სამთო მოთხილამურეები აგრძელებენ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება
სამთო მოთხილამურეები აგრძელებენ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება.

გასულ უქმეებზე მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპები შვეიცარიის ვენგენსა და იტალიის კორტინა დ'ამპეცოში გაიმართა.

ვენგენში კაცებმა სლალომში გაარკვიეს გამარჯვებული. წელს ამ დისციპლინაში დომინირებს მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი მარსელ ჰირშერი. ამ ეტაპამდე მას ზედიზედ სამი სლალომი ჰქონდა მოგებული და აქაც, პირველი ცდის შემდეგ, 5 მეასედ წამს უგებდა გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს, თუმცა ავსტრიელს მეორე ცდა არ გამოუვიდა და 0,25 წამი წააგო ნოიროიტერთან, რაც ეტაპის წაგებად დაუჯდა.

თუმცა ჰირშერმა გაზარდა მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალთან უპირატესობა, რომელიც ახლა 188 ქულას შეადგენს. თან მარსელმა შეინარჩუნა ლიდერობა სლალომის ჩათვლაში.

ჰირშერის შედეგი მართლაც ბრწყინვალეა - ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის სლალომის ზედიზედ 18 ეტაპზე მოხვდა პოდიუმზე.

მესამე იყო ლეგენდარული ხორვატი ივიცა კოსტელიჩი, რომელიც წინა სამი წელი არავის უთმობდა პირველობას ვენგენში. შვეიცარიის ამ კურორტზე მან მე-12 პოდიუმი მოიპოვა და ამით გაუსწრო სამთო თხილამურების ლეგენდებს - ინგემარ სტენმარკს, მარკ ჟირარდელისა და დიდიე კუშს.

რაც შეეხება ნოიროიტერს, მან ამ სეზონში მეორე ეტაპი მოიგო მსოფლიოს თასზე, კარიერაში კი ეს მისი მეოთხე ტრიუმფი გახლავთ. ფელიქსისთვის ვენგენში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ 1973 და 1974 წლებში მამამისს - კრისტიან ნოიროიტერს მოუგია სლალომი.

სლალომი

1. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:50.53 (57.80+52.73); 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:50.74 (57.75+52.99); 3. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 1:50.78 (58.00+52.78); 4. მანფრედ მოელგი (იტალია) - 1:50.99 (58.39+52.60); 5. სტეფანო გროსი (იტა) - 1:51.15 (58.14+53.01); 6. ფრიტც დოპფერი (გერ) - 1:51.19 (58.29+52.90)...

საერთო ჩათვლა

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 935 ქულა; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 747; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 696; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 646; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 477; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 477...

ასევე გერმანული ტრიუმფი ვიხილეთ კორტინა დ'ამპეცოში, სადაც ორდღიან ეტაპზე ჩქაროსნულ დისციპლინებში გაიმართა სტარტები.

სწრაფდაშვება ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა ლინდსი ვონმა მოიგო და მეორე დღეს სუპერგიგანტშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან ამერიკელს ამ იტალიურ კურორტზე ბოლო სამი სუპერგიგანტი ჰქონდა მოგებული.

მონაწილეებს რთულ პირობებში მოუწიათ გამოსვლა და ორგანიზატორებმა რვა კარით შეამცირეს დისტანცია. შემოკლებული ტრასა ვონმა არადამაჯერებლად გაიარა და მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა, რაც მას სუპერგიგანტში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა - აქ მან პირველობა სეზონის ლიდერ ტინა მაზეს გადაულოცა. მაზემ მესამე ადგილი დაიკავა ეტაპზე და განიმტკიცა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში. ახლა ის 718 (!) ქულას უგებს მეორე ადგილზე მყოფ გერმანელს მარია რიშს.

ეტაპი კი მოულოდნელად გიგანტურ სლალომში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიგო. მსოფლიოს თასზე მას ათი გამარჯვება დაუგროვდა. აქედან რვა ტრიუმფი გიგანტურ სლალომზე მოდის და მხოლოდ ორი - სუპერგიგანტზე.

სუპერგიგანტი

1. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 1:16.45; 2. ნიკოლ შმიდჰოფერი (ავსტრია) - 1:16.78; 3. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:16.79; 4. კაროლინა რუის კასტილიო (ესპანეთი) - 1:16.98; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:17.14; 6. ლინ სმიტი (აშშ) - 1:17.25...

საერთო ჩათვლა

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1474; 2. მარია რიში (გერმანია) - 756; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 644; 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 640; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 597; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 585...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბულგარელმა სამთო მოთხილამურემ სისწრაფის ახალი რეკორდი დაამყარა

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა