საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ფედერაციის თასზე პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება

სოფიო შაფათავა

დაიბადა 1989 წლის 12 იანვარს თბილისში. ჩოგბურთს თამაშობს 1999 წლიდან. ვარჯიში დაიწყო ადა პოღოსოვასთან "განთიადის" კორტებზე. შემდეგ ალექსანდრე ყარანგოზიშვილთან და ვიქტორ ბაკშისთან მეცადინეობდა. ბოლო 11 წელიწადია, მარინე მალაციძესთან და მაია სხიერელთან იმაღლებს ოსტატობას.

შედეგები. საქართველოს ორ-ორგზის ჩემპიონი ერთეულებსა და წყვილებში, 14-წლიანებში ევროპის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორი, 2008 წლის მოსკოვის 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული წყვილებში (ქსენია პალკინასთან ერთად) და ერთეულთა თანრიგის ფინალისტი. სულ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთეულთა თანრიგის ფინალში 11-ჯერ ითამაშა, 13-ჯერ წყვილებში გაიმარჯვა. რეიტინგში ამჟამად 285-ეა, საუკეთესო შედეგი კი 230-ე ადგილია.

უყვარს კალათბურთი და ფეხბურთი. გულშემატკივრობს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს და მადრიდის "რეალს".

გატაცებულია კლასიკური მუსიკით, დამთავრებული აქვს მუსიკალური ათწლედი.

ჰობი. წიგნების კითხვა. საყვარელი მწერლები - შექსპირი და რემარკი.

კერპი. როჯერ ფედერერი, კიმ კლაისტერსი.

მიზანი. მსოფლიოს რეიტინგის 50 საუკეთესოში მოხვედრა.

სოფიო შაფათავას, რომელიც ეილათში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასზე საქართველოს ნაკრებში პირველ ნომრად იქნება, "ოლიმპიკის" კორტებზე მორიგი ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრეთ.

- შარშანდელი სეზონისთვის ცუდი მოსამზადებელი პერიოდი მქონდა - ელემენტარული პირობებიც არ იყო, ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირა ვივარჯიშე. ამიტომაც ამერიკაში 25.000-იანი ტურნირების სერიაში სუსტად ვიასპარეზე: 9 შეჯიბრის ყველა ერთეულთა თანრიგს სტარტზევე გამოვეთიშე; მხოლოდ ეკატერინე გორგოძესთან ერთად წყვილებში ერთი 25-ათასიანი ტურნირი მოვიგე კალიფორნიაში.

სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა სახელოვანი ჩოგბურთელის - ალექსანდრე მეტრეველის სახელობის ჩოგბურთის აღორძინების ფონდი, რომელიც დღემდე მაფინანსებს. ამ ფონდის დამსახურებაა, რომ ჩოგბურთს შემოვრჩი.

- რატომ, თავის დანებებას აპირებდი?

- როგორც გითხარით, სეზონი ცუდად დავიწყე, თანაც, შეჯიბრებებზე საკუთარი სახსრებით მივდიოდი, სავარჯიშო თანხა აღარ მრჩებოდა. მოუმზადებლად თამაშს კი აზრი არ ჰქონდა, რაც ამერიკის ტურნემაც დაადასტურა.

აპრილიდან მეტრეველის ფონდი წამომეშველა: სრულად მიფინანსებენ სამწვრთნელო პროცესს და შეჯიბრებებზე გასამგზავრებლადაც მეხმარებიან.

- ამერიკის ტურნირების შემდეგ რა შეიცვალა?

- ბოლო ორ შეჯიბრებაზე ჩემმა მწვრთნელმა მარინე მალაციძემ ჩამომისწრო. რადგანაც ორჯერვე პირველივე შეხვედრები წავაგე, ის 14 დღე აქტიური წვრთნისთვის გამოვიყენეთ. ამიტომაც კაიროში ფედერაციის თასზე კარგად ვითამაშე.

საერთოდაც, გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა: ჯგუფში დავამარცხეთ ლატვია (2:1), თურქეთი (3:0), ნორვეგია (3:0), ხოლო პლეი ოფში ჩერნოგორია ჩამოვიშორეთ გზიდან (3:0) და ევროაფრიკული მეორე ზონიდან პირველში გადავინაცვლეთ. პირადად ოთხი შეხვედრა გავმართე და ყველა პაექრობაში გავიმარჯვე.

არც საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირების სერიაში მიასპარეზია ცუდად - ორი შეჯიბრების მეოთხედფინალში გავაღწიე. განსაკუთრებით, ასტანის 100.000-იანი ტურნირი დამამახსოვრდა, სადაც ზედიზედ შვიდი ორთაბრძოლა მოვიგე: სამი - საკვალიფიკაციოში და ოთხი - ძირითად ბადეში. ნახევარფინალი რუს მარტა სიროტკინასთან წავაგე.

თელავში 50.000-იანი ტურნირის მეოთხედფინალი დავთმე სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან. მანამდე მასთან ერთი მოგება მქონდა. ალბათ, აქაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა, მაგრამ წინა დღეს სამსეტიანი მატჩი შვეიცარიელ კონი პერინთან თითქმის 4 საათს გაგრძელდა და გვიან დამთავრდა. მეორე დღისთვის ძალების აღდგენა ვერ მოვასწარი.

- შარშან ოქტომბრის ინდოეთის ტურნირის შემდეგ არსად გითამაშია...

- დიახ, სერიოზული ტრავმა მქონდა. თვენახევარი ვიმკურნალე ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში არც მივარჯიშია. 20 დეკემბერს განვაახლე წვრთნა "ოლიმპიკის" დახურულ კორტებზე მალაციძისა და სხიერელის ხელმძღვანელობით. თავიდან ოქსანა კალაშნიკოვასთან, შოთა მეფარიძესა და გიორგი ჯავახიშვილთან ერთად ვმეცადინეობდი.

ახლა, რადგანაც ფედერაციის თასზე სათამაშოდ ვემზადებით, კორტი მთლიანად ქალთა ნაკრებს დაეთმო. ნაყოფიერად ვვარჯიშობ, თუმცა ჩვეული სპორტული ფორმიდან ჯერ ისევ შორს ვარ.

- როგორც ვიცი, ეილათში ფედერაციის თასამდე 75.000-ათასიანი ტურნირი გაიმართება.

- დიახ. მე და ჩახნაშვილი უნდა წავსულიყავით, მაგრამ მაკა საფრანგეთის ტურნირისას მოიწამლა და თავს სუსტად გრძნობს. შესაძლოა, ფედერაციის თასამდე ისრაელში წამოსვლაზე თავი შეიკავოს. მე კი ეილათის ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩავებმები, რადგან ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. როგორც ვთქვი, სამი თვეა, არ მიასპარეზია და სათამაშო პრაქტიკა მაკლია. ამიტომ, რაც მეტ წრეს გავივლი, მით უკეთესი, ფორმის აღდგენაში დამეხმარება.

- ფედერაციის თასის გათამაშებაზე რას იტყვი?

- ჩვენი ნაკრების მთავარი მიზანი ამჯერად პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ანა ტატიშვილი რომ იყოს გუნდში, მიზნის მიღწევა უფრო გაგვიადვილდებოდა.

წილისყრამ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა. ჯგუფიდან პლეი ოფში გასასვლელად ჩვენთან ერთად იბრძოლებენ ბელორუსი, ხორვატია და ავსტრია.

სლავებს, ცხადია, აზარენკა არ ეყოლებათ, მაგრამ პირველ ნომრად ოლგა გოვორცოვა ითამაშებს, რომელიც ამჟამად რეიტინგში 58-ეა.

ხორვატებს პეტრა მარტიჩი უწინამძღოლებს. ის კლასიფიკაციაში 62-ეა. ავსტრიის ნაკრების პირველი ნომერია ივონ მეისბურგერი. ის კი 135-ეა.

ამ გვარების ჩამოთვლითაც კარგად ჩანს, ეილათში ვისთან გვექნება საქმე. ყოველივეს მიუხედავად, ცხადია, ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ - მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.

ეილათის საჯილდაო ქვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები