საქართველოს სუპერლიგის კლუბმა ამერიკელ ფორვარდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა
"შსს აკადემიას" სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ სიახლე გვამცნო - გუნდს ამერიკელი ფორვარდი ბენჟამინ რეომონდი დაემატა.

"იგი უკვე თბილისშია და "შსს აკადემიასთან" ერთად ემზადება "რუსთავთან" მატჩისთვის, რომელიც ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ეგიდით კვირას გაიმართება.

რეიმონდს თანაბრად წარმატებით შეუძლია თამაში როგორც მსუბუქ ფორვარდად, ასევე მეოთხე ნომრად.

მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ.

ბენჟამინი 1987 წელსაა დაბადებული და 198 სმ სიმაღლისაა. მას უთამაშია როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში (კარიერა მშობლიურ ბოსტონში დაიწყო), ასევე ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მან არგენტინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ბოკა ხუნიორსში" გაატარა.

- ბენჟამინ რაიმონდმა კარგად გაიცნო ჩვენი გუნდი და შედარებით ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ დათანხმდა "შსს აკადემიაში" გადმოსვლაზე. რადგან დაინახა, რომ აქ პროფესიონალები მუშაობენ.

რაიმონდს ახალგაზრდული გუნდებიც გავაცანით და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მათაც დაეხმაროს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების ხელმძღვანელობას, რომელიც ყველანაირად გვერდში გვიდგას და ხელს გვიწყობს მაღალი მიზნებისთვის ღირსეულად ბრძოლაში.

ჩვენც მაქსიმუმს ვაკეთებთ იმედების გასამართლებლად", - დასძინა ლევან მიქაბერიძემ.

დისიე

ბენჟამინ რეიმონდსი

დაიბადა: 08.05.1987 ბოსტონში (აშშ)

სიმაღლე: 198 სმ

წონა: 103 კგ

ამპლუა: ფორვარდი

კარიერა

2005-09 ქსავიერი (NჩAA, აშშ)

2009-10 აალსტარი (ბელგია)

ევროჩელენჯზე: 17.2 ქულა, 2.6 მოხსნა

2010-11 ანიბალი (ლიბანი)

ლიბანის ლიგაში: 17.7 ქულა, 7.4 მოხსნა

2011 ჰელიოსი (სლოვენია)

სლოვენიის ლიგაში: 17.7 ქულა, 7.4 მოხსნა

2011-12 აპოლონი (კვიპროსი)

კვიპროსის ლიგაში: 13.8 ქულა.

2012 ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)

7.4 ქულა, 2.4 მოხსნა.

gio
ძალიან კარგი, მიხარია
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა