"ინტერი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და პროვოკაციაზე არ წამოვეგებით!"
რამდენიმე დღის წინ, "გაძეტა დელო სპორტში" "ინტერზე" ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა, სადაც კრიტიკული მოსაზრებებიც უხვად იყო დაფიქსირებული. ყველაზე დიდი რეზონანსი კი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ ჟურნალიასტმა "ნერაძური" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულ გუნდად მოიხსენია. ეს ერთი ფეხბურთელი სამუელ ეტოოა, რომელსაც მართლაც რომ ბრწყინვალე სეზონი აქვს და გოლს გოლზე იტანს. გუშინ, პრესასთან გასაუბრება მილანური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მოისურვა და შემდეგი განაცხადა:

"გასულ სეზონში, "ინტერი" დიეგო მილიტოზე დამოკიდებული გუნდი იყო და სამი ტროფეი მოიგო. ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, ვიყოთ ეტოოზე დამოკიდებული და ამასთან, ტიტულები მოვიგოთ. ასე რომ, არ მესმის, ასეთ თემებზე სპეკულაციებით ჟურნალისტებს რისი თქმა სურთ. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული მათგანი თანაბრად საჭიროა. თუ ჰგონიათ, რომ ასეთი საუბრებით კონკურენციას გააღვივებენ და არაჯანსაღ სიტუაციას შექმნიან, ძალიან ცდებიან. "ინტერი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ასეთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით".

ბენიტესმა ზოგადად გუნდში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გუნდმა საჩემპიონო მენტალიტეტი შეინარჩუნოს და ყველა ტროფეისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ამ გზაზე ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი და მიზანმიმართულად ვმუშაობთ. მწვრთნელი ხელოსანივით უნდა იყოს, თუ მექანიზმში რამე მოისალა, უმალ უნდა უშველოს. ამჯერად, მეჩვენება, რომ ბურთის კონტროლზე გვაქვს სამუშაო და ვარჯიშებსაც ამის მიხედვით ვარჩევ. დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ერთ თვეში გაცილებით უკეთეს "ინტერს" იხილავთ, ფორმის პიკზე კი სეზონის მეორე ნახევრიდან გავალთ. ასე მაქვს დაგეგმილი და იმედია, გაწეული სამუშაო დაგვიფასდება".

ნედვედი აღფრთოვანებულია

სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრა "იუვენტუსმა" აღმაფრენით ჩაატარა და საკუთარ მოედანზე "ლეჩე" დიდი ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. რაც მთავარია, "იუვემ" შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშა, რასაც ლუიჯი დელ ნერის ფორმაციის გუნდებისგან ჩვეულნი არ ვართ. "ბიანკონერის" ასეთმა ფეერიულმა ასპარეზობამ პაველ ნედვედი აღფრთოვანებაში მოიყვანა - სხვათა შორის, 2011 წლიდან პაველი კლუბის დირექტორთა საბჭოში შევა და მის სიტყვას სხვა ფასი დაედო. მოვუსმინოთ ჩეხს:

"თამაშს ტრიბუნიდან მივადევნე თვალი და აღფრთოვანებული დავრჩი. ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია, მთავარია ვაცადოთ ლუიჯი დელ ნერის, რომელიც საქმეს სწორად უძღვება. მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მალე მოვიმკით. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა "ლეჩესთან", მაგრამ ასე არ მოხდა. ეს დელ ნერის და მისი შემტევი სტრატეგიის დამსახურებაა".

საინტერესოა, რომ ნედვედი "იუვენტუსზე" პირველ პირში საუბრობს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სულ მალე, ახალ ამპლუაში მოგვევლინება. პაველს მილოშ კრასიჩზეც მოუხდა საუბარი, ვისაც ხშირად სწორედ მას ადარებენ:

"არასწორად მიმაჩნია, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ვინმე სხვას, თუნდაც დიდ ფეხბურთელს ადარებენ. ამით, შეიძლება ვავნოთ მოთამაშეს და უმჯობესია, რომ ასეთი შედარებების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ. მთავარია, რომ "იუვენტუსმა" გაიმარჯვოს, მილოშმა კი ასევე გააგრძელოს და შესანიშნავი თამაშით გაგვახაროს. მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მისი გადაბირება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა