საახალწლოდ შიდა ქართლში რაიონების მუნიციპალიტეტებმა სპორტსმენები და მწვრთნელები პრემიალური თანხით წაახალისეს
განვლილი სპორტული სეზონი შიდა ქართლის ოთხივე (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) რაიონისთვის წარმატებული გამოდგა.

როგორც ამ რეგიონისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვებები მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

მისასალმებელია, რომ საახალწლოდ ამ რაიონების მუნიციპალიტეტებმა სპორტსმენები და მწვრთნელები პრემიალური თანხით წაახალისეს.

ყველაზე მეტი - 50 სპორტსმენი და მწვრთნელი გორის მუნიციპალიტეტმა 250- 250 ლარით დაჯილდოვა.

ყველაზე მსუყე თანხა სპორტსმენებს და მწვრთნელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამბოს ცნობილმა სპეციალისტმა ოლეგ იაძემ გადასცა.

მან 1500 ლარით დააჯილდოვა განვლილი წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში ამირან იანვარაშვილი, 1000 ლარით - ასევე სამბისტი შმაგი შარიფაშვილი, 500 - 500 ლარი მიიღეს ძიუდოისტებმა ზვიად ოდოშაშვილმა და გიორგი კაციაშვილმა, თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა გიორგი ყაზარაშვილმა და ივანე გაბოძემ. დაჯილდოვდნენ აგრეთვე მწვრთნელები და სპორტის მუშაკები.

ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ორი სპორტსმენი, მოჭიდავეები ზვიად კაპანაძე და ზაზა სიმონიშვილი წაახალისა 200-200 ლარით.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა კი, სამწუხაროდ, დუმილი ამჯობინა. არადა, შარშან ხაშურელმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატებზეც გამოიჩინეს თავი და ევროპულ ასპარეზზეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო ვარძელაშვილი ოლეგ იაძეს დუელში იწვევს

ოლეგ იაძე: სადაც გადავაწყდები ლადო ვარძელაშვილს, კაცურად გავუსწორდები [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა