ქართველი ლეგიონერები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
ლადო დვალიშვილი, რომელსაც თითქოს კარიერა სხვაგან უნდა გაეგრძელებინა, ვარშავის "პოლონიას" დაუბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვარშავულმა კლუბმა ქართველ ფორვარდს კუთვნილი დავალიანება გაუსტუმრა.

დვალიშვილი "პოლონიას" "ლეხიასთან" ტესტ-მატჩით დაუბრუნდა, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო. ლადომ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

შვეიცარიულმა "ბელინცონამ", რომლის ღირსებასაც გიორგი ივანიშვილი იცავს, "სერვეტს" 3:1 სძლია. ივანიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მის ანგარიშზე საგოლე პასია.

უჩა ლობჟანიძის "კრივბასმა" ასევე საკონტროლო შეხვედრაში ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა აზერბაიჯანულ "ხაზარს". ქართველი მცველი უკრაინელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

ასევე პირველი 45 წუთი დაჰყო მოედანზე პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ. მისი გუნდი ლიტვურ "ატლანტასს" დაუზავდა - 1:1.

ბერლინის "ჰერტამ" საკონტროლო მატჩში შვეიცარიული "ლუგანო" 2:0 დაამარცხა. წინა სპარინგებისგან განსხვავებით, "ჰერტას" სამწვრთნელო შტაბმა მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა.

ლევან კობიაშვილმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შეხვედრა სრულად ჩაატარა, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ იგი ოფიციალურ მატჩებშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ბერლინელები მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობას 3 თებერვალს განაახლებენ, როცა "რეგენსბურგს" ესტუმრებიან. "ჰერტას", რომელიც დღეისთვის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების ჩინებული შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა