მოლდოვურ კლუბში სინჯებზე მყოფი ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კონტრაქტს მალე გააფორმებენ
ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა. ალბათ, მალე გუნდში კიდევ ორი ჩვენებური ჩაირიცხება.

მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ მოლდოვის ყველაზე ტრადიციულ კლუბში გასასინჯად 20 წლის ქართველები მიიწვიეს - ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილი ვიცე-კაპიტანი ბაქარ მირცხულავა და თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი კოტე გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან გუნდში თორნიკე სტეფნიაშვილი ჩაირიცხა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

"ზიმბრუ" უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი საყრდენი ნახევარმცველით, იმედა ფუტკარაძითაც დაინტერესდა. 22 წლის ნახევარმცველი ბოლოს კიევის ოლქის პირველობაზე "ვოლოდარკაში" თამაშობდა, 2012 წლის ზაფხულში კი ასევე მოლდოვის "ოლიმპიასა" და "ისკრა-სტალში" ისინჯებოდა, მაგრამ ვერც ერთში ვერ დარჩა.

მოლდოვაში გაბაშვილი, მირცხულავა და სტეფნიაშვილი მენეჯერმა დავით გოგოლაძემ წაიყვანა. სიახლეებიც სწორედ მას გამოვკითხეთ.

"ფუტკარაძეზე ვერაფერს გეტყვით. რაც ვიცი, მხოლოდ იმ ამბებზე გეტყვით. ჩასვლის შემდეგ გაბაშვილი და მირცხულავა "ზიმბრუში" ძირითად გუნდში ვარჯიშობენ. პირველივე დღეს ორმხრივ შეხვედრაში ათამაშეს. მართალია, 2:3 წააგეს, მაგრამ გაბაშვილმა პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მირცხულავამ - კიშინიოველთა მთავარ მწვრთნელს, სერგეი დუბროვინს ორივე ახალწვეული ძალიან მოეწონა.

რამდენიმე დღეში "ზიმბრუმ" თანაქალაქელ "რაპიდთან" საკონტროლო შეხვედრა გამართა და 3:2 მოიგო. ქართველები მოედანზე მეორე ტაიმში შეიყვანეს და გაბაშვილმა გოლი კვლავ გაიტანა, ხოლო მირცხულავა დაცვაში ისევ საიმედოდ იდგა.

ბოლო თამაში 19 იანვარს ასევე კიშინიოვის "აკადემიასთან" ჰქონდათ და ჩვენების ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. "ზიმბრუმ" ეს მატჩიც 3:2 მოიგო. გაბაშვილმა ამჯერად კიდევ მეტად გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. ჰეთ თრიქიც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

კვლავ მშვენივრად ითამაშა მირცხულავამ. ამ მატჩის შემდეგ გასასინჯი მოთამაშეებიდან ყველა გაუშვეს და მხოლოდ ქართველების დატოვება გადაწყვიტეს. ბიჭები გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ. სავარაუდოდ, მათ ორწლიან ხელშეკრულებას დაუდებენ და გუნდთან ერთად ანტალიურ შეკრებაზე გაემგზავრებიან.

"ზიმბრუში" მოემზადება სტეფნიაშვილიც, რომელსაც კიშინიოველები დიდი იმედით უყურებენ. უკრაინაში, კრივოი როგის "კრივბასში" სწორედ ამის გამო არ გაუშვეს", - ამბობს დავით გოგოლაძე.

გოგოლაძის თქმით, კიშინიოვის "დაჩიას" ძირითად გუნდში დუბლებიდან ოთხი მოთამაშე დააწინაურეს და მათ შორის მოხვდა ლუკა თათხაშვილიც. მალე ისიც თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. თათხაშვილი "დაჩიაში" ერთი წლის წინ ჩაირიცხა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე კიშინიოვური გუნდის განაცხადშიც მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველ ფეხბურთელებს ელიან

ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია

L
ვამაყობ შენით...
luka
მირცხუ რომ კარგი ფეხბურთელი არ ყოფილიყო ზიმბრუში ვინ ჩარიცხავდა. საქართველოში მარტო ფული იციან მეტი არაფერი. მირცხუ მიდი მიაწექი შენ ნამდვილად შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო!!! წარამტებები!!! ეს ერთი და სხვა მრავალი მოგველოცოს წინსვლები!!!! ის არაკაცები ვინც არ გამჩნევდა ამდენხანს ახლა მაინც იქნებ დარწმუნდნენ და თუ არა ერთი მაგათიც!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა