ჩემპიონთა ლიგა. III ტური: გარეთ ბეილს სასწაულამდე წამები დააკლდა

უცნაური მატჩი ვიხილეთ "სან სიროზე" - რაფაელ ბენიტესის გუნდმა სულის მოთქმა არ აცალა "ტოტენჰემს" ისე გაუტანა 4 გოლი. ჯერ თავი სამუელ ეტოოს პასით გუნდის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ დალაშქრა სტუმართა კარი. შემდეგ სტუმართა გოლკიპერმა გომესმა საჯარიმოში 22 წლის ინტერელი ჯონათან ბიაბიანი წააქცია, რისთვისაც პენალტი და წითელი ბარათი "დაიმსახურა". ეტოომ სათადარიგო გოლკიპერ კარლო კუდიჩინის გაუტანა. მალევე სტანკოვიჩმა 3:0 გახადა ანგარიში, ხოლო ეტოომ დუბლი შეასრულა. 35 წუთში "სან სიროზე" 4:0 იყო.

დაიწყო მეორე ტაიმი და სულ სხვა სცენარი ვიხილეთ, "ინტერი" დადგა, ხოლო "ტოტენჰემის" შემადგენლობაში იყო ერთი ფეხბურთელი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა სამარცხვინო წაგებას - გარეთ ბეილი. მარცხენა ფლანგელმა მეორე ტაიმში ჰეთ თრიკი შეასრულა "ინტერის" კარში (განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი იყო) და დრო რომ ჰყოფნოდა, ვინ იცის, იქნებ სენსაციური შემობრუნების მომსწრენიც გავმხდარიყავით.

წუხანდელი მატჩების შემდეგ 9-ქულიანთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - "ლიონმა" შინ 2:0 სძლია 10 კაცის ამარა დარჩენილ "ბენფიკას" და სამი თამაშიდან ამდენივე მოგება დააგროვა. საფრანგეთის პირველობაში კატასტროფულად მოთამაშე გუნდი, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს. სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ რაულ გონსალესის დუბლს "შალკეს" შემადგენლობაში. გერმანულმა გუნდმა უპრობლემოდ დაამარცხა "ჰაპოელი" - 3:1. სხვათა შორის, "შალკეც" "ლიონის" კატეგორიისა - შინაურ ჩემპიონატში ვერც მაგათის გუნდი ყოჩაღობს. გეტყვით, რომ "რუბინის" მწვრთნელმა "პანათინაიკოსთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა ქართველი მცველები ლაშა სალუქვაძე და დავით კვირკველია. დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმაც.

A ჯგუფი

ტვენტე-ვერდერი 1:1 [ვიდეო]

ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვისგერჰოფი (24. ბენგტსონი), ტიენდალი - ბრამა, ლანდზაატი (86. დე იონგი), იანსენი - რუისი, იანკო, ჩადლი.

ვერდერი (4-2-3-1): ვიზე (37. მიელიცი) - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ვესლი, ფრინგსი - ჰანტი, პისარო, ბარგფრედე (77. მარინი) - ალმეიდა (59. არნაუტოვიჩი).

გოლები: 1:0 იანსენი (75), 1:1 არნაუტოვიჩი (80)

მაყურებელი: 24 000

არბიტრი: კ. ბო ლარსენი (დანია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ტვენტე

პირველი კუთხური: ტვენტე

პირველი ჯარიმა: ვერდერი

პირველი გაფრთხილება: ვერდერი

12 (6) დარტყმა 8 (5)

19 ჯარიმა 10

5 კუთხური 5

2 გაფრთხილება 1

54% ბურთის ფლობა 46%

ინტერი-ტოტენჰემი 4:3 [ვიდეო]

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ (61. პანდევი) - ხ. ძანეტი, სტანკოვიჩი (50. სანტონი) - კოუტინიო, სნეიდერი, ბიაბიანი (75. კორდობა) - ეტოო.

ტოტენჰემი (4-4-1-1): გომესი - ჰატონი, გალასი, ბასონგი, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჯენასი, ჰადლსტოუნი (80. პალასიოსი), ბეილი - მოდრიჩი (11. კუდიჩინი) - კრაუჩი (67. კინი).

გოლები: 1:0 ძანეტი (2), 2:0 ეტოო (11-პენ), 3:0 სტანკოვიჩი (14), 4:0 ეტოო (35), 4:1 ბეილი (52), 4:2 ბეილი (90), 4:3 ბეილი (91)

გაძევება: გომესი (8)

მაყურებელი: 80 000

არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ტოტენჰემი

პირველი კუთხური: ტოტენჰემი

პირველი ჯარიმა: ინტერი

პირველი გაფრთხილება: ინტერი

22 (12) დარტყმა 7 (3)

9 ჯარიმა 8

3 კუთხური 2

1 გაფრთხილება 1

59% ბურთის ფლობა 41%

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 3 2 1 0 10-5 7

2. ტოტენჰემი 3 1 1 1 9-7 4

3. ტვენტე 3 0 2 1 4-7 2

4. ვერდერი 3 0 2 1 3-7 2

B ჯგუფი

შალკე-ჰაპოელი 3:1 [ვიდეო]

შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი (75. ჯონსი)- ფარფანი (67. იუნმინი), მორიტცი (53. რაკიტიჩი) - ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.

ჰაპოელი (4-5-1): ენიემა - კენდე, ბადეერი, დუგლასი, შიში - აბუტბული (58. ტოამა), იადინი (73. ფრანსმენი), ზაჰავი, ვერმუთი - შეხტერი, ტამუზი (58. საჰარი).

გოლები: 1:0 რაული (3), 2:0 რაული (58), 3:0 ხურადო (68), 3:1 შეხტერი (93)

მაყურებელი: 50 900

არბიტრი: უ. კოლუმი (შოტლანდია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ჰაპოელი

პირველი კუთხური: ჰაპოელი

პირველი ჯარიმა: ჰაპოელი

პირველი გაფრთხილება: ჰაპოელი

20 (10) დარტყმა 6 (2)

18 ჯარიმა 12

7 კუთხური 2

1 გაფრთხილება 1

49% ბურთის ფლობა 51%

ლიონი-ბენფიკა 2:0

ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეიერი, კრისი, დიახატე, სისოხო - პიანიჩი, გონალონი, გურკუფი (71. კალსტრიომი) - ბრიანი, ლოპესი (82. გომისი), ბაშტოში (64. პიე).

ბენფიკა (4-4-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, ფ. კოენტრაო - ხავი გარსია, აიმარი (71. ხარა), კარლოს მარტინში (77. სალვიო), გაიტანი - სავიოლა (57. პეიშოტო), კარდეცი.

გოლები: 1:0 ბრიანი (21), 2:0 ლოპესი (51)

გაძევება: გაიტანი (43)

მაყურებელი: 38 000

არბიტრი: უ. მალენკო (ესპანეთი)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ბენფიკა

პირველი კუთხური: ბენფიკა

პირველი ჯარიმა: ბენფიკა

პირველი გაფრთხილება: ბენფიკა

18 (7) დარტყმა 7 (0)

14 ჯარიმა 15

3 კუთხური 8

1 გაფრთხილება 4

60% ბურთის ფლობა 40%

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიონი 3 3 0 0 6-1 9

2. შალკე 3 2 0 1 5-2 6

3. ბენფიკა 3 1 0 2 2-4 3

4. ჰაპოელი 3 0 0 3 2-8 0

C ჯგუფი

მანჩესტერი-ბურსა 1:0 [ვიდეო]

მანჩესტერი (4-2-3-1): კუშჩაკი - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ფლეტჩერი, კერიკი, ანდერსონი (78. ერნანდესი) - ნანი, მაკედა, პარკი (71. ობერტანი).

ბურსა (4-4-2): ივანკოვი - თანტოგანი (71. კეჩელი), იომერი, სტეპანოვი (46. იბრაჰიმი), ვედერსონი - შენი, ერგიჩი, სვენსონი, იპეკი - ინსუა, ილდირიმი (46. თურგაი).

გოლები: 1:0 ნანი (7)

მაყურებელი: 74 000

არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: მანჩესტერი

პირველი კუთხური: ბურსა

პირველი ჯარიმა: მანჩესტერი

პირველი გაფრთხილება: ბურსა

12 (5) დარტყმა 3 (1)

11 ჯარიმა 11

6 კუთხური 1

1 გაფრთხილება 2

60% ბურთის ფლობა 40%

რეინჯერსი-ვალენსია 1:1

რეინჯერსი (4-4-2): მაკგრეგორი - უეირი, ვიტაკერი, პაპაცი, ბუგერა - ფოსტერი, ნეისმიტი, ედუ, ვეისი (88. ლაფერტი), დევისი - მილერი.

ვალენსია (4-2-3-1): სეზარი - მიგელი, რ. კოშტა, დავიდ ნავარო, მატიო - თოფალი, კოსტა (76. ფერნანდეში) - პ. ერნანდესი, მატა (85. ვისენტე), დომინგესი (46. სოლდადო) - ადურისი.

გოლები: 1:0 ედუ (34), 1:1 ედუ (46 ს.კ.)

მაყურებელი: 40 000

არბიტრი: ნ. რიცოლი (იტალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რეინჯერსი

პირველი კუთხური: რეინჯერსი

პირველი ჯარიმა: ვალენსია

პირველი გაფრთხილება: რეინჯერსი

19 (6) დარტყმა 21 (7)

5 ჯარიმა 13

5 კუთხური 12

3 გაფრთხილება 2

38% ბურთის ფლობა 62%

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტერი 3 2 1 0 2-0 7

2. რეინჯერსი 3 1 2 0 2-1 5

3. ვალენსია 3 1 1 1 5-2 4

4. ბურსა 3 0 0 3 0-6 0

D ჯგუფი

ბარსელონა-კოპენჰაგენი 2:0 [ვიდეო]

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - მასკერანო, ბუსკეტსი, მაქსველი (73. პედრო) - მესი, ვილია (73. ჩავი), ინიესტა (89. კეიტა).

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ზანკა, ანტონსონი, ვენდტი (89. ლარსონი) - კლაუდემირი, ვინგაარდი (62. ბოლანიოსი), გრონკიაერი, კვისტი - ნდოიე, სანტინი (74. ზოჰორე).

გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 მესი (92)

მაყურებელი: 98 772

არბიტრი: ს. ლანუა (საფრანგეთი)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: კოპენჰაგენი

პირველი კუთხური: ბარსელონა

პირველი ჯარიმა: კოპენჰაგენი

პირველი გაფრთხილება: რუბინი

16 (7) დარტყმა 7 (3)

8 ჯარიმა 16

7 კუთხური 3

1 გაფრთხილება 2

64% ბურთის ფლობა 36%

პანათინაიკოსი-რუბინი 0:0

პანათინაიკოსი (4-4-1-1): ცორვასი - სარიეგი, ბუმსონგი, სპიროპულოსი, ვინტრა - მარინოსი (78. მავრიასი), სიმაო, კაცურანისი (61. პლესისი), ლ. გარსია - კარაგუნისი (61. ხრისტოდულოპულოსი) - სისე.

რუბინი (4-4-1-1): რიჟიკოვი - კალეშინი, ნავასი, ბოკეტი, ანსალდი- კასაევი (86. ბისტროვი), ნობოა, , რიაზანცევი, ნაჩო - კარადენიზი (65. მარტინსი) - კორნილენკო (96. სიბაია).

მაყურებელი: 56 000

არბიტრი: მ. გრეფე (გერმანია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რუბინი

პირველი კუთხური: რუბინი

პირველი ჯარიმა: რუბინი

პირველი გაფრთხილება: რუბინი

9 (2) დარტყმა 14 (3)

10 ჯარიმა 18

5 კუთხური 8

1 გაფრთხილება 2

49% ბურთის ფლობა 51%

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 3 2 1 0 8-2 7

2. კოპენჰაგენი 3 2 0 1 3-2 6

3. რუბინი 3 0 2 1 1-2 2

4. პანათინაიკოსი 3 0 1 2 1-7 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Diego
მარადონა რომ შეჭამეს ძანეტი რატომ არ წაიყვანა მსოფლიოზეო... ვერ ნახეთ კაცი ვეღარ დარბის
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა