ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზუგდიდის "ზუგდიდი" - ავტორიტეტთა რისხვა

ზუგდიდის "ზუგდიდი" - ავტორიტეტთა რისხვა

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი" (ზუგდიდი), ადგილი VI
ამ სეზონის მთავარი მოულოდნელობა უკვე ვახსენეთ: ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული გუნდი "მეტალურგი" მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში იასპარეზებს; რუსთაველთა "ადგილი" კი ზედა ექვსეულში "ზუგდიდმა" დაიკავა და ეს ფაქტიც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი სენსაციაც არ უნდა ყოფილიყო.

ყოველ შემთხვევაში, შემადგენლობის მხრივ "ზუგდიდი" კონკურენტებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა და, აქედან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო ამ გუნდის "ელიტურ" ექვსეულში მოხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ზუგდიდს უმაღლეს ლიგაში "ოდიში" წარმოადგენდა, მართლაც გამორჩეული და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდი, სადაც ჰქონდა კიდეც სამწვრთნელო დებიუტი ოთარ გაბელიას;

მერე, ისე მოხდა, რომ რვა წლის განმავლობაში ზუგდიდელებს უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ჰყავდათ, ვიდრე 2007-08 წლების სეზონში "მგლები" არ გამოჩნდა; ორი სეზონის შემდეგ გუნდი უკვე "ბაიას" სახელწოდებით ასპარეზობდა, ამ ჩემპიონატის წინ კი "ზუგდიდი" დაერქვა.

სეზონის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით (პლუს პერსპექტიული ახალგაზრდებით) დაკომპლექტებულ "ზუგდიდს" თავისუფლად შეეძლო ჩემპიონატის ფავორიტებთან კონკურენციის გაწევა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა: ელგუჯა ქომეთიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი "ავტორიტეტთა რისხვად" იქცა და პროგრამა-მაქსიმუმი (ზედა ექვსეულში მოხვედრა) პირველი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე შეასრულა.

განსაკუთრებით წარმატებულად "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს ატარებდა და ამ მხრივ უმაღლეს ლიგაში III-IV მაჩვენებელი აქვს; ოღონდ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს განმუხურში ატარებდა და იქიდან ქულ(ებ)ის წამოღება ჩემპიონატის გამოკვეთილ ფავორიტებს, თბილისის "დინამოს" და "დილასაც" ერთობ გაუჭირდათ.

ერთადერთი გამონაკლისი პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტური იყო, როცა უმოტივაციო და ფინანსურპრობლემებმოძალებული "ზუგდიდი" განმუხურში უშანსოდ დამარცხდა "არანორმალურად" მოტივირებულ "ზესტაფონთან"...

მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი წლებია, ამ გუნდში მუშაობს; ამ სეზონის დაწყების წინ კი "ზუგდიდის" კონსულტანტად ოთარ გაბელია დაინიშნა, რომლის მეცადინეობითაც გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

ჰოდა, სწორედ ამ ახალწვეულებსაც დიდი წვლილი მიუძღვით "ზუგდიდის" წარმატებულ ასპარეზობაში; თანაც, დავით გამეზარდაშვილი, სევასტი თოდუა, ალექსანდრე კოშკაძე და დავით ბოლქვაძე ჯერ კიდევ 2004-05 წლებში ერთად თამაშობდნენ ("ტორპედოში") და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ დროს ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია გახლდათ (შედეგებიც არ დაგვავიწყდეს: თასის ფინალში გასვლა და ჩემპიონატის ვერცხლის მედლები)...

...რამდენადაც წარმატებულად ასპარეზობდა "ზუგდიდი" საშინაო მატჩებში, იმდენად საპირისპირო სურათი იყო გასვლით შეხვედრებში: გუნდმა სტუმრად მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა...

მეკარე

სეზონის დაწყების წინ "ზუგდიდიდან" წავიდა ძირითადი მეკარე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სომხიშვილი, მის ნაცვლად კი ერთდროულად სამი მეკარე მოიწვიეს.

ბევრისთვის მოულოდნელად, ძირითადი მეკარის სტატუსი 24 წლის ლაშა ძაგანიას ერგო, რომელმაც ერთის გარდა, ყველა მატჩი ჩაატარა.

ბოლო ტურში "ზუგდიდელთა" კარს 20 წლის არჩილ მაქაცარია იცავდა, აი, 32 წლის მირზა მერლანსა და 28 წლის ლადო ნადირაშვილს პირველ ეტაპზე არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.

დაცვა

ამ რგოლში ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ: 36 წლის სევასტი თოდუა, 20 წლის დავით გამეზარდაშვილი, 32 წლის ლევან აკობია და 28 წლის დაჩი ფოფხაძე; მერე, ამათ 37 წლის როინ ონიანიც დაემატათ...

ნახევარდაცვა

"ზუგდიდის" წარმატებულ ასპარეზობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე გამოცდილმა ახალწვეულებმა: 32 წლის დავით ბოლქვაძემ და 31 წლის ალექსანდრე კოშკაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი ნახევარმცველი 1999 წელს ერთად გამოჩნდა თბილისის "მერანი-91"-ის შემადგენლობაში, მერე "ტორპედოშიც" გვერდი-გვერდ ასპარეზობდნენ და აი, "ზუგდიდშიც" ერთად არიან. გამოცდილება არც 25 წლის ვაკო ტყემალაძესა და 28 წლის შოთა ლომიას დაეწუნება (ეს უკანასკნელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია);

შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ მცირე პაუზის მერე გუნდში დაბრუნებულ გარემარბებს - 23 წლის ლევან წურწუმიასა და 21 წლის ლუკა გოგუჩიას;

სეზონი კარგად დაიწყო ბოსნიიდან დაბრუნებულმა ლევან კუტალიამ, თუმცა 23 წლის შუახაზელი მეორე ეტაპიდან "ზესტაფონში" იასპარეზებს.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ 20 წლის ზვიად სიხარულია, ასაკის მიუხედავად გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რომ გახლავთ.

თავდასხმა

"ზუგდიდის" შედეგიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, 20 წლის ირაკლი ქობალიას პირველი ეტაპი სრულად რომ ეთამაშა; თუმცა ამ, უდავოდ, ნიჭიერმა ფორვარდმა 7 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა 23 წლის გიორგი გაბედავამ.

საუკეთესო მატჩი

პირველ ეტაპზე "ზუგდიდმა" შინ "დინამოსთან" და "დილასთან" ფრედ ითამაშა, "ტორპედოს" კი 2:1-ს მოუგო, - სწორედ ეს სამი მატჩი უნდა მივიჩნიოთ საუკეთესოდ.

ყველაზე ცუდი მატჩი

ზემოთაც ვთქვით, რომ პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში "ზუგდიდი", ფაქტობრივად, უშანსოდ დამარცხდა ზემოტივირებულ "ზესტაფონთან", - ეს იყო ელგუჯა ქომეთიანის გუნდის ყველაზე სუსტი შეხვედრა.

"ზუგდიდი" ბოლო ტურშიც დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდა (სტუმრად, "მეტალურგთან"), მაგრამ 23 დეკემბერს გუნდი ხომ, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით ასპარეზობდა - თვეობით აუღებელი ხელფას-პრემიების გამო ძირითადმა შემადგენლობამ თამაშზე უარი თქვა.

ლიდერი

"ზუგდიდს" ყველა რგოლში ჰყავს ლიდერი: დაცვაში - დავით გამეზარდაშვილი, ნახევარდაცვაში - ზვიად სიხარულია და ალექსანდრე კოშკაძე, თავდასხმაში - ირაკლი ქობალია.

მიზანი

გუნდმა მთავარი ამოცანა შეასრულა და ზედა ექვსეულში მოხვდა; ანუ, რეალურად ვიმსჯელოთ და ისიც ვთქვათ, რომ "ზუგდიდისგან" მედლებისათვის ბრძოლას არც არავინ ელოდება. თუმცა, იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს გუნდი მეორე ეტაპზეც არაერთ ფავორიტს გაამწარებს.

დაბოლოს, ვისურვებდით, რომ გუნდი რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყოს მშობლიურ ქალაქში - ზუგდიდი უფეხბურთოდ ხომ მართლაც წარმოუდგენელია!

ზუგდიდი 2012/2013

მეკარეები: ლაშა ძაგანია-21, არჩილ მაქაცარია-1;

მცველები: სევასტი თოდუა-21, დავით გამეზარდაშვილი-20 (3), ლევან აკობია-14, დაჩი ფოფხაძე-14 (1), როინ ონიანი-13 (1), ნიკა აფაქიძე-10, რომეო კანკია-1, გიორგი ქვარცხავა-1, კოკა ქომეთიანი-1, გრიგოლ ბერიშვილი-1, ლუკა კობერიძე-1;

ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია-21 (2), ვაკო ტყემალაძე-19, ალექსანდრე კოშკაძე-18 (1), დავით ბოლქვაძე-17 (1), ლევან კუტალია-17 (2), შოთა ლომია-14 (3), ლევან წურწუმია-11, ლუკა გუგუჩია-9, აკაკი ფარჯიკია-7, ლაშა კუკავა-6, ზურაბ ქვარცხავა-1, ლევან ქანთარია-1, ლუხუმ პატარაია-1, გიორგი ხუბუა-1, გიორგი ლაშქარავა-1 (1);

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა-18 (9), ირაკლი ქობალია-16 (7), ირაკლი ეხვაია-6, მურთაზ ჩანგელია-1; ნიკა ქირია-1.

მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი (I-XXII)

ზუგდიდის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ტური

ტორპედო-ზუგდიდი 1:0

II ტური

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:0

III ტური

კოლხეთი-ზუგდიდი 1:1

IV ტური

ზუგდიდი-დილა 0:0

V ტური

ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0

VI ტური

ზუგდიდი-ჩიხურა 4:2

VII ტური

სიონი-ზუგდიდი 0:0

VIII ტური

მერანი-ზუგდიდი 1:2

IX ტური

ზუგდიდი-დინამო (თბ) 1:1

X ტური

ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0

XI ტური

ზუგდიდი-მეტალურგი 2:1

XII ტური

ზუგდიდი-ტორპედო 2:1

XIII ტური

დინამო (ბთ)-ზუგდიდი 0:3

XIV ტური

ზუგდიდი-კოლხეთი 1:0

XV ტური

დილა-ზუგდიდი 3:0

XVI ტური

ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0

XVII ტური

ჩიხურა-ზუგდიდი 2:0

XVIII ტური

ზუგდიდი-სიონი 2:0

XIX ტური

ზუგდიდი-მერანი 3:2

XX ტური

დინამო (თბ)-ზუგდიდი 2:0

XXI ტური

ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3

XXII ტური

მეტალურგი-ზუგდიდი 5:1

სატურნირო ცხრილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბათუმის "დინამო" - შეხვედრა წარსულთან

რუსთავის "მეტალურგი" - მთავარი მოულოდნელობა

მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...

"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია

გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა

ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით

ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს