ტექნიკოსებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში "სოხუმი" 84:66 დაამარცხეს
საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში მონაწილე 8 გუნდი შეივსო. ბოლო ადგილისთვის მებრძოლ 4 გუნდს შორის ყველას ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა აჯობა.

ტექნიკოსებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში "სოხუმი" 84:66 დაამარცხეს.

თასის გათამაშების ფორმატის თანახმად, სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო 7 გუნდი მეოთხედფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო მერვე ადგილისთვის ცხრილის მომდევნო 4 გუნდი იბრძოდა.

სტუ-მ პირველ საკვალიფიკაციო მატჩში "ბათუმი" დაამარცხა, ხოლო მომდევნო მატჩში "სოხუმს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 31 ქულითა და 14 მოხსნით ტატო ჩაჩიბაიამ ულიდერა, ხოლო გიორგი პირველაშვილმა და გიგა კვეტენაძემ 15-15 ქულა დააგროვეს.

კვეტენაძემ მთელი მონაგარი სამქულიანებით შეავსო, რომელმაც 6-იდან 5 შორი სროლა ჩააგდო. სოხუმელთაგან 29 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, 15 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით დეკანოიძემ შეასრულა.

მეოთხედფინალში სტუ "არმიას" შეხვდება, ხოლო 11 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად დანარჩენი გუნდები პლეი ოფში ასე დაწყვილდნენ: "ოლიმპი" - "დინამო", "რუსთავი" - "ქუთაისი" და "შსს-აკადემია" - თსუ. მეოთხედფინალში გამარჯვება 2 მოგებამდეა.

ოთხივე საპლეიოფო მატჩი 24 იანვარს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

superleague.ge

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად