“არსენალმა” დაადასტურა, რომ “დეილი მეილის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელთა დისციპლინური სახდელების შესახებ სრული სიმართლეა
“არსენალმა” დაადასტურა, რომ “დეილი მეილის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელთა დისციპლინური სახდელების (თუკი სამართლებრივ ტერმინს გამოვიყენებთ) შესახებ სრული სიმართლეა.

ჩრდილოლონდონელებს სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან ტაბლოიდმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც გასახდელის კედელზე იყო გაკრული და სადაც ამა თუ იმ ქმედებისთვის ჯარიმების შესაბამისი სანქცია იყო მითითებული. რაც ყველაზე უცნაურია, ვენგერის "ბრძანებით", ფეხბურთელებს ჯარიმა ნაღდი ფულით უნდა გადაეხადათ და პერ მერტეზაკერისთვის ჩაებარებინათ. გაითვალისწინეთ, რომ დროის გადაცილების შემთხვევაში, თანხა ორმაგდება. "რატომ მერტეზაკერი? იმიტომ, რომ გერმანელები ის ხალხია, რომლებიც ყველანაირ ფულს აკეთებენ," - განუცხადა 63 წლის ფრანგმა გაოცებულ ჟურნალისტებს.

“გავრცელებული ფოტო ნამდვილია. როგორც დავადგინეთ, ის ჩვენი თანამშრომლის მეგობარმა გადაიღო, რომელიც ბაზაზე კერძო ვიზიტით გვესტუმრა. საპასუხოდ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვიზიტის პროცედურებს გადავხედოთ,” – ნათქვამია “არსენალის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახლა კი გთავაზობთ ჯარიმების ნუსხას კლებადობის მიხედვით:

1000 ფუნტი – განაცხადში ვერმოხვედრილი ფეხბურთელის საშინაო მატჩებზე არდასწრება.

500 – 15 წუთზე მეტით ვარჯიშზე ან სამედიცინო კაბინეტში დაგვიანება; გასვლით თამაშზე გამგზავრების წინ ტრანსპორტზე დაგვიანება; სატელეფონო ზარები ბაზიდან (sms-ები ნებადართულია); კომერციულ ღონისძიებებზე გამოუცხადებლობა.

250 – ვარჯიშზე ან მასაჟზე დაგვიანება; თამაშის დღეს შეკრებაზე ან სადილზე დაგვიანება;

200 – ორი კვირის განმავლობაში შარდის ანალიზის ჩაუბარებლობა.

100 – არასწორი ფორმა თამაშის დღეს; გასახდელს მიღმა მიუღებელი ტანსაცმლით გასვლა; ქუჩის ფეხსაცმლის შეტანა გასახდელში; ტელეფონის, ნოუთბუქის ან გაზეთის სამედიცინო კაბინეტში შეტანა; გაზეთის შეტანა გასახდელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"არსენალი" უფსკრულის პირას

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა