ტურნირის პირველ ტურში ნანა ძაგნიძემ ფრანკო ვებერს სძლია, ხოლო სალომე მელიამ ანტონ კანონე დაამარცხა
გიბრალტარში 22 იანვარს დაიწყო და იანვრის ბოლომდე გასტანს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

ნანა ძაგნიძემ იოლად სძლია ფრანკო ვებერს (ესპანეთი), ხოლო სალომე მელიამ დაძაბული პაექრობის შემდეგ გააჩერებინა საათი ანტონ კანონეს (საფრანგეთი).

ასპარეზობის სტარტზე სიურპრიზები შემოგვთავაზეს ფავორიტებმა: უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2758) ბერძენ ხრისტოს ზიგოურისს დაუზავდა; არადა, მეტოქეს მსოფლიოს რეიტინგში 540 პუნქტით (!) უსწრებს.

კლასიფიკაციაში, ფაქტობრივად, ამდენივე სხვაობაა ამერიკელ გატა კამსკისა (2740) და შვეიცარიელ ანდრეას აერნს (2206), შორის, მაგრამ ოკეანისგაღმელი მხოლოდ ყაიმს გამორჩა. საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა დანარჩენი 27 პარტია კი შედეგიანი აღმოჩნდა: გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს მაიკლ ადამსმა (ინგლისი), რადოსლავ ვოიტაშჩეკმა (პოლონეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი), დავიდ ნავარამ (ჩეხეთი), ალექსეი შიროვმა (ლატვია), ნაიჯელ შორტმა (ინგლისი) და სხვებმა.

23 იანვარს მე-2 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა