"ოლიმპიაკოსი"-"მონტეპასკის" მატჩში გიორგის ეფექტური ჩატენვა ტოპ-16-ის მეოთხე ტურის საუკეთესო ათ ეპიზოდს შორის მოხვდა
საერთაშორისო ასპარეზზე ქართველთა დაპირისპირება ყოველდღიური ამბავი არ არის. ამიტომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორი შთაბეჭდილებებით იხსენებს "ოლიმპიაკოსი"-"მონტეპასკის" საევროლიგო მატჩს გიორგი შერმადინი.

აქვე გეტყვით, რომ გიორგის ეფექტური ჩატენვა ტოპ-16-ის მეოთხე ტურის საუკეთესო ათ ეპიზოდს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. პირველი პოზიცია კი "მონტეპასკის" გამთამაშებელ ბობი ბრაუნს ერგო, რომელმაც მატჩის ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი დრიბლინგი ორქულიანით დააგვირგვინა (74:72).

- სასიამოვნოა საკუთარი მომენტის ტოპ-ათეულში ხილვა, თუმცა მეგონა, უფრო დაფარებას გამოარჩევდნენ (ბენჟამინ ეზეს დაუფარა - ავტ), - აღნიშნა შერმადინმა.

- ზოგადად, მატჩის შესახებ რისი თქმა შეიძლება?

- დასანანი მარცხი განვიცადეთ. მაშინ, როცა ყველას გვეგონა, გავიმარჯვებდით, სიტუაცია ჩვენს საწინააღმდეგოდ შეტრიალდა...

არადა, ორი ქულა ჩვენ უფრო გვჭირდებოდა. "მონტეპასკის" მანამდე სამივე მატჩი მოგებული ჰქონდა და პირეოსში მოპოვებული გამარჯვებით მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ჩვენ კი ტოპ-16-ში ერთი მოგება გვაქვს და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ კვარტეტში მოხვედრა იოლი არ იქნება. თუმცა ამის შესრულება ნამდვილად შეგვიძლია.

- ქართველთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო სანახავია, მით უმეტეს, ევროლიგაზე: როცა ვიქტორი იყო მოედანზე, "მონტეპასკის" ვქომაგობდი, როცა შენ - "ოლიმპიაკოსს".

- როცა ორივე ერთად ვთამაშობდით?

- ფრეს. მინდოდა, მატჩი ოვერტაიმში გადასულიყო, შენ და სანიკიძეს მეტი სათამაშო დრო გრგებოდათ.

- დამატებით დროსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ უფრო რეალური გამარჯვება იყო - ბოლო წამებზე ბურთი რომ არ დაგვეკარგა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროლიგაზე ქართულ დუელში ვიქტორ სანიკიძემ გიორგი შერმადინს აჯობა [VIDEO]

გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსის" წინადადებაზე არც დავფიქრებულვარ

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა