სერხიო კანალესმა 9 თვის შემდეგ ფეხბურთი პირველად სწორედ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა

მადრიდის "რეალი" ნახევარფინალშია, მაგრამ ეს "სამეფო კლუბს" ძალიან ძვირი დაუჯდა. აქ ორი ფეხბურთელის გაძევებას ნაკლებად ვგულისხმობთ - გუნდმა იკერ კასილიასი სამი თვით დაკარგა!

ჩემპიონატს რომ თავი გავანებოთ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" უმძიმეს ორთაბრძოლაში ესპანელები ანტონიო ადანის იმედზე უნდა იყვნენ.

უნაი ემერიმ კი იოლად გაიყვანა "სევილია" ნახევარფინალში. სწორედ ამ თამაშით დავიწყებთ...

ემერის შანსი

უნაი ემერის გუნდს ევროთასებზე მოხვედრა ახლა მხოლოდ "სამეფო თასის" წყალობით თუ შეუძლია. ამიტომაც "სევილია" ყოველ ღონეს ხმარობს ამ ტურნირზე.

საპასუხო მატჩში ბევრი რამ "სარაგოსას" ახალწვეულის, ხოსე ფერნანდესის გაძევებამ გადაწყვიტა. ალვარო ნეგრედომ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ივან რაკიტიჩის და შეცვლაზე შესული მანუ დელ მორალის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში "სარაგოსა" სულაც 9 კაცის ამარა დარჩა, ფრან გონსალესიც გააძევეს.

უნაი ემერი (სევილია): "თამაშის გაყოფა ფაზებად შეიძლება: 11 - 11-ის წინააღმდეგ, 11 - 10-ის წინააღმდეგ და 11 - 9-ის წინააღმდეგ. ყოველ მომდევნო ფაზაში ჩვენი უპირატესობა აშკარა ხდებოდა".

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "სანამ თანაბარ პირობებში ვთამაშობდით, მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მიუხედავად ამისა, 9 კაცითაც არ წარმოგვიჩენია თავი ცუდად".

კანალესი 9-თვიანი პაუზის მერე

"რეალის" კართან კუთხურს აწოდებდნენ. ალიაქოთში ალვარო არბელოამ ფეხი ამოსცხო თავისივე გოლკიპერს. იკერ კასილიასი ტკივილისგან დაიმანჭა, ეგრევე გაიძრო ხელთათმანი და შველა ითხოვა.

თავიდანვე ჩანდა, რომ ხელის ტრავმა სერიოზული იყო. შემდეგ ექიმთა მცდელობისა და თავად იკერის სურვილის საწინააღმდეგოდ, ჟოზე მოურინიომ ის ანტონიო ადანით შეცვალა.

პირველი ტაიმის მიწურულს ქარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა და ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ერთ ტაიმში "ვალენსია" 4 გოლის გამტანს არ ჰგავდა, ფაბიო კოენტრაოს და ანხელ დი მარიას გაძევების მიუხედავად. საბოლოოდ, ზედიზედ სამ მატჩში "რეალმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა "ვალენსიასგან" (2:0, 5:0, 1:1) და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.

ამ შეხვედრაში მოედანს 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი სერხიო კანალესი.

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად მაშინ ვითამაშეთ, როცა რიცხობრივ უპირატესობაში დავრჩით".

აიტორ კარანკა (რეალი): "რეალის" ფეხბურთელები არ არიან აგრესიულები. ის, რაც ამ შეხვედრაში მოხდა, გამონაკლისია. მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ".

მეოთხედფინალი. საპასუხო მატჩები

სევილია-სარაგოსა 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნეგრედო (36), 2:0 რაკიტიჩი (45), 3:0 ნეგრედო (66-პენ), 4:0 დელ მორალი (90)

სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი (52. დელ მორალი), კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (75. სტევანოვიჩი) - ნეგრედო (71. ბ. დიავარა).

სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - ხ. ფერნანდესი, ლანძარო, სეპუნარუ, პარედესი - ხოსე მარი, ფ. გონსალესი - ვ. როდრიგესი (51. ექტორი), სუკულინი (69. მოვილია), ვილჩესი - ალამო (33. ორტი)

გაძევება: ხ. ფერნანდესი (25), ფ. გონსალესი (65)

ვალენსია-რეალი 1:1 (0:2)

გოლები: 0:1 ბენზემა (44), 1:1 ტინო კოსტა (51)

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო - რუისი (57. პიატი), ტინო კოსტა - ვიერა, ჟონასი (69. კანალესი), გუარდადო (46. ბანეგა) - ვალდესი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი (16. ადანი) - არბელოა, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი (52. ნაჩო), რონალდო - ბენზემა (74. მოდრიჩი).

გაძევება: კოენტრაო (50), დი მარია (87)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"სევილია" და "რეალი" ესპანეთის "სამეფო თასის" ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს