ავსტრალიის ღია პირველობის პროგრამაში სამი მატჩი იყო - ორი ნახევარფინალი ქალებში და ერთიც - კაცებში

ავსტრალიის ღია პირველობის პროგრამაში სამი მატჩი იყო - ორი ნახევარფინალი ქალებში და ერთიც - კაცებში. ეს ის ეტაპია, როცა თითქმის ყველა მატჩი სერიოზულ ბრძოლაში მიმდინარეობს, მაგრამ გუშინ მაყურებელს იმედები გაუცრუვდა.

წინა დღეს სერენა უილიამსის გავარდნამ ყველა შოკში ჩააგდო და სავარაუდოდ, ჩოგბურთის მოყვარულები ამ მდგომარეობიდან გუშინდელი დღის შემდეგაც ვერ გამოვიდოდნენ. სერენას კრახის შემდეგ მთავარი ფავორიტის სტატუსი მარია შარაპოვას ერგო.

რუსი ბრწყინვალედ მიიწევდა წინ და ხუთ მატჩში მხოლოდ ცხრა გეიმი წააგო, რაც ავსტრალიის ღიას ახალი რეკორდი გახდა, მაგრამ ნახევარფინალში რუსისგან მორიგ იოლ მოგებას არავინ ელოდა, რადგან ნა ლის დონის მეტოქე მარიას ამ ტურნირზე ჯერ არ ჰყოლია.

მეტოქეები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთშეხვედრათა ისტორია 12 მატჩს მოიცავდა და შარაპოვა წინ იყო - 8:4. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ჩინელს ჟუსტინ ანენის ყოფილი მწვრთნელი კარლოს როდრიგესი ავარჯიშებს. ის არ ზოგავდა 30 წლის ლის და როგორც ჩანს, ამ წვრთნამ შედეგი გამოიღო.

სასტარტო გეიმში საკუთარ მოწოდებაზე მარიამ ორი გეიმბოლი ვერ გამოიყენა და პირველი ბრეიკი გააკეთებინა მეტოქეს. შემდეგ გეიმში რუსს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გეიმი ისევ ჩინელს დარჩა. თავიდან ლი თითქმის არ ცდებოდა, რასაც სეტის შუაში შეტევაში გააქტიურებაც დაემატა. ამით, ჩინელი აშკარად ჯაბნიდა თავის მეტოქეს უკანა ხაზზე თამაშში. რა თქმა უნდა, შარაპოვა ცდილობდა ინიციატივის მოპოვებას, მაგრამ ლი მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის მზად იყო.

არც იმის თქმა შეიძლება, რომ აზიელი ჩაგრავდა რუსს - ბევრი გეიმი ბრძოლაში მიდიოდა, მაგრამ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში გამარჯვებული მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი გამოდიოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ლიმ მოიგო ათიდან ცხრა გეიმი იმ დროს, როცა ანგარიში 40:40 იყო. პირველ სეტში ჩინელმა აჯობა მეტოქეს "ვინერსების" რაოდენობით, თან ნაკლები შეცდომა დაუშვა და პარტია ორმაგი ბრეიკით აიღო.

მეორე სეტში თამაში ოდნავ გამარტივდა. ნაკლები გახდა გათამაშებები უკანა ხაზზე და თავიდან, ჩოგბურთელები გეიმებს მეტოქის წარუმატებელი მიღებების ხარჯზე იღებდნენ. მარიასთვის არაფერი მოასწავებდა უბედურებას მეხუთე გეიმში, როცა მან ორმაგი გეიმბოლი მიიღო. მაგრამ ბრძოლა მაინც გაჩაღდა, რომელშიც ლი შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა გეიმი მან მეტოქის შეცდომებით აიღო - მარიამ ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი უკანა ხაზიდან შეცდა. შარაპოვა მთელი ძალებით ცდილობდა რაღაცის შეცვლას, ყოველ დარტყმაში მაქსიმალურ მონდომებას დებდა და ბრეიკ-პოინტის მიღებაც შეძლო, მაგრამ საჭირო დროს ჩინელს მოწოდებამ უშველა. უკანა ხაზზე დომინირებამ ჩინელს მეორე ბრეიკი მოუტანა, რის შემდეგაც, ბრძოლაში ჩააწოდა მატჩზე - 6:2, 6:2.

ნა ლი კარიერაში მეორედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში. 2011 წელს, მან გადამწყვეტი მატჩი სამ სეტში წააგო კიმ კლაისტერსთან. რაც შეეხება მარიას, მან ვერ გაიმეორა შარშანდელი შედეგი - ფინალში ვერ გავიდა და ამის გამო, წინ გაუშვებს რეიტინგში სერენა უილიამსს.

ქალთა ბადის მეორე ნახევარფინალში ტურნირის აღმოჩენა სლოან სტივენსი მოქმედ ჩემპიონს ვიქტორია აზარენკას ეთამაშებოდა.

საინტერესოა, რომ ამ ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი აზარენკამ მეორე პერსპექტიულ ამერიკელთან ჯეიმი ჰემპტონთან ჩაატარა, როცა ერთი სეტი წააგო და საბოლოოდ, მეტოქის ზურგის ტრავმა დაეხმარა. ამ მხრივ, ვიქტორიასა და სტევენსის გზები რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან სლოანს მეოთხედფინალში სერენა უილიამსის ზურგის ტრავმამ გაუადვილა საქმე.

ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი მატჩი იყო. აზარენკამ ძალიან კარგად დაიწყო, მაშინვე გამოიკვეთა მისი ინიციატივა და ბელარუსი ბრეიკით დაწინაურდა. სლოანს პერიოდულად კარგი დარტყმები გამოსდიოდა, მაგრამ სტაბილურობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სტევენსი მოსახერხებელი მეტოქე აღმოჩნდა მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის - ბელარუსმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი

და მეორეშიც წაიყვანა ანგარიში.

და მაინც, ბელარუსმა ვერ აიცილა თავიდან ჩავარდნა, რამაც სლოანს პირველი ბრეიკი მოუტანა მატჩში. ამერიკელმა საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნა და უკეთ თამაში დაიწყო, რამაც აზარენკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თუმცა თანდათანობით ვიქტორია გაუმკლავდა სირთულეებს, მიუხედავად იმისა, რომ სეტის შუაში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება. ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მივიდა მატჩზე ჩაწოდებამდე და სწორედ აქ ანერვიულდა.

მას რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა თამაშის დასრულება და ეს სულელურ შეცდომებს იწვევდა. აზარენკამ ხუთი მატჩბოლი გაანიავა და საბოლოო ჯამში, წააგო თავისი მოწოდება. იქვე ვიქტორიამ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, თან კორტის დატოვება მოუწია და დახმარება მოედნის მიღმა აღმოუჩინეს. სტივენსმა მშვიდად გადაიტანა ეს პაუზა და მომდევნო გეიმში გეიმბოლიც ჰქონდა, მაგრამ აზარენკამ ბოლომდე იბრძოლა, მეექვსე მატჩბოლი მოიპოვა და ბრეიკით დაასრულა მატჩი - 6:1, 6:4.

საინტერესოა, რომ ლიც და აზარენკაც მესამედ ითამაშებენ "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. ამ მომენტისთვის, მათ თითო მოგება და წაგება აქვთ. ნა ლი ფინალში ერთგვარად სერენას წარმოაგენს, რადგან ჩინელის გამარჯვება უილიამსს რეიტინგში პირველობას მოუტანს. აზარენკას წარმატების შემთხვევაში, ბელარუსი შეინარჩუნებს პირველ ადგილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სასტიკი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო