თბილისელმა ჩოგბურთელმა ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში ზედიზედ მეორედ იასპარეზა
თბილისელმა ჩოგბურთელმა სოფიო ქვაცაბაიამ ზედიზედ მეორედ იასპარეზა ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი).

ერთი კვირის წინ მან ფინალში უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან ერთად გააღწია წყვილებში, იქ კი რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) და ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან დამარცხდა.

ქვაცაბაიამ ამჯერად ერთეულთა თანრიგში იყოჩაღა: მეხუთე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა სტარტზე დუნია სანკიჩს (სერბეთი, 6:1, 6:1) სძლია, შემდეგ მი იოო (კორეა, 6:0, 6:4) და ელინ ბოეიკენსი (ბელგია, 7:5, 7:6) ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი - რუმინელი ალექსანდრა დულგნერუ დაამარცხა - 6:4, 6:2 და გადამწყვეტ შეხვედრაში რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდება (ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ისალინ ბონავენტურეს (ბელგია, 6:3, 6:2) აჯობა).

ისინი შარშანწინ თბილისის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველ სეტს ქართველი ჩოგბურთელი 4:0-ს რომ იგებდა, ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იანი მაშინ ფინალში უკრაინელ ლესია ცურენკოსთან დამარცხდა; სამაგიეროდ, ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად წყვილთა პაექრობაში აჯობა ყველას...

საფრანგეთის 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება მარგალიტა ჩახნაშვილი, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში შვეიცარიელ კონი პერინთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:6, 0:6.

შვეიცარიელი, თავის მხრივ, ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დანებდა - 3:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა