"დათვები" ამერიკის დედაქალაქს ესტუმრნენ და 3:1 გაიმარჯვეს
"ბოსტონმა" ზედიზედ მეოთხე გასვლითი მატჩი ჩაატარა სეზონში. კლოდ ჟულიენის გუნდს ორი შეხვედრა ევროპაში მოუწია, ორიც ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ გაიმართა. ამჯერად "დათვები" ამერიკის დედაქალაქს ესტუმრნენ და 3:1 გაიმარჯვეს.

"ბრუინზის" რიგებში აღსანიშნავია მეკარე ტიმ ტომასი, რომელიც ჯერჯერობით კონკურენტ ტუუკი რასკიზე უკეთ გამოიყურება. ასევე კარგად მოქმედებს ახალბედა ნათან ჰორტონი. მან სეზონი გოლებით დაიწყო, ამჯერად კი ულამაზესი პასით გაატანინა კრეისის. გარდა ამისა, პირველ პერიოდში ლუჩიჩმაც გამოიჩინა თავი, როცა მეკარის საჯარიმოში დაასწრო ყველას. აღსანიშნავია, რომ ამ ჰოკეისტმა ე. წ. "გორდი ჰოუს ჰეთ-თრიკი" შეასრულა - გოლი, პასი და ჩხუბი ერთ მატჩში. მეორე პერიოდში ლუჩიჩმა ჯონ ერსკინთან გამართა ხელჩართული ბრძოლა.

ვაშინგტონელებისთვის სასიხარულო ის იყო, რომ პირველი შაიბა გაიტანა დებიუტანტმა მარკუს იოჰანსონმა - შვედმა ჩიმერას კარის უკნიდან გადაცემა გამოიყენა. თუმცა მესამე პერიოდის დასაწყისში მეტ ჰენვიკმა საბოლოოდ გადაუწურა "კეპიტალზს" თამაშის გადარჩენის იმედი. ერთი დღის შემდეგ "დათვები" ისევ "ვაშინგტონს" შეხვდებიან, ოღონდ საკუთარ მოედანზე.

სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე მეორე მატჩის ძირითადი დრო დასრულდა უგოლოდ. "კალგარის" მეკარემ მიკა კიპრუსოფმა "ნეშვილის" 34 დარტყმა მოიგერია და თავის ანგარიშზე კარიერაში 35-ე შათაუტი ჩაიწერა. ცუდად არც "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე გამოიყურებოდა - ძირითად დროში მანაც 34 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ოცდამეთხუმეტეს ვერ გაუმკლავდა - ოვერტაიმში "კალგარიმ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და რენე ბურკმა მეორე ცდიდან შეაგდო შაიბა "პრედატორზის" კარში.

უცნაური ანგარიში დაფიქსირდა "მინესოტასა" და "ვანკუვერის" მატჩში. რა თქმა უნდა, "უაილდს" ჰქონდა ამ შეხვედრის მოგების შანსი, მაგრამ ექვს შაიბას ლუონგოს კარში არავინ ელოდა - 6:2. საინტერესოა, რომ "ვანკუვერის" მთავარ მწვრთნელ ალან ვინიოსთვის ეს საიუბილეო - მე-600 მატჩი იყო NHL-ში.

40 წუთის შემდეგ ანგარიში 6:1 გახლდათ და მატჩის მსვლელობამ ისე გამოიყვანა მწყობრიდან "კენაქსის" მოთამაშე რიკ რიპიენი, რომ გასახდელში მიმავალი "მინესოტას" გულშემატკივარს დაესხა თავს. კიდევ კარგი, საქმეში მენი მალორტა ჩაერია და თანაგუნდელი დააშოშმინა. რიპიენი ბოლო პერიოდში ყინულზე აღარ გამოჩენილა. გარდა ამისა, ამ ჰოკეისტმა მატჩის მსვლელობისას დამხმარე მსაჯს ჰკრა ხელი და საჯარიმო წუთები მიიღო.

ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ჯერჯერობით გონს ვერ მოვიდა "სან ხოსე". "ბოსტონისგან" განსხვავებით, "ზვიგენებმა" ჩრდილოეთ ამერიკაში ორი მატჩი შინ გამართეს და ორივე წააგეს: ჯერ "ატლანტასთან" 2:4, თუმცა იგებდნენ შეხვედრას - 2:0, ამჯერად კი "კაროლინასთან" 2:5 განადგურდნენ. "სან ხოსე" "ფინიქსთან" ერთად კონფერენციის ბოლო ადგილს იყოფს.

ვაშინგტონი-ბოსტონი 1:3

0:2, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 კრეისი-1 (ჰორტონი-3, ლუჩიჩი-2), 0:2 ლუჩიჩი-3 (ბოიჩუკი-2, კრეისი-5), 1:2 მ. იოჰანსონი-1 (ჩიმერა-1, ჰენდრიკსი-2), 1:3 ჰანვიკი-1 (საიდენბერგი-1, ველერი-1).

ნეშვილი-კალგარი 0:1 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 რენე ბურკი-1 (ბ. მორისონი-4, უაიტი-1).

მინესოტა-ვანკუვერი 6:2

3:1, 3:0, 0:1

გოლები: 0:1 დ. სედინი-5 (ჰ. სედინი-8, ედლერი-4), 1:1 ჟიდლიცკი-1 (კულენი-5, მიეტინენი-3), 2:1 ლატენდრესი-2 (ფალკი-1, ჰავლატი-4), 3:1 კლატერბეკი-2 (ლატენდრესი-1, ჰავლატი-5), 4:1 მადენი-1 (ბერნსი-1, შულტცი-1), 5:1 ბრუნეტი-2 (ჟიდლიცკი-2, მიეტინენი-4), 6:1 კულენი-3 (მ. კოივუ-4, ჟიდლიცკი-3), 6:2 დ. სედინი-6 (ჰ. სედინი-9, სამუელსონი-5).

სან ხოსე-კაროლინა 2:5

0:2, 2:1, 0:2

გოლები: 0:1 ე. სტაალი-2 (ლაროუზი-1, ბაბჩუკი-1), 0:2 კოული-1 (გლისონი-2, სკინერი-3), 0:3 დუაიერი-1 (ი. იოკინენი-3, ლაროუზი-2), 1:3 მარლო-1 (ბოილი-3, ჯ. ტორნტონი-2), 2:3 მარლო-2 (სეტოგუჩი-1, მიურეი-1), 2:4 ლაროუზი-1 (ე. სტაალი-2), 2:5 პიტკანენი-1 (კოსტოპულოსი-1, მაკბეინი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა