საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი ახლახან ევროპის საუკეთესო მორაგბის ნომინანტთა სიაში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე ახლახან ევროპის საუკეთესო მორაგბის ნომინანტთა სიაში მოხვდა, რაც, ცხადია, თავისთავად დიდი მიღწევაა.

საუკეთესოს ვინაობას მაისის ბოლოს, "ჰაინეკენის თასის" ფინალის შემდეგ დაასახელებენ.

კონტინენტის პირველ მორაგბეს ჟიური შემდეგი შემადგენლობით გამოავლენს: სტიუარტ ბარნსი (სკაი სპორტი), ვილ გრინვუდი (დეილი ტელეგრაფი), სტივენ ჯოუნზი (სანდი თაიმსი), ემანუელ მასიკარი (მიდი ოლიმპიკი) და გერი თორნლი (ირიშ თაიმსი).

იქამდე კი სარაგბო ვებგვერდის, Planetrugby-ს ფორუმზე ევროპის საუკეთესო მორაგბე, ფაქტობრივად, უკვე გამოავლინეს. ქომაგთა თითქმის 70 პროცენტი მხარს ქართველ მორაგბეს, მამუკა გორგოძეს უჭერს.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის გამოხმაურებას:

David: ცხადია, თხუთმეტივე ძალიან მაგარი მორაგბეა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გორგოძემ დაიმსახურა, საუკეთესო იყოს... ის "მონპელიესა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერია, ის, უბრალოდ, ფანტასტიკური მორაგბეა. ბიჭებო, თუ თქვენ არ გინახავთ "მონპელიესა" და "ტულონის" ამასწინანდელი დაპირისპირება, ბევრი დაგიკარგავთ, აუცილებლად ნახეთ.

UCHACH: ვფიქრობ, ამ ჯილდოს ყველაზე მეტად ფოფანა და გორგოძე იმსახურებენ, მაგრამ ერთი პრობლემაა, ისინი ირლანდიელები არ არიან.

Carpelone: გორგოძე!!!!!!!!!

Lavind: ჩემთვის საუკეთესო გორგოძეა. მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ "მონპელიე" პლეი ოფშია. არც ერთ სხვა მოთამაშეს არ შუძლია თქვას, რომ მან იმდენივე გააკეთა, რაც გორგოძემ თავისი გუნდისთვის.

Froggy 73: ბონერი, პინარი და გორგოძე.

FroosChman: არჩევანი ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ალბათ, პინარს დავასახელებდი, მაგრამ რა ვუყო ბონერს და გორგოძეს? მათ გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.

ცხადია, რაგბის ქართველი ქომაგისთვის საინტერესოა თვითონ მამუკა გორგოძის რეაქცია ამ ფაქტისადმი. ამის გასარკვევად და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ მამუკას "მონპელიეში" დავუკავშირდით:

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ეს ამბავი. ნომინანტთა შორის ვინც მოხვდა, ყველა რჩეული მოთამაშე და დიდი მორაგბეა. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ მეც მათ შორის დამასახელებდნენ და არც იმას ველი, რომ მაისის ბოლოს საუკეთესო ვიქნები. რაც უნდა იყოს, გუნდმაც ხელი უნდა შეგიწყოს, მინიმუმ "ჰაინეკენის თასის" ფინალამდე უნდა გააღწიო. ერთი სიტყვით, ეს ფაქტი ჩემთვის უკვე დიდი მიღწევაა.

- "მონპელიე" თავის ისტორიაში პირველად გავიდა "ჰაინეკენის თასის" გათამაშების პლეი ოფში. იქ, მეოთხედფინალში, "კლერმონს" სტუმრად დაუპირისპირდებით. როგორია თქვენი გუნდის ნახევარფინალში გასვლის შანსი?

- დიახ, ეს პირველად მოხდა. სამიოდ წლის წინათ "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ვეპაექრებოდით იტალიურ გუნდებს. ახლა კი ევროპის უძლიერესთა დავაში რვა საუკეთესოს შორის მოვხვდით. ეს სერიოზული წარმატებაა.

მეოთხედფინალში "კლერმონთან" მძიმე ბრძოლა გვექნება. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მისი სტუმრად დამარცხება ბევრს არ შეუძლია. ცხადია, წასაგებად არ გავალთ მოედანზე, ყველაფერს ვიღონებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ მიმაჩნია, შანსები 70/30-ია "კლერმონის" სასარგებლოდ.

- ევროთასებისგან განსხვავებით, "მონპელიეს" მდგომარეობას შინაურ ასპარეზზე სახარბიელოს ვერ დავარქმევთ...

- წლეულს საფრანგეთში ძალიან რთული ჩემპიონატია. ყველა გუნდი მოღონიერდა. საკმარისია, ერთი თამაში წააგო და სატურნირო ცხრილში მაშინვე საგრძნობლად ქვეითდები. ახლა მეექვსე ადგილზე ვართ და "გრენობლი" ერთი ქულით გვისწრებს. ისე, მიზანში მეოთხე ადგილი გვაქვს ამოღებული. გვინდა, ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი შინ ვითამაშოთ. ამ უქმეებზე სტუმრად "აჟენს" დავუპირისპირდებით და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას გავიუმჯობესებთ.

- საფრანგეთის ჩემპიონატში იშვიათადაა, რომ გუნდის კაპიტნობა უცხოელს ანდონ. ეს, ალბათ, განსაკუთრებული დამსახურებისთვის შეიძლება მოხდეს...

- არა, მე კაპიტანი არ ვარ. წლეულს სამ თამაშში ვუკაპიტნე გუნდს, რადგან "მონპელიეს" ნამდვილი კაპიტანი ჩემი მგობარი, ფლუჟანს უოდრაოგო ტრავმის გამო დაგვაკლდა. კაპიტანი ისაა, მასთან ვმეგობრობ, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, მის პოზიციას ვიზიარებ და ამიტომ, უოდრაოგო როცა არ თამაშობს, კაპიტნობას მე მანდობენ ხოლმე.

- ახლახან "მონპელიეს" შერკინების მწვრთნელი ერიკ ბეშუ გარდაიცვალა...

- მაგ ამბავმა ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. ძალიან კარგი, დადებითი ენერგიით სავსე ადამიანი იყო. ჩემთან უაღრესად თბილი ურთიერთობა ჰქონდა. დიდხანს იავადმყოფა და მასთან კონტაქტი ბოლომდე შევინარჩუნე.

- "მონპელიეში" ამჟამად თქვენი აღმზრდელი, "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმყოფება სტაჟირებაზე...

- ლევანი ოთხი თუ ხუთი დღეა, რაც "ტულონში" გაემგზავრა დავით ქუბრიაშვილთან. მანამდე კი ჩვენთან იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ თბილად მიიღო, ვარჯიშებს ესწრებოდა. შეკითხვები ჰქონდა დაცვის თამაშის დეტალებზე. ვფიქრობ, "მონპელიედან" კმაყოფილი წავიდა.

ყველაფერი, მათ შორის რაგბიც, ვითარდება, წინ მიდის. ამიტომ ადამიანი მუდამ უნდა სწავლობდე, რომ არ ჩამორჩე. ლევანიც სულ ახლის ძიებაშია, სულ სწავლობს.

- მოდით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. ნოემბრის ტესტებზე ჩვენმა გუნდმა თბილისში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან წააგო...

- ფიჯისთან და იაპონიასთან, ვფიქრობ, იმიტომ წავაგეთ, რომ გადაღლილები ვიყავით. ამას დაემატა ისიც, რომ ცოტა იღბალმაც შეგვაქცია ზურგი, განსაკუთრებით კი, იაპონიასთან მატჩში. მიმაჩნია, რომ ეს გუნდები ჩვენზე ძლიერები არ არიან. შეგვეძლო და უნდა დაგვემარცხებინა კიდეც. ისე, ამ ორმა თამაშმა კარგი გამოცდილება შეგვძინა.

- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. როგორ ფიქრობთ, შევძლებთ მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურის მოპოვებას?

- ამ ტურნირში ფავორიტებად ჩვენ მიგვიჩნევენ. სერიოზული ბრძოლა გველის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაგბის კავშირმა ცოტა ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს ფრანგული კლუბების მიმართ.

მესმის, რომ მოთამაშეს არ უნდა, საკლუბო კარიერაში პრობლემები შეექმნას და ამას კავშირიც ანგარიშს უწევს, მაგრამ აქვე არსებობს მეორე ფაქტორიც: საქართველოს ნაკრები არ არის ის გუნდი, რომელსაც სამი-ოთხი მოთამაშის არყოფნა არ დაეტყობა.

ამიტომ თითოეული მოთამაშის კლუბიდან გამოშვება საქართველოს რაგბის კავშირმა მკაცრად უნდა მოითხოვოს. საკმარისია, რაც კოჭი ვუგორეთ, ეყოფათ!

მომავალ ტურნირს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მოწინააღმდეგეები პროგრესირებენ, ვითარდებიან და ისე არ არის, რომ თქვა, რადგან შარშან მოვუგეთ, წლეულსაც არ გაგვიჭირდებაო. ყველა მეტოქე განსაკუთრებული მონდომებით ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა გორგოძე ევროპის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაში

მამუკა გორგოძე "ჰაინეკენის თასის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

giorgi
მარტალი ხარ მამუ შენი ჩირიმე
მერაბ
საქართველოს საამაყო შვილი,
giorgi kutaisi
კითხულობ გოროგოძის სიტყვებს, და მირდაპირ გრძნობ რა მაგარი კაცია..
nukri
მართლა მაგარი ხარ მამუკაა!!!!!!!!!
giorgi
მართლა რა მაგარი კაცია
ქარ
აი ნამდვილი რაინდი და ნაღდი ქართული ჯიგარი, კოჭები კიარ უნდა ვუგოროთ უნდა დავუმტვრიოთ. ჩვენც უკვე დიდი რაგბის ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა