არაერთ სპორტსმენს ჰყავს ორეული და მათ შორის, ქართველსაც
დღევანდელ "ტაიმლაინში" სპორტის ზამთრის სახეობებზე დაწერას ვაპირებდი. მოგეხსენებათ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის მოციგურავეთა ჩემპიონატი დაიწყო...

თუმცა რადგან ჯერ ელენე გედევანიშვილი არ გამოსულა (ის ხომ შეჯიბრების ფავორიტთა შორისაა), მოცდა ვამჯობინე.

მომდევნო პარასკევი პირველი თებერვალია, ე.ი. ჯერაც ზამთარია და ზამთრის სახეობებზე უფრო საინტერესო პუბლიკაცია უნდა გამოვიდეს.

იყო კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მოციგურავეებზე დაწერა გადამადებინა: "ფეისბუქზე" ნაპოვნი შეწებებული ორი ფოტო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოვაქვეყნე, რომელსაც მოწონებათა ტალღა დაატყდა.

შეწებებულთაგან ერთზე მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსია გამოსახული, მეორეზე - სსრ კავშირის დამცველი (გერმანელებისგან) იოსებ სტალინი. მათ შორის მართლაც არის რაღაც მსგავსება.

უმალ გამიჩნდა კითხვა: ნეტავ, ლიონელ მესი რომელ ცნობილ პიროვნებას ჰგავს? საკითხს კარგად რომ ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ არაერთ სპორტსმენს ჰყავს ორეული, მათ შორის ქართველსაც.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო მსგავსება აღმოაჩინეს, რომელთაგან გამოსარჩევია "ჰიუსტონ როკეტსის" ფორვარდის, ჯეიმს ჰარდენის ზღვის ლომთან შედარება, ხოლო ზაზა ფაჩულიასი - სილვესტერ სტალონესთან.

ფოტოს თუ დააკვირდებით, ზაზასა და სილვესტერს შორის გარეგნულ მსგავსებად მხოლოდ თმაზე გადასაჭერს აღმოაჩენთ, თუმცა იდეის ავტორს სიღრმისეული გათვლა ჰქონდა: 2008 წლის გაზაფხულზე ფაჩულიამ კევინ გარნეტთან დაპირისპირებით გაითქვა სახელი და იგი ამერიკული ფილმის გმირ მოკრივე როკი ბალბოას შეადარეს.

შესაძლოა, ვინმემ დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთ ფეხბურთელთან მსგავსება მიიჩნიოს ყველაზე საინტერესოდ, მაგრამ გამოგიტყდებით, დიეგო მილიტოსა (არგენტინელი ფეხბურთელი) და ენცო ფრანჩესკოლის (80-იანი წლების ურუგვაელი ვარსკვლავი) შეწებებული ფოტოები რომ ვნახე, გარჩევა გამიჭირდა, იმდენად ჰგვანან ერთმანეთს.

საინტერესო დამთხვევები არაერთი საიტიდან ამოვკრიბე და გამოხშირვის პროცესიც არცთუ იოლი იყო. მაგალითად, ერთ რუსულ ვებგვერდზე მოკრივე ვალუევი ნეანდერტალელთან იყო შედარებული. აბა, პირველყოფილი ადამიანისა და ცნობილი მოკრივის გვერდიგვერდ დადებულ ფოტოებს ჩვენს გაზეთში როგორ გამოვაქვეყნებდი...

ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) და სილვესტერ სტალონე (ფილმიდან "როკი")

პაბლო აიმარი (ფეხბურთი) და ელაიჯა ვუდი ("ბეჭდების მბრძანებელი")

ლიონელ მესი (ფეხბურთი) და დასტინ ჰოფმანი (მსახიობი)

ხუან სებასტიან ვერონი (ფეხბურთი) და ვინ დიზელი (მსახიობი)

კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) და კატა

ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) და ზღვის ლომი

დიეგო მილიტო (ფეხბურთი) და ენცო ფრანჩესკოლი (ფეხბურთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩორნა
ყოჩაღ, კარგია! ძალიან მესიამოვნა.
sake
მართლა მაგარია
irakli
კანაკავა კი სუფთა ვანდამია :)))
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს