გუშინ სამი ნანატრი ქართული გოლი გავიდა...

გუშინ გამართულ მატჩებში სამი ქართველის გუნდმა ითამაშა, თან ყველამ წარმატებულად და რაც მთავარია, სამივე ჩვენებურმა იასპარეზა. უფრო მეტიც, სამი ქართული გოლი გავიდა. ტრიოდან ყველას არ გაუტანია, თუმცა მესამესაც შეეძლო გოლის ავტორობა. ლეგიონის გუშინდელი ამბის მიმოხილვაც ამ მესამით - კახა კალაძით დავიწყოთ.

იტალიის თასის მესამე ეტაპზე კალაძის "ჯენოამ" სერია B-ს მე-14 ადგილზე მყოფ "გროსეტოს" უმასპინძლა. მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირება სპეციფიურია, მით უმეტეს, როცა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთი მატჩი წყვეტს.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ნაკრების კაპიტანი პაუზის შემდეგ "ჯენოას" შემადგენლობაში, კვლავ სასტარტოში გამოჩნდა. როგორც ჩანს, ქვედალიგოსანმა "გროსეტომ" სენსაციის ავტორობა ჩაიფიქრა. მართალია, მატჩი გენუელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ჩვენებურის გუნდს სტუმართა გატეხვა გაუჭირდა. "გროსეტო" კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, კონტრშეტევაზე მწვავედ "იკბინებოდა" და 52-ე წუთზე ჯანლუკა ფრედიმ ანგარიშიც გახსნა.

გასპერინიმ სამი მცველით ათამაშა გუნდი, უკანა ხაზზე კახა კალაძე მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა. ამ მატჩის ონლაინ რეპორტაჟიდანაც ნათლად ჩანს, რომ კახა დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და შეტევით ოპერაციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. მეტიც, ჩვენებურს საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ... მეორე ტაიმის შუაწელს ლუკა ტონის დარტყმული, სტუმართა მეკარემ მოიგერია და კალაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. გენუელები ისევ ტონიმ იხსნა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთში გამოცდილმა მეგოლემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადაზარდა. ის იყო საქმე პენალტებამდე მიდიოდა, რომ მეორე დამატებითი ტაიმის დამთავრებამდე წუთით ადრე ლუკა ტონიმ დუბლი გაიფორმა და "ჯენოა" თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

დანიის პირველი ლიგის ლიდერმა, დავით დევდარიანის "ორჰუსმა" მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. დევდარიანმა და კომპანიამ აუტსაიდერი "ფინი" იმსხვერპლეს, 4:1. დავით დევდარიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. გოლის გატანიდან 12 წუთში ქართველი შემტევი ნახევარმცველი კასპერ სლოტმა შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ეს დევდარიანის მე-5 გოლია. ჩვენებურის გუნდს 11 მატჩში 27 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ვეილეს" 3 ქულით უსწრებს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა გიორგი ადამიამ. ქართველმა თავდამსხმელმა ყოფილი გუნდი, "ბაკი" დუბლით "დააჯილდოვა". "ყარაბაღმა" 2:0 სწორედ გიორგის დუბლით მოიგო. ადამია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენებურმა გოლები 25-ე და 66-ე წუთებზე გაიტანა. ამ მოგებით "ყარაბაღს" 17 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა