ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა WBO-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა ნახევრადმჩატე წონით კატეგორიაში

გასულ უქმეებზე ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა WBO-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა ნახევრადმჩატე წონით კატეგორიაში.

32 წლის მექსიკელი ორლანდო სალიდო ტიტულს იცავდა 25 წლის ამერიკელ მიგელ ანხელ გარსიასთან შეხვედრაში.

პრეტენდენტი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და პირველივე რაუნდში ორჯერ გაგზავნა ჩემპიონი ნოკდაუნში. მესამე რაუნდში მარჯვენა აპერკოტის შემდეგ, სალიდო ისევ დაეცა რინგზე. მეოთხე რაუნდის დასაწყისში მეოთხე ნოკდაუნი ვიხილეთ.

მერვე რაუნდში მეტოქეები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, რის გამოც გარსიამ ცხვირი გაიტეხა. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, ექიმებმა რეფერის ბრძოლის შეწყვეტა მოსთხოვეს. რვა რაუნდის შედეგების მიხედვით, სამივე მსაჯმა გამარჯვება გარსიას მიანიჭა: 79:69, 79:69, 79:70.

როგორც ვებგვერდი Fightnews.com იუწყება, საშუალო წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა, 30 წლის ამერიკელმა კელი პავლიკმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მოკრივემ განაცხადა, რომ ვეღარ გრძნობს ძველებურ მოტივაციას და თან შორეულ პერსპექტივაში საკუთარი ჯანმრთელობაც აღელვებს.

პავლიკმა პროფესიულ რინგზე 42 ბრძოლა ჩაატარა და 40 მოიგო, მათ შორის 34 ნოკაუტით. მის პასივში მხოლოდ ორი დამარცხებაა: 2008 წელს წააგო ბერნარდ ჰოპკინსთან, 2010 წელს კი საშუალო წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა დათმო არგენტინელ სერხიო მარტინესთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა რუსმა მეტოქემ ვერ მოილაპარაკეს

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა