მესამე ადგილზე მყოფი მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" "ნიურნბერგს" მასპინძლობს
გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტური 25 იანვარს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩით იხსნება: მესამე ადგილზე მყოფი მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" "ნიურნბერგს" მასპინძლობს.

დორტმუნდელებმა მეორე წრე ისე დაიწყეს, უკეთესად რომ არ შეიძლება - მე-18 ტურში იურგენ კლოპის გუნდმა "ვერდერი" მისსავე მოედანზე 5:0 გაანადგურა.

კლოპმა ამით დაპირება შეასრულა - გეხსომებათ, მეორე წრის დაწყებამდე თქვა, სეზონის მეორე ნახევარში ყველას გავაოცებთო. თუმცა დაპირება მხოლოდ ერთ მატჩს, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა და "ბორუსია" ვალდებულია, "ნიურნბერგთანაც" იდეალური ფეხბურთი ითამაშოს.

"ნიურნბერგი" მე-15 ადგილზეა და ახალი მწვრთნელი ჰყავს. რაკი დიტერ ჰეკინგმა "ვოლფსბურგში" გადაინაცვლა, ფრანკებმა გუნდის მთავარ მწვრთნელად მიხაელ ვიზინგერი დანიშნეს, რომლის დებიუტი წინა კვირას შედგა და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა - "ჰამბურგთან" 1:1 "ნიურნბერგს" სწორედ აქტივში ჩაეთვალა.

მართალია, ნიურნბერგელები ცხრილში გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "ჰოფენჰაიმს" 8 ქულით უსწრებენ, რის გამოც ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი აქვთ.

ვიზინგერმა "ჰამბურგთან" მატჩში ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის ტოპ-ფეხბურთელი ჰიროში კიოტაკე (3 გოლი, 5 საგოლე პასი) 76 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ვიზინგერი "დორტმუნდთან" დღევანდელ მატჩშიც გეგმავს ცვლილებებს, რადგან პერ ნილსონი და მარკუს ფოილნერი (ორივეს გრიპი ჰქონდა) გამოჯანმრთელდნენ.

"დორტმუნდი", რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და მედგრად ვიბრძოლებთ. პირველ წრეში "ნიურნბერგმა" "ბორუსიასთან" ფრეს (1:1) მიაღწია და კარგად ითამაშა. ასეთ შედეგზე არც ახლა ვიტყოდი უარს," - უთხრა ფრანკების თავკაცმა "კიკერს".

25 იანვარი

ბორუსია (დ)-ნიურნბერგი 23:30

დისკვალიფიკაცია: ბიტენკური (ბორუსია /დ/)

ტრავმა: ოვომოიელა, სუბოტიჩი, დუკში - შტეფანი, ჰლუშეკი, ნგანკამი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 61 თამაში: +30=18-13, (102:67)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: ბუნდესლიგის კლასიკა მიუნხენში

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა