ტალინში დამთავრდა პაულ კერესის საჭადრაკო მემორიალი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც სცდიდა ძალებს
ტალინში დამთავრდა პაულ კერესის საჭადრაკო მემორიალი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც სცდიდა ძალებს.

წრიული სისტემით A ტურნირში შესანიშნავად ითამაშა დიდოსტატმა მაკა ფურცელაძემ. ბოლო ტურში იგი მასპინძელ მარკ ლაპიდუსს დაუზავდა, ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულა მოაგროვა და სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

საგულისხმოა, რომ მან რეიტინგი (2313) ერთბაშად 23 პუნქტით გაიმდიდრა.

A ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ტომას ლაურუსასი (ლიტვა) - პაველ დრუგოვი (რუსეთი) 0:1, ოტომარ ლადვა (ესტონეთი) - დინა ბელენკაია (რუსეთი) 1:0, მიქაილ აგაპოვი (ფინეთი) - ანდრეი შიშკოვი (ესტონეთი) 1:0, იგორ შვირჟოვი (ესტონეთი) - ალექს ანჟუხინი (რუსეთი) 1:0.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: ფურცელაძე - 6,5, ლადვა - 6, დრუგოვი - 5,5, შვირჟოვი - 5, შიშკოვი - 4,5, ანჟუხინი, ბელენკაია, აგაპოვი - 4-4, ლაპიდუსი - 3,5, ლაურუსასი - 2 ქულა.

B ტურნირში კარგა ხანს მეწინავეობდა თბილისელი ფიდეს ოსტატი ვარლამ ვეფხვიშვილი, მაგრამ მე-7 ტურში მასპინძელ სანდერ კუკთან მოულოდნელმა მარცხმა (მიტელშპილში მოსაგები პოზიცია ჰქონდა) ლიდერობა დააკარგვინა.

ბოლო ტურში ჩვენებურმა შავი ფიგურებით ლიტველ კესტუტის კაუნასს სძლია და 6,5 ქულას მოუყარა თავი. ამდენივე ქულა მოაგროვეს სანდერ კუკმა (თანამემამულე მონიკა ციგანოვას დაუზავდა) და ესტონელმა ილია სიროშმა (ბოლო ტურში კირილ ჩუკავინი არ გამოუცხადდა და გათამაშების ცხრილში მუქთი ქულა ჩაიწერა), მაგრამ ვეფხვიშვილმა კონკურენტებს უკეთესი კოეფიციენტით აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა.

მესამე-მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად, კუკი და სიროში გავიდნენ. მთავარი პრიზი 7 ქულით რუსმა იური მალინინმა მოიპოვა - მეცხრე ტურში მან გეორგ აბოზენკოს (ესტონეთი) აჯობა.

ჰენრიკ ჰაავამაიე (ესტონეთი) და ვალენტინა ფედოსეევა (რუსეთი) დაზავდნენ. 5,5 ქულით მე-5 ადგილი კაუნასს ერგო. მომდევნო ხუთი ადგილი კი ასე განაწილდა: აბოზენკო - 4, ჰაავამაიე - 3, ფედოსეევა, ციგანოვა - 2,5-2,5, ჩუკავინი - 1 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"+

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა