რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი
"დაკარის" პარალელურად, კლასიკურ რალიში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი - პირველ ეტაპს მონტე კარლომ უმასპინძლა.

წლევანდელ კალენდარში ეს რბოლა ერთ-ერთია იმ სიიდან, რომელიც მსოფლიო რალის ლეგენდამ, მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატის მონაწილემ, ფრანგმა სებასტიან ლოებმა შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ შარშან, მეცხრე ტიტულის მოგების შემდეგ, ლოებმა გამოაცხადა, რომ ნაწილობრივ დაასრულა რალისტის კარიერა და 2013 წელს, მხოლოდ ოთხ-ხუთ ეტაპზე აპირებს გამოსვლას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგი არ გეგმავს ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას და სხვებს უთმობს ასპარეზს. მონტე კარლოს ეტაპმა დაადასტურა, რომ რომელიმე სხვა პილოტი მხოლოდ ფრანგის წასვლის ხარჯზე თუ შეძლებს ჩემპიონობის მოპოვებას, რადგან ლეგენდარული სებასტიანი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია და გუშინ კარიერაში მეშვიდედ მოიგო მონტე კარლოს რალი. ის მთელი სამი დღის განმავლობაში ლიდერობდა დისტანციას და მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია.

ბოლო დღეს, პილოტებს ხუთი სპეცმონაკვეთი უნდა გაევლოთ, თუმცა ორი ცუდი ამინდის გამო გააუქმეს. მე-14 სპეცმონაკვეთი საბედისწერო აღმოჩნდა სამი პილოტისთვის, რომლებიც მაღალი ადგილებისთვის აცხადებდნენ პრეტენზიას. ევგენი ნოვიკოვი, იარი-მატი ლატვალა და იუჰო ჰიანინენი დისტანციას ჩამოშორდნენ, რის გამოც, უფრო ფრთხილმა პილოტებმა გაიუმჯობესეს საკუთარი პოზიციები.

პირველმა სამეულმა ასეთი სახე მიიღო: სებასტიან ლოები, სებასტიან ოჟიე, დანი სორდო. ექვსეულში შედიოდნენ მიკო ჰირვონენი, მადს ოსტბერგი და ამ სპეცმონაკვეთის გამარჯვებული ბრაიან ბუფიე.

მე-15 და მე-16 სპეცმონაკვეთებმა, რომლებიც სორდომ და ლოებმა მოიგეს, მშვიდ ბრძოლაში ჩაიარა. საუკეთესო ექვსეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, რადგან ოსტბერგს ბოლო სპეცმონაკვეთზე საბურავის შეცვლა დასჭირდა.

საბოლოოდ, მონტე კარლოს რალი "სიტროენის" ტრიუმფით აღინიშნა - ამ გუნდის ოთხი პილოტი შევიდა პირველ ხუთეულში. რაც შეეხება ლოებს, როგორც ჩანს, მან იჩქარა მსოფლიოს რალის დატოვება...

მონტე კარლოს რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 5:18.57,2; 2. სებასტიან ოჟიე (Volkswagen) - +1.39,9; 3. დანი სორდო (ესპანეთი, Citroen) - +3.49,0; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +5.26,3; 5. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, Citroen) - +8.13,1; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +12.03,7...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სებასტიან ლოების ფინალური აკორდი

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა