"ბოხუმის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს ინტერვიუ ჩამოართვა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა
ალექსანდრე იაშვილი უკვე 16 წელია, გერმანიაში თამაშობს. "ბოხუმამდე" იგი "ლიუბეკის", "ფრაიბურგისა" და "კარლსრუეს" ღირსებას იცავდა.

დღეისთვის 35 წლის ქართველი თავდამსხმელი "ბოხუმის" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა მას ინტერვიუ ჩამოართვა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე გაესაუბრა.

- შარშან "კარლსრუეში" თამაშობდი, ახლა კი "ბოხუმის" ფეხბურთელი ხარ. რა განასხვავებს ამ ორ კლუბს?

- "ბოხუმს" უკეთესი შემსრულებლები ჰყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდის შედეგებზეც აისახება.

- და რატომ ვერ აღწევს "ბოხუმი" კარგ შედეგებს?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. უპირველესად, იმას აღვნიშნავდი, რომ ხშირად იმ მატჩების მოგებასაც კი ვერ ვახერხებთ, სადაც აშკარა უპირატესობას ვფლობთ. როცა ნეგატიური შეხვედრები ერთმანეთს ებმის, ამ სიტუაციისთვის თავის დაღწევა ძალიან ძნელია.

- დეკემბერში "ბოხუმმა" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი მოიგო. შეგიძლია თქვა, რომ ეს გარდამტეხი მომენტია?

- დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეა. ფაქტია, რომ ბოლო დროს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოვასწორეთ და წარმატებული სერიით ზამთრის პაუზას პოზიტიური განწყობით შევხვდით.

თუ ასე გავაგრძელებთ, აუტსაიდერთა რიგებს სულ მალე დავტოვებთ და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

"ბოხუმს" შესწევს იმის ძალა, რომ მეორე ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას არ დასჯერდეს და ამაზე ბევრად მეტზე იფიქროს.

- "კარლსრუეს" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნამ შენზე როგორ იმოქმედა?

- მე გუნდის კაპიტანი ვიყავი, ასე რომ, ეს ამბავი ჩემთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. "კარლსრუეს" გავარდნა გულშემატკივრების გამოც განვიცადე. იმის მიუხედავად, რომ მე-17 ადგილზე ვიყავით, ჩვენი 30-ათასიანი სტადიონი ყოველთვის ბოლომდე ივსებოდა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი ყოფილი გუნდი ახლა აღმავლობის გზაზეა.

- შენი ოჯახი ახლაც კარლსრუეში ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ იქ დაფუძნდები?

- საერთოდ, გადაწყვეტილი მაქვს, რომ საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე. თუმცა ჩემი სამი შვილი სკოლაში გერმანიაში დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახი რამდენიმე წელიწადს აქ დარჩება.

- შენი საფეხბურთო მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- "ბოხუმთან" ჩემი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ჯერჯერობით, მთლიანად იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ გუნდმა სეზონი ღირსეულად ჩაამთავროს. ამის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და ჩემს მომავალს განვიხილავთ.

ხუთი წლის წინ ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა კი მიმაჩნია, რომ კრიტიკულ ასაკში არ ვარ. ფეხბურთის თამაში ძველებურად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ "ბოხუმში" იდეალური გარემოა შექმნილი.

მოდით, ჩემს მომავალზე აპრილში ან მაისში ვისაუბროთ.

- ესე იგი, არც 35 წლის ასაკში ხარ დარწმუნებული, რომ აქტიურ საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებ?

- დიახ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს 2013 წელს მოხდება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და შემრჩა იმდენი მოტივაცია, რომ ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯო. თანაც, ტრავმა არ მაწუხებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ერთხელ "ფრაიბურგში" და ერთხელაც "კარლსრუეში" მძიმედ დავშავდი და მაშინ გაცდენილი დრო ახლაც მწარედ მახსოვს. ასე რომ, კარგად ვიცი, რა გემო აქვს ფეხბურთის თამაშს.

- ბოლო სამი მატჩი შეცვლაზე ჩაატარე. ამას როგორ უყურებ?

- ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან მიჭირს, რადგან ამას კარიერის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ჩვეული.

როცა ფორმაში ვიყავი, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი და ჩემთვის თადარიგში ყოფნა სრულიად ახალი და უჩვეულო როლია.

თუმცა პოზიტივი ყველაფერში შეიძლება დაინახო და ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. როგორც თავმოყვარე ფეხბურთელმა, ვალდებული ვარ, ყველას დავუმტკიცო, რომ სასტარტოში თამაშის ღირსი ვარ.

თუმცა როგორც კი შევატყობ, რომ ახალგაზრდებს კონკურენციას ვეღარ ვუწევ, ბრძოლას შევწყვეტ და სახლში წავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილი: ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

vikingi
ამ ქვეყნიდან გასვლა ნეტა მე მომეხერხებინა,აქეთ არც მოვიხედავდი და არც არაფერზე დამწყდებოდა გული,მაგრამ გასაგებია შენი გადაწყვეტილება.ჭრიჭინობელების ქვეყანაში ჭრიჭინობელები ხარობენ,შენც გაპოლიტიკოსდები "კკ"-სავით და თავი ქუდში გაქვს.აქ ცნობილი "იაშკა" დეპუტატი იქნები, მანდ კი არავინ, უბრალოზე უბრალო მოქალაქე.ჩემი კომენტარებით ალბათ ბოღმიანის იმიჯს ვტოვებ, მაგრამ რა არის ამაში არამიწიერი და უცხოპლანეტური,ყველამ თქვენს თავს დააკვირდით გამადიდებელი შუშით.სამშობლოდ იმას ვაღიარებდი სადაც თავის რეალიზაციას მივაღწევდი,სადაც გამოსადეგარი ვიქნებოდი და ადამიანად ჩამთვლიდნენ,სადაც ზუზუნებენ და არა ჭრიჭინობენ,მაგრამ ვაი რომ წასვლის საშუალებაც არ დამიტოვეს.
ვახვახ
რა თქმა უნდა აწყობილ ქვეყანაში ცხოვრება ბევრად კარგია,სადაც მყარი და სოლიდური ანაზღაურება ზედმეტ პრობლემებსა და საფიქრალს აგარიდებს.მხოლოდ ერთ პრობლემას ვხედავ,ბავშვები მაინც ქართულად უნდა აღიზარდნონ.გისურვებ წარმატებებს
guja_kakhadze
გაზაფხულს ნუ დაელოდები და ახლავე იზრუნე, რომ კარიერის გაგრძელება უფრო ნაყოფიერი იყოს. კიდევ 4 წელი შეძლებ თამაშს და ამ სიამოვნებას ნურც შენ მოიკლებ და ნურც გულშემატკივარს მოაკლებ!
ზურა
მართლაც ძალიან კარგი და სტაბილური ფეხბურთელი ხარ ლექსო, თანაც სამი შვილის მამა,გაგახაროს ღმერთმა მათი წარმატებებით და ქართული ფეხბურთის აღმა სვლით. . .
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია