".

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბრიტანელებთან ოთხჯერ აქვს ნათამაშები. სამი მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ერთხელ კუნძულელებმა გვძლიეს. პოლონელებიც არაერთხელ დაგვიმარცხებია. აი, სლოვაკებსა და ჩეხებს არასდროს დავპირისპირებივართ. ზაფხულში კიდევ ორი ტური გველის.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 17 ნაკრები იბრძოლებს პლეი ოფის ექვსი საგზურისთვის. სულ 16 ორთაბრძოლის გამართვა მოგვიწევს.

პირველ-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები წინა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე-მეთორმეტეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. დასკვნით ეტაპზე, რომელიც გაისად ბუდაპეშტში გაიმართება, თამაშის უფლება განაღდებული აქვთ სერბეთს (ჩემპიონი), ჩერნოგორიას (ვიცე-ჩემპიონი), უნგრეთს (მასპინძელი და ბრინჯაოს პრიზიორი), იტალიას, საბერძნეთსა და გერმანიას.

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, ყველაზე მძიმე ქვეჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ არა მგონია, ფინალში გასვლა გაგვიჭირდეს. დასკვნითი შეჯიბრება კი მალტაში (სექტემბერი) გაიმართება", - ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.

ვლადიმერ ისელიძე: "დიდი მადლობა ფედერაციას ნდობისთვის. მე და ჩემი შეგირდები ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ, თუმცა მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება, რადგან ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ 27 თებერვალს დასრულდება.

გადაწყდა, რომ ნაკრები ორ საწვრთნელ შეკრებას სერბეთში გაივლის, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ ადგილობრივი უმაღლესი ლიგის გუნდებთან - "პარტიზანთან", "ცრვენა ზვეზდასთან", "ვოივოდინასთან", "ჟაკსა" და "რადნიჩკისთან".

გუნდს აუცილებლად გავაძლიერებთ სამი ნატურალიზებული წყალბურთელით, რომლებიც უცხოეთის გუნდებში თამაშობენ. ესენი არიან მარკო ელაჩა (ხორვატიის "რიეკა"), მარკო ელეზი (იტალიის "ბრეშა") და მარინო ფრანიჩევიჩი (ხორვატიის "პოშკი"). ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს".

ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი: "ვლადიმერ ისელიძის სპორტული გზა გვაიმედებს, რომ მისი გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში წარმატებით ითამაშებს და ფინალის საგზურს მოიპოვებს.

საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, კერძო კომპანიების მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება წყალბურთის პოპულარიზაციისა და უწინდელი ტრადიციების აღსადგენად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა

[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა