ჰანოვერში სასაცილო ამბავი მოხდა: "კურიტიბადან" 1.3 მილიონ ევროდ შეძენილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრანკა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა
ჰანოვერში სასაცილო ამბავი მოხდა: "კურიტიბადან" 1.3 მილიონ ევროდ შეძენილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრანკა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა!

საქმე 1-2 სანტიმეტრს რომ ეხებოდეს, კიდევ არა უშავს; ფრანკას სიმაღლე კი ოფიციალურ მონაცემებში ჩაწერილზე მთელი 9 სანტიმეტრით ნაკლებია!

როცა ტრანსფერი გადაწყდა, "ჰანოვერის" ბოსი იორგ შმადტკე ყველა კომენტარში მის სიმაღლეზე საუბრობდა - კარგია, რომ ასეთი ტანმაღალი ფეხბურთელი გადმოვიბირეთო. ოფიციალურად მისი სიმაღლე 1.90 მეტრი უნდა ყოფილიყო.

"ჰანოვერის" მთავარმა მწვრთნელმა მირკო სლომკამ ფრანკასთან პირველივე შეხვედრისას შენიშნა, რომ ის გაცილებით დაბალი გახლდათ. თვითონ სლომკა სიმაღლეში 1.87 მეტრია და იოლად შეამჩნია, რომ ფეხბურთელი არათუ მასზე მაღალი არ იყო, არამედ სულაც მასზე დაბალი გახლდათ. სლომკამ ერთ-ერთ ასისტენტს მაშინვე ფეხბურთელის გაზომვა სთხოვა და მართლაც: ფრანკას სიმაღლე 1.81 მეტრია.

"არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. გაოცებული ვარ!" - უთხრა სლომკამ "ბილდს".

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრანკას შერჩევისას ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ მისი სიმაღლე გახლდათ. ახლა კი გამოვიდა, რომ ჰანოვერელებს მოსალოდნელზე 9 სანტიმეტრით დაბალი ფეხბურთელი შერჩათ. კიდევ კარგი, რომ ფეხბურთელის წონა მაინც აღმოჩნდა ზუსტი, მაგრამ თუკი 1.90 მეტრი სიმაღლის მქონე ფეხბურთელისთვის 88 კილოგრამი მისაღებია, 1.81-მეტრიანი მოთამაშისთვის ეს უკვე ზედმეტ წონას ნიშნავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო