"ოლიმპიაკოსის" ქართველ ცენტრს "მაქაბისთან" შეხვედრაში ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად და ყოფილი კლუბი "მაქაბი" მისსავე მოედანზე 78:77 დაამარცხა.

შერმადინს ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 9 ქულა (8-იდან 4 ორქულიანი, 1-იდან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება.

ქართველ ცენტრს შეცდომა არ დაუშვია და ორჯერ დაჯარიმდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი "ოლიმპიაკოსის" რიგებში მეორე იყო - 19. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 20, ვასილის სპანულისს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულას მოუყარა თავი.

პირეოსელთა მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა "მაქაბის" თავკაც დევიდ ბლატს დაანახა, რომ შერმადინის სასტარტო ხუთეულში დაყენებაც შეიძლება და ბოლო, გადამწყვეტ წამებზე მისი ნდობაც.

ხოლო ნდობის გამართლება რომ ხელეწიფება, შერმადინმა შარშანაც არაერთხელ დაამტკიცა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ წუთებზე უპირატესობა "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა, წინ 10 ქულის სხვაობით გავიდა და თითქოს "მაქაბის" მასთან შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ბლატის შეგირდებმა არათუ ანგარიში გაათანაბრეს, წინაც გავიდნენ.

თუმცა ბოლო წამებზე სხვაობა სამ ქულას არ ასცილებია და სირენამდე 52 წამით ადრე ჰაინსმა ბერძნების სასარგებლოდ 78:77 დააფიქსირა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ქულა ვერ ჩააგდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ორი ქულა საბერძნეთში "წავიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა