ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერენამ ოფიციალურად დაასრულა

სერენამ ოფიციალურად დაასრულა

გადაწყვეტილების მიზეზი მარჯვენა ფეხზე მყესის ხელმეორე გაწყვეტაა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ოფიციალურად გამოაცხადა წლევანდელი სეზონის დასრულების შესახებ. ასე რომ, უმცროსი გამოტოვებს WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირს დოჰაში, რომელიც მომავალ კვირას იწყება. აგრეთვე ვერ ვიხილავთ მას ნოემბერის დასაწყისში ფედერაციის თასის ფინალში, რომელშიც ამერიკა იტალიას შეხვდება.

ჩოგბურთელის აგენტის განცხადებით, სერენას ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მარჯვენა ფეხზე მყესის ხელმეორე გაწყვეტა. ეს ტრავმა ამერიკელმა წინა ორშაბათს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ სეზონის დასრულების შესახებ გამოაცხადა სერენას უფროსმა დამ - ვენუსმა.

"იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირსა და ფედერაციის თასის ფინალზე უარის თქმა მიწევს. ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი კორტზე და სწორედ ამან გამოიწვია ფეხზე მყესის გაწყვეტა. შესაბამისად, თავიდან დავიწყე მკურნალობის კურსი. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველი კორტზე დაბრუნებას", - წერია სერენა უილიამსის ოფიციალურ განცხადებაში.

ავსტრალია რაფტერმა ჩაიბარა

ამერიკის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონი (1997, 1998), მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი პატრიკ რაფტერი დევისის თასზე ავსტრალიის ნაკრების კაპიტანი გახდა. ამის შესახებ გუშინ დევისის თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. 37 წლის რაფტერმა კაპიტნის პოსტზე ჯონ ფიტცჯერალდი შეცვალა.

ავსტრალიის ნაკრების 60-წლიან ისტორიაში რაფტერი მხოლოდ მეხუთე კაპიტანია. მანამდე ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდნენ ჰარი ჰოფმანი, ნილ ფრეზერი, ჯონ ნიუკომბი და ფიტცჯერალდი. ახალი კაპიტნის წინაშე რთული ამოცანა დგას - მან დევისის თასის 28-გზის მფლობელი (მეორე შედეგი ამერიკის ნაკრების შემდეგ - 32 ტიტული) მსოფლიოს ლიგაში უნდა დააბრუნოს, სადაც "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებს 2007 წლის შემდეგ არ უთამაშიათ.

რაფტერის ხელმძღვანელობით ავსტრალია პირველ მატჩს აზია/ოკეანეთის ზონაში ტაივანის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს შეხვედრა მომავალი წლის მარტში ჩატარდება.

მოთამაშის რანგში რაფტერმა თავისი გუნდი 1999 წლის გათამაშების ფინალში გაიყვანა - ნიცაში გამართულ ნახევარფინალში ავსტრალიამ 3:2 დაამარცხა საფრანგეთი. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში პატრიკმა მხარის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში. ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ფინალში, მაგრამ ესპანელებთან წააგეს - 1:3. 2003 წელს ესპანეთს ფინალში რევანში აუღეს - 3:1 და ეს დევისის თასზე ავსტრალიის ბოლო ტრიუმფად რჩება.

სულ პროფესიულ კარიერაში რაფტერს 11 ტიტული აქვს მოგებული. 2000 და 2001 წლებში მან უიმბლდონის ფინალში ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ დამარცხდა. 2001 წელს კარიერა დაასრულა. ჰონორარის სახით პატრიკმა კორტზე 11 127 058 დოლარი გამოიმუშავა.

"იმედი მაქვს, ნაკრებთან ნაყოფიერად ვიმუშავებ და ავსტრალიურ ჩოგბურთს ძველ დონეზე დავაბრუნებ, - აღნიშნა რაფტერმა. - ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ჩოგბურთელია, რომლებსაც შეუძლიათ ღირსეულად წარმოაჩინონ ავსტრალია საერთაშორისო არენაზე. ახალ სამუშაოს დიდი იმედებით ვხვდები".

ნაკრებში მწვრთნელის რანგში იმუშავებს ლეგენდარული სპეციალისტი ტონი როჩი, რომელიც თავის დროზე რაფტერს ავარჯიშებდა.

წარსულში კიდევ ერთმა ცნობილმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ტოდ ვუდბრიჯმა რაფტერისა და როჩის ტანდემს "ოცნების გუნდი" უწოდა.

მხოლოდ პირველობა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა განაცხადა - როცა ლაპარაკია ATP-ის რეიტინგზე, მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პირველი ადგილი და სხვა არაფერი. კლასიფიკაციაში სხვა პოზიცია შვეიცარიელს არ აინტერესებს. ამის შესახებ როჯერმა სტოკჰოლმში განაცხადა, სადაც დღეს ATP-ის მორიგ ტურნირში მეორე წრის მატჩს გამართავს მსოფლიოს 101-ე ჩოგანთან ტეილორ დენტთან.

ფედერერის თქმით, ორშაბათს გამოქვეყნებულ რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაბრუნება საერთოდ არ გახარებია. "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი ამბობს, რომ ეს მისთვის უმნიშვნელო მიღწევაა.

"მნიშვნელობა არ აქვს - მეორე ნომერი ვიქნები, მესამე თუ მეოთხე. ჩემთვის მხოლოდ რეიტინგის ლიდერობაა მთავარი. დიდი ხანი ვიყავი მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ამიტომაც გასაგებია ჩემი სურვილი - სწრაფად დავიბრუნო დაკარგული პოზიციები", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე როჯერმა.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსსა და უიმბლდონზე შედარებით სუსტი გამოსვლა ფედერერს არამარტო პირველი, არამედ მეორე პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. ასე დაბლა როჯერი 2003 წლის ნოემბერის შემდეგ არ დაშვებულა!

რეიტინგში მრავალწლიანი ლიდერობის გამო, ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა შვეიცარიელის მოტივაცია, რომელიც კლასიფიკაციის მწვერვალიდან ესპანელი რაფაელ ნადალის ჩამოგდებას ითვალისწინებს. მაგრამ თავად როჯერი ამბობს, რომ საკმარისად მოტივირებულია და ისევ ფიქრობს დიდ გამარჯვებებზე.

"ვვარჯიშობ, მატჩებში მონაწილეობას ვიღებ და სანამ ამას ვაკეთებ, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დამიჭერენ, ავტოგრაფს ჩამომართმევენ... ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება, მოტივაციას მმატებს და უფრო ძლიერად თამაშს მაიძულებს", - აღნიშნა ფედერერმა.

რეიტინგის "დიდი ოთხეულის" წევრებიდან ფედერერს ორთან აქვს უარყოფითი ბალანსი - 7 მოგება და 14 წაგება ნადალის წინააღმდეგ და 5 მოგება და 8 წაგება ენდი მიურეისთან ურთიერთშეხვედრებში. მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩთან აქვს შვეიცარიელს დადებითი ბალანსი - 11-6.

"ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, რომ თითქმის ყოველთვის ვუგებდი წამყვან ჩოგბურთელებს. ყველა მეტოქესთან დადებისი ბალანსი მქონდა, - ამბობს ფედერერი. - მახსოვს, გარკვეულ ეტაპზე ზედიზედ 24 მატჩი მოვიგე საუკეთესო ათეულის წევრების წინააღმდეგ. ასევე ზედიზედ 24-ჯერ ფინალებში ტოპ-ათეულის მოთამაშეები დავამარცხე. რა თქმა უნდა, ასეთ დონეზე თამაშის გაგრძელება არარეალურია და პრობლემა იმაშია, რომ ხალხი ძველ და ახალ ფედერერს ადარებს ერთმანეთს".

წლევანდელი ჩავარდნის მიუხედავად, თავად როჯერი კმაყოფილია ამ სეზონით, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილით: "მიმდინარე სეზონში რამდენიმე ისეთი მატჩი წავაგე, რომელშიც გამარჯვება უნდა მომეპოვებინა. გარკვეული დასკვნები უნდა გავაკეთო და ყველაფერი ვიღონო იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. სწორედ ამაზე ვიმუშავებ და იმედი მაქვს, ყველაფერს გამოვასწროებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის