ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საფრანგეთის თასი: ლიგა 1-ის სამი დანაკლისი

საფრანგეთის თასი: ლიგა 1-ის სამი დანაკლისი

ჟერემი მენეზი პსჟ-ის რიგებში საუკეთესო იყო

საფრანგეთის თასის გათამაშებას, ოთხშაბათის მატჩები შემდეგ, ლიგა 1-ის სამი გუნდი გამოეთიშა, თუმცა აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ სამივე კლუბმა თანადივიზიონელთან წააგო.

ცენტრალური შეხვედრა, რა თქმა უნდა, პარიზში გაიმართა, სადაც "პარი სენ ჟერმენმა" "ტულუზს" უმასპინძლა. ორივე გუნდი, პრაქტიკულად, იდეალური შემადგენლობით იყო - მასპინძლებს მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდათ, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ (მართალია, კარში დუშეზი იდგა, მაგრამ ის იმდენად კარგი მეკარეა, რომ სირიგუს არყოფნას დანაკლისად ვერ მივიჩნევთ), ხოლო სტუმრების ძირითადში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვისამ ბენ იედერი არ იყო. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერ უშველა.

ანგარიში მე-8 წუთზე იბრას ნაცვლად სასტარტოში გამოჩენილმა კევინ გამეირომ გახსნა, რომელმაც ესეკილ ლავეცის გადაცემით ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა პარიზელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად ათ წუთში ფრანკ ტაბანუმ საჰაერო ორთაბრძოლაში გრეგორი ვან დერ ვილი დაჩაგრა და წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმი ასეც დასრულდა - 1:1.

შეტევის გაძლიერების მიზნით, კარლო ანჩელოტიმ მეორე ტაიმში მოედანზე ჟერემი მენეზი გამოუშვა. "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა – 48-ე წუთზე მენეზმა მეტოქის პასი ჩაჭრა და საგოლედ ხავიერ პასტორეს გადააწოდა, 67-ე წუთზე კი ესეკილ ლავეცის გაატანინა. მოგვიანებით თამაშში ლუკას მოურაც ჩაერთო, მაგრამ ბრაზილიელს თავი არ გამოუჩენია. საბოლოოდ, 3:1 და პსჟ თასის 1/8-ფინალში გავიდა.

"ტულუზის" მსგავსად, საფრანგეთის თასის მოგების შანსი "მონპელიემ" და "ნიცამ" დაკარგეს. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ლიგა 1-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ "სოშოს" უმასპინძლა და დამატებით დროში წააგო.

მასპინძლები გაეტან შარბონიეს და მატიო დეპლანიეს გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ "სოშომ" ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა, 108-ე წუთზე კი იასნი მიკარიმ სტუმრები დააწინაურა. როგორც გაირკვა, ეს გოლი ამ შეხვედრაში ბოლო იყო და ერიკ ელის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მშვენიერ ფორმაში მყოფი "ნიცა" "ნანსის" ეთამაშებოდა და უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ში უიმედოდ, ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა, კლოდ პუელის სამწყსოს სათანადო წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანა. თუმცა, საკითხავია, თამაში 11-მეტრიანების სერიამდე "ნანსიმ" მიიყვანა თუ "ნიცამ", რომელმაც ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრება 96-ე (!) წუთზე შეძლო – მასპინძლები, რა თქმა უნდა, დარიო ცვიტანიჩმა იხსნა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტებში კი სტუმრებს გაუმართლათ და 1/8-ფინალში კიდევ ერთი აუტსაიდერი გავიდა.

1/16-ფინალის მთავარი სენსაცია ქალაქ კრეტეიში დაფიქსირდა, სადაც სტუმრად ჩასულმა "სენტ ეტიენმა" "მო აკადემის" ვერაფერი დააკლო და მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია. ზოგადად, საფრანგეთის თასი სენსაციებს ყოველ წელს გვთავაზობს და ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია, მაგრამ ამ შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონმა 120 წუთის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანა იმ გუნდის კარში, რომელიც არც ერთი პროფესიონალურ ლიგაში არ თამაშობს და მხოლოდ ილ დე ფრანსის რეგიონის ლიგაში ასპარეზობს; თანაც ეს გუნდი, 38-ე წუთიდან მოყოლებული, 10-კაცით იყო (არბიტრმა საინტერესო და გრძელი გვარის მქონე ედუარდ ნდიკპო ტემელე პლეტო გააძევა), "სენტ ეტიენი" კი მოედანზე ძირითადი შემადგენლობით გახლდათ.

"მო აკადემის" ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 1980 წელს საფრანგეთის მეოთხე დივიზიონის ჩემპიონობაა. შედარებისთვის: 1981 წელს "მწვანეები" საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ (მეათედ), ხოლო 4 წლით ადრე (1976 წელს) ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ.

აი, ასეთი გუნდის წინააღმდეგ იყვნენ მოედანზე ბრანდაო, მოლო, გილავოგი, კოადი და ობამეიანი, მაგრამ შეხვედრა 0:0 დასრულდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში "სენტ ეტიენის" რიგებში დებიუტი მიქაელ ლაუდრუპის შვილს, ანდრეას ლაუდრუპს ჰქონდა, რომელმაც 120 წუთი ითამაშა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერც მან შეძლო.

თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა "ბორდოც", რომელმაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა მეოთხე დივიზიონის ბინადარი "მულენი". სტუმართა მხრიდან გოლები ბენუე ტრემულინამ და დავიდ ბელიონმა გაიტანეს.

ნიცა-ნანსი 2:2 პენ. 3:4

გოლები: 1:0 ბოსეტი (7), 1:1 ალოო ეფულუ (23), 1:2 ალოო ეფულუ (57), 2:2 ცვიტანიჩი (90).

მონპელიე-სოშო 2:3 დ.დ.

გოლები: 1:0 შარბონიე (16), 1:1 კონტუ (43), 2:1 დეპლანიე (51), 2:2 ბაკამბუ (79), 2:3 მიკარი (108).

რაონ ლეტაპი-ისტრი 1:0

გოლი: 1:0 ბენკაჯანი (5).

მო აკადემი-სენტ ეტიენი 0:0 პენ. 3:5

გაძევება: ნდიკპო ტემელე პლეტო (38. მო აკადემი)

სერკლ ბასტია-ბრესტი 1:3

გოლები: 1:0 ა. ნდიაიე (63), 1:1 მარტიალი (68), 1:2 ბენშოპი (83), 1:3 ბენ ბასატი (89).

მულენი-ბორდო 1:2

გოლები: 1:0 ლიგული (4), 1:1 ტრემულინა (53), 1:2 ბელიონი (59).

ბორდელე-ლანსი 0:3

გოლები: 0:1 პ. ვალდივია (23), 0:2 ბელა (52), 0:3 ტუზგარი (59).

პსჟ-ტულუზი 3:1

გოლები: 1:0 გამეირო (8), 1:1 ტაბანუ (18), 2:1 პასტორე (48), 3:1 ლავეცი (66).

ვანისო-ლე პუარ სურ ვი 0:0 პენ. 4:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთის თასი: სენსაციების გარეშე

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

"სიტი" პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა