ბელგიის ველომრბოლელთა კავშირმა ველოგუნდ "რაბობანკის" ყოფილი ექიმის, გერტ ლენიდერსის საქმის გამოძიება დაიწყო
როგორც ჩანს, ველოსპორტში მორიგი დოპინგ-სკანდალი მწიფდება. ბელგიის ველომრბოლელთა კავშირმა ველოგუნდ "რაბობანკის" ყოფილი ექიმის, გერტ ლენიდერსის საქმის გამოძიება დაიწყო.

ჰოლანდიური საჯინიბოს ყოფილი ექიმის წინააღმდეგ გამოვიდა "რაბობანკის" ექსწევრი დანი ნელისენი (1996-97), რომელმაც განაცხადა, რომ გუნდში დოპინგის გავრცელებას ლეინდერსი აკონტროლებდა. ამ განცხადებიდან ერთი დღით ადრე დოპინგის გამოყენება აღიარა "რაბობანკის" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა ტომას დეკერმა.

"მე ერთ ცენტსაც არ ვხარჯავდი ერითროპოეტინის შესაძენად. ყველაფერი ლეინდერსის მიერ იყო ორგანიზებული", - ამბობს ნელისენი.

ლეინდერსის გვარი, "რაბობანკის" დოპინგ-პროგრამასთან დაკავშირებით, პირველად 2012 წლის შემოდგომაზე ამოტივტივდა, როცა ლენს არმსტრონგის საქმეში მოწმედ გასულმა ცნობილმა ამერიკელმა ლევი ლაიპჰაიმერმა აღიარა, რომ 2002-04 წლებში დოპინგს იყენებდა ჰოლანდიურ გუნდში. ნოემბერში ჰოლანდიურმა გამოცემა AD-მა დაწერა, რომ ლაიპჰაიმერის ჩვენებაში ლეინდერსის გვარი ფიგურირებს.

ამის შემდეგ ნელისენის ჩვენება პირველი პირდაპირი ბრალდება გახდა ბელგიელი ექიმის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე უარყოფს ბრალდებას.

ამ პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ "რაბობანკმა" დაკარგა სატიტულო სპონსორი და 2013 წლის სეზონს ახალი სახელით იწყებს - Blanco Procycling Team.

ლეინდერსი "რაბობანკის" დატოვების შემდეგ ბრიტანულ გუნდ Sky-ში მუშაობდა, მაგრამ იქიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ამ ექიმის გვარი ამოიკითხეს ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს გახმაურებულ ანგარიშში, რომელმაც ლენს არმსტრონგი ამხილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლენს არმსტრონგმა ველოსპორტი დააღალატა

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა