ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როტერდამში ზაიზენბახერიც დაგვაკვირდა

როტერდამში ზაიზენბახერიც დაგვაკვირდა

სავარაუდოდ, ქართველ ძიუდოისტთა გაძლიერებაზე ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იზრუნებს
როტერდამის "დიდ პრიზზე" საქართველოს ნაკრების წევრთა გამოსვლას არა მხოლოდ ნაკრების ახალდანიშნული თავკაცი სოსო ლიპარტელიანი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე აკვირდებოდნენ - ტურნირზე ეროვნული გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად შეგულებული ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერიც იმყოფებოდა მომავალ შეგირდთა საქმეში სანახავად.

რა დაინახა მათში, რა მოეწონა და რა - არა, ამას უკეთეს შემთხვევაში დეკემბერში თუ შევიტყობთ, როცა საქართველოში მისი ჩამოსვლაა ნავარაუდევი. როტერდამში მისი ვიზიტი არაოფიციალური ხასიათისა იყო, თუმცა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ მასთან მოლაპარაკებები მაინც გამართა. ოღონდ ესეც უფრო შინაურული საუბრები იყო სამომავლო თანამშრომლობაზე, ხელშეკრულების ცალკეულ დეტალებზე, მაგრამ, როგორც ალექსიძემ გვითხრა, რაიმე კონკრეტულ საკითხზე არ შეთანხმებულან. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ფინანსური დეტალები, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს პრივატული საკითხი მხარეებმა სამზეოზე არც გამოიტანონ. ბოლომდე გარკვეული არც ისაა, რა სახეს მიიღებს ზაიზენბახერის დახმარება, მაგრამ, ისევ ალექსიძის თქმით, ძირითადად ფიზიკური კონდიციების ამაღლებზე ისაქმიანებს.

ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო ყრილობის გამართვის თარიღი. აღმასკომის გადაწყვეტილებით, არჩევნების ვადა წლის ბოლომდე უნდა განისაზღვროს, მაგრამ ფაქტია - ჯერ არ გარკვეულა. კარგი იქნება, ფედერაცია ამ საკითხის მოგვარებას თუ დააჩქარებს. ასევე კარგი იქნება, წესდებაში ოფიციალურად თუ შეასწორებს იმ ყოვლად გაუმართლებელ, არადემოკრატიულ მუხლს, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულად აძლევს ყველასა და ყველაფრის მოხსნა-გადაყენება-განკარგვის უფლებას ისე, რომ შეუძლია, ამაზე პრეზიდიუმს არც დაეკითხოს. მართალია, ამ ლაფსუსის შესწორებაზე ზემდგომთა ზეწოლით შარშან ქუთაისში ქვეყნის პირველობის წინ გამართულმა პრეზიდიუმის სხდომამ გადაწყვეტილება მიიღო და სათანადო ოქმიც არსებობს, მაგრამ აჯობებს, ეს ყველაფერი წესდებაში დაფიქსირდეს - ყოველი მომდევნო პრეზიდენტი წესდებას ჩახედავს და არა პრეზიდიუმის რომელიმე რიგითი სხდომის რიგით ოქმს. ვეჭვობთ, ავტორიტარიზმის მსგავს ელემენტებს სხვა ფედერაციების დებულებებშიც შევხვდებით და აჯობებს, სამინისტრო თავისი იურიდიული სამსახურის მეშვეობით მათ რევიზიას თუ გააკეთებს.

ამასობაში ერთი საკითხი მაინც გაირკვა, ოღონდ არა ბოლომდე - საქართველოს ჩემპიონატი 20-21 ნოემბერს თბილისში ჩატარდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არაა ცნობილი, რომელი დარბაზი უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ძიუდოს აკადემია. ერთხელაც შეგახსენებთ, რომ ის იქნება მთავარი შესარჩევი შეჯიბრება მომავალი სეზონისთვის. ლიპარტელიანის მოთხოვნით, იქ ყველამ უნდა იჭიდაოს, ვისაც გაისად ნაკრებში მოხვედრა უნდა. თან ყველამ საკუთარ წონაში. იმედია, მწვრთნელი პრინციპულობას ბოლომდე შეინარჩუნებს და დისციპლინას ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა