ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. მამაკაცთა და ქალთა ბადეში თითო ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა...
მამაკაცთა მეოთხედფინალური პროგრამა ესპანური დერბით იხსნებოდა, რომელშიც დავიდ ფერერი და ნიკოლას ალმაგრო წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. წინა ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა აშკარად ფერერის მხარეს იყო - ის 12:0-ს უგებდა თანამემამულეს.

ალმაგროს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ამ სერიის შეწყვეტა და პირველი ორი სეტი ბრწყინვალედ ჩაატარა. პირველში ფერერს საერთოდ არ ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მეორეში კი ორი ასეთი შანსი მიიღო, მაგრამ ნიკოლასმა ეს საფრთხე მოიგერია.

კომფორტულად ვითარდებოდა ალმაგროსთვის მესამე პარტია. მეშვიდე გეიმში მან ბრეიკი გაიფორმა და მალე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. და სწორედ ამ დროს წარსდგა მაყურებლის წინაშე ნამდვილი ალმაგრო, რომელსაც არ შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. ნიკოლასმა მეტოქეს ჯერ საპასუხო ბრეიკის საშუალება მისცა, შემდეგ კი ზედიზედ ორი გეიმი აიღო.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მეოთხე სეტში ხდებოდა. ნიკოლასი ოთხჯერ ახერხებდა ბრეიკს და მომენტალურად კარგავდა თავის მოწოდებას, მათ შორის 5:4-ზე და 6:5-ზე. ტაი-ბრეიკზე კი მან ფეხი დაიზიანა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მეხუთე სეტში ნიკოლასი ტრავმის გამო, პრაქტიკულად, ვერ დარბოდა და დავიდმა მშვიდად დაასრულა მატჩი თავის სასარგებლოდ.

მეორე ნახევარფინალშიც ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა ერთი მოთამაშის უპირატესობაზე მეტყველებდა, თუმცა ტომაშ ბერდიხს 12-იდან ერთი მატჩი მოგებული ჰქონდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

სერბმა ორი დღით ადრე ურთულესი მატჩი ჩაატარა სტანისლას ვავრინკას წინააღმდეგ - მეხუთე სეტი 12:10 მოიგო. ასე რომ, თუ ნოვაკი ვერ მოასწრებდა მეოთხედფინალისთვის აღდგენას, ეს ტომაშისთვის შანსი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მაგრამ სერბს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მან თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და პირველი სეტი 28 წუთში მოიგო. მეორე პარტია სხვაგვარად განვითარდა. ჯოკოვიჩმა შეცდომების დაშვება დაიწყო და ბერდიხმა პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მაგრამ მეტის მისაღწევად ჩეხს ოსტატობა არ ეყო. მესამე პარტია ძალიან ჰგავდა პირველს - ისევ 28 წუთი და ისევ 6:1. მეოთხე სეტისთვის ბერდიხს დაღლა დაეტყო. მან მეტოქეს პარტიის დასაწყისში ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა, რის შემდეგაც ნოვაკს მხოლოდ საკუთარი მოწოდების შენარჩუნება სჭირდებოდა. 5:4-მდე სერბმა თავის გეიმებში მხოლოდ ერთი ქულა წააგო. მეათე გეიმში ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ჯოკოვიჩმა მეოთხე მატჩბოლზე ეისით დაასრულა მატჩი.

სათამაშო დღე ნა ლისა და აგნიეშკა რადვანსკას მეოთხედფინალით იხსნებოდა. ეს ჩოგბურთელები კვირანახევრის წინ, სიდნეის ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და პოლონელმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო ორ სეტში. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ლიმ იცის რადვანსკას წინააღმდეგ თამაში, რასაც ამტკიცებდა შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი, როცა ჩინელმა სამჯერ მოუგო პოლონელს, თანაც ორ-ორ სეტში.

ეს მატჩი რომ დაძაბული გამოვიდოდა, საწყის გეიმშიც გამოჩნდა, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. თამაშის თანაბარი ხასიათი ბოლომდე შენარჩუნდა. ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებდა ერთზე მეტი გეიმით წინ გასვლას. რადვანსკას სეტზე ჩაწოდების საშუალება ჰქონდა, მაგრამ 5:4-დან ზედიზედ სამი გემი წააგო.

პირველ პარტიაში წარმატებამ ჩინელს დამაჯერებლობა შესძინა. მართალია, ის 0:2 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით 5:2 დაწინაურდა. მატჩზე ჩაწოდებისას ლი ოდნავ ანერვიულდა და რადვანსკას ორი ბრეიკ-პოინტი მისცა, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტში პოლონელი შეცდომებით დაეხმარა მეტოქეს საბოლოო გამარჯვების მიღწევაში.

ასე შეწყდა რადვანკას 13-მატჩიანი მოგებათა სერია. მან პირველად წააგო 2013 წელს და ისევ ვერ შეძლო ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალზე შორს გასვლა.

ნა ლის მეტოქე ნახევარფინალში რუსულ დერბიში ირკვეოდა. მარია შარაპოვამ და ეკატერინა მაკაროვამ შარშანაც ამ ეტაპზე ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და მაშინ მარიამ მოიგო. მაკაროვას წელსაც არ ჰქონდა წარმატების შანსი, რადგან შარაპოვა ბრწყინვალედ გამოიყურება. მან დაამყარა ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდი - საწყის ხუთ მატჩში მხოლოდ ცხრა გეიმი წააგო. წინა რეკორდი მონიკა სელეშს ეკუთვნოდა, რომელმაც ნახევარფინალამდე 12 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.

შარაპოვას ოდნავ გაუჭირდა თამაშში შესვლა და მაკაროვამ წინ გასვლის შანსი მიიღო, მაგრამ ის ორმაგმა შეცდომებმა დააღალატეს, რის გამოც ორი თავისი მოწოდება წააგო. ამასობაში მარიამ ალღო აუღო თანამემამულეს თამაშს და ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია უპირატესობა - 6:2, 6:2.

1/4-ფინალი

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:1, 4:6, 6:1, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10) 4:6, 4:6, 7:5, 7:6(4), 6:2.

ქალები

ნა ლი (ჩინ, 6)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 7:5, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 19) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: მეოთხედფინალების ჯერია

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა