24 იანვარს მალტაზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მთავარ კონკურენტ მოლდოვას ვერ მოუგო
24 იანვარს მალტაზე საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მთავარ კონკურენტს, მოლდოვას დაუპირისპირდა.

მოლდოვა ის გუნდია, 2011 წელს ელიტრაუნდის საგზური თბილისში ცხვირწინ რომ აგვაცალა. ამიტომაც ამბობდა ტურნირის დაწყებამდე "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომ რევანშისთვის ემზადებოდა.

სამწუხაროდ, რევანში ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არჩილ სებისკვერაძემ გახსნა. მოლდოველთა შეტევისას ბურთი დავით ბობოხიძეს შეეხო და ჩვენს კარში აღმოჩნდა. მან შეცდომა მალე გამოასწორა და პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე გუნდი დააწინაურა - 1:2.

მეორე ტაიმი ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. მართალია, მოლდოველთა გოლს სებისკვერაძემ უპასუხა, მაგრამ 5 წუთში ზედიზედ სამი გოლი გაგვიტანეს და 5:3 დაწინაურდნენ. ბოლოს ისევ ბობოხიძემ ივარგა, მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო, ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეგვინარჩუნა.

26 იანვარს ჯგუფში ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება: მალტა-მოლდოვას შედეგით გამოვლინდება ჯგუფის გამარჯვებული.

პირველ დღეს ჩვენ მალტას 9:0 მოვუგეთ. გამომდინარე აქედან, მოლდოვა 8 და ნაკლები ბურთით თუ მოიგებს, ელიტრაუნდში საქართველო გადის. 9 და მეტი ბურთით მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს მოლდოვა დაიკავებს.

როგორც გვითხრეს, ისინი რეიტინგში საქართველოზე წინ არიან და თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობაც ექნებათ.

ასე რომ, ვგულშემატკივრობთ მალტას!

ფუტსალი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი

24 იანვარი. პაოლო. "ჰიბერნიანს პავილიონი".

მოლდოვა-საქართველო 5:5

0:1 სებისკვერაძე (16), 1:1 ბობოხიძე (18. ავტოგოლი), 1:2 ბობოხიძე (20), 2:2 ლაშკუ (25), 2:3 სებისკვერაძე (25), 3:3 ტაკოტი (26), 4:3 ვიკოლაში (29), 5:3 ა. მუნტიანუ (31), 5:4 ბობოხიძე (36), 5:5 ბობოხიძე (39).

მოლდოვა: ნიაგუ, -კოჩებანი, ალეკსეი მუნტიანუ, ტაკოტი, ლაშკუ - კრივოი (მეკარე), ხოდერიანი, არლეტი, ტანურკოვი, ბურდუჟელი, ხილოტიი, ვიკოლაში, ტიმბალისტი, სერგეი მუნტიანუ.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვუსატიი.

საქართველო: ჯამბურია (კაპ) - კაკაბაძე, კობაიძე, ალთუნაშვილი, ბობოხიძე - გაბუჩია (მეკარე), ჭანუყვაძე, შელეგია, ჯაფარიძე, მაისია, სოზაშვილი, ლუკავა, სებისკვერაძე.

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გაფრთხილება: ხილოტიი (16), ალთუნაშვილი (17), ჯაფარიძე (34), კაკაბაძე (40).

არბიტრები: მ. ბირკეტი (ინგლისი), ს. ტომიჩი (ხორვატია)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 2 1 1 0 14-5 4

2. მოლდოვა 1 0 1 0 5-5 1

3. მალტა 1 0 0 1 0-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალტა-საქართველო 0:9 - მასპინძლები მიწასთან გავასწორეთ!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა