არგენტინის ნაკრებს ბრაზილიის 20-წლამდელთა გუნდი მიჰყვა

სენსაციურად დასრულდა არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა კოპა ამერიკის პირველი ჯგუფური ეტაპი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ჯგუფში მეოთხე ადგილი არგენტინამ დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.

მეორე ჯგუფში კი ბოლო ადგილზე ბრაზილიის ნაკრები გავიდა და ბოლო 3 კოპა ამერიკის გამარჯვებული სახლში გაემგზავრა. გარდა ამისა, “სელესაოს” ზაფხულში, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტიტულის დაცვის საშუალება არ მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ახალგაზრდული მუნდიალი სწორედ ბრაზილიამ მოიგო, წელს კი ეს ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩაივლის.

ბოლო ტურში ბრაზილიამ პერუსთან წააგო, არადა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრაზილიელებს შედეგიანი ფრეც ჰყოფნიდათ. იორდი რეინას და ედისონ ფლორესის გოლების წყალობით, გამარჯვება პერუმ მოიპოვა და ყველასთვის მოულოდნელად, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე ურუგვაი გავიდა, რომელმაც ვენესუელას ვერ მოუგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულაც ეყო. მორიგი გოლები გაიტანეს დიეგო როლანმა და ნიკოლას ლოპესმა - “”რომას” ფეხბურთელისთვის ეს უკვე მეოთხე გოლი იყო და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

ფინალურ ჯგუფურ ეტაპზე 6 გუნდი გავიდა: ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი და ეკვადორი. ეს ექვსეული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: ჩილე-პარაგვაი, პერუ-ურუგვაი და კოლუმბია-ეკვადორი. პირველი ორი წყვილი I ჯგუფურ ეტაპზე ერთად იყო და მათი მატჩებიც უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. ჩილემ პირველ ტურში პარაგვაის 3:2 მოუგო და გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წამებზე გაიტანა, პერუ-ურუგვაის შეხვედრა კი 3:3 დასრულდა და ეს მატჩი, პირველ რიგში, ყველას პერუელთა მეკარის, ანხელო კამპოსის საოცარი “სეივის” გამო დაამახსოვრდა.

I ჯგუფური ეტაპი. V ტური.

ურუგვაი-ვენესუელა 2:2

გოლები: 0:1 ხ. მარტინესი (21), 1:1 როლანი (27-პენ), 1:2 ანიორი (48), 2:2 ნ. ლოპესი (60).

ბრაზილია-პერუ 0:2

გოლები: 0:1 რეინა (24), 0:2 ფლორესი (90).

თ მ ფ წ ბ ქ

1. პერუ 4 2 1 1 7-5 7

2. ურუგვაი 4 1 3 0 10-9 6

3. ეკვადორი 4 1 2 1 5-5 5

4. ვენესუელა 4 1 1 2 3-4 4

5. ბრაზილია 4 1 1 2 4-6 4

ბომბარდირები: 4 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 3 – მ. ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა კოპა ამერიკა: სასწაული არ მოხდა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა