ფრაიბურგში ალექსანდრე იაშვილი გაახსენდათ...

ბუნდესლიგის მე-19 ტური ერთდროულად სამ დერბის გვთავაზობს: "გლადბახი" "ფორტუნას" ხვდება, "ვოლფსბურგი" კი "ჰანოვერს" მასპინძლობს, ხოლო "ჰამბურგისა" და "ვერდერის" უმძაფრესი ჩრდილოეთის დერბია.

ტური "დორტმუნდისა" და "ნიურნბერგის" დაპირისპირებით დაიწყო (3:0) და ბუნდესლიგის კლასიკით ("შტუტგარტი"-"ბაიერნი") დასრულდება. "ჰოფენჰაიმი", "აუგსბურგი" და "ფიურტი" კი გადარჩენისთვის ბრძოლას სერიოზულად იწყებენ.

ტურის სამი დერბიდან ერთი მიონხენგლადბახში გაიმართება, სადაც "ბორუსიას" დიუსელდორფის "ფორტუნა" სტუმრობს.

ლუსიენ ფავრის "გლადბახი" ამ სეზონში ერთობ არასტაბილური გუნდია და ამით ახალს არაფერს ვამბობთ, მაგრამ შვეიცარიელი მწვრთნელი ქომაგებს მეორე წრეში ჰპირდებოდა სტაბილურობას, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.

"ჰოფენჰაიმთან" მატჩში (0:0) მიონხენგლადბახელებს ტემპიც აკლდათ და იდეებიც. სეზონის მეორე ნახევარი ცუდად დაიწყო "ფორტუნამაც" - დიუსელდორფელები "აუგსბურგთან" 2:3 დამარცხდნენ.

ამ მატჩში განსაკუთრებით ცუდად "ფორტუნას" უკანა ხაზი და კერძოდ მეკარე გიფერი გამოიყურებოდა, რომელმაც უპატიებელი შეცდომები დაუშვა. გააძლიერებს დიუსელდორფელთა დაცვას ახალწვეული ლატკა? ამას მალე გავიგებთ.

საქსონიაშიც დერბის დროა

"ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება ქვემოსაქსონიური დერბია, რომლის ყურადღების ცენტრში "ვოლფების" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი მოექცევა.

ამის მიზეზი ისაა, რომ 48 წლის სპეციალისტი 2006-დან 2009 წლამდე სწორედ "ჰანოვერის" დამრიგებელი იყო. "წითლებმა" მეორე წრე არაადეკვატურად (4:5 "შალკესთან") დაიწყეს და მენეჯერი იორგ შმადტკე ბობოქრობდა, იმედია, ასეთი კოშმარი აღარასოდეს დაგვემართება, მეორე ტაიმში ჩვენი კარის მიმართულებით ყველა დარტყმა გოლი იყოო.

ამრიგად, "ჰანოვერის" თავკაცმა მირკო სლომკამ დაცვაში რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს. შესაძლოა, მან ამ მატჩშივე მისცეს თავის გამოჩენის შანსი ახალწვეულ პოკონიოლის.

რაც შეეხება "ვოლფსბურგს" - ჰეკინგის გუნდში სრული იდილიაა. "მგლებმა" მეორე წრე "შტუტგარტის" ძლევით (2:0) დაიწყეს და კარგ ხასიათზე არიან.

შალკეს საკადრო პრობლემები აქვს

დღეისათვის ბუნდესლიგას სამი აუტსაიდერი ჰყავს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა ამ სამეულს უნდა მოუხდეს - "ჰოფენჰაიმს", "აუგსბურგს" და "ფიურტს" ვგულისხმობთ.

ისინი დანარჩენებს უკვე იმდენად ჩამორჩნენ, რომ ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაში ჩანან, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. უსუსური სამეულიდან წინა ტურში "აუგსბურგმა" სამი ქულა მოიპოვა (დეიუსლდორფში 3:2 მოიგო) და სიცოცხლის ნიშანწყალი გამოამჟღავნა.

აუგსბურგელთა გოლეადორი მიოლდერსი ამბობს, მჯერა, რომ მეორე ბუნდესლიგაში არ დავქვეითდებითო. რწმენა კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გადარჩენისთვის ქულებია საჭირო, დღეს კი "აუგსბურგი" "შალკეს" მასპინძლობს!

თავის მხრივ, გელზენკირხენულ კლუბს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დიდი ხნით დაშავებულ აფელაის ლაზარეთში ახლა ბარნეტა და ობასიც შეუერთდნენ. შესაბამისად, მწვრთნელ იენს კელერს ფლანგებზე დიდი არჩევანი აღარ აქვს: ფარფანი მარჯვნივ, დრაქსლერი მარცხნივ - ეს მისი ერთადერთი გამოსავალია.

უკვე "აუგსბურგზე" უარეს დღეშია "ფიურტი" (9 ქულა, ბოლო ადგილი). მაიკ ბიუსკენსის გუნდმა ამ სეზონში ერთადერთი მატჩი მოიგო და მოუგო "მაინცს" (სტუმრად, 1:0). მას მერე ნახევარი სეზონი გავიდა და დღეს ფიურტელები მაინცელებს საკუთარ მოედანზე ხვდებიან...

დაიძირება აინტრახტი?

პირველი წრის აღმოჩენამ, ფრანკფურტის "აინტრახტმა" სეზონის მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო (1:3 ლევერკუზენში) და მწვრთნელმა არმინ ფეემ ცხადად დაინახა, რომ უჭირს როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაშიც. დღეს "აინტრახტის" მეტოქე "ჰოფენჰაიმია" და წესით, ფრანკფურტელები ფავორიტებად უნდა მიგვეჩნია, მაგრამ ვერ გავრისკავთ, რადგან "ჰოფენჰაიმმა" წაგებათა ექვსმატჩიანი სერია შეწყვიტა (0:0 "გლადბახთან") და გადარჩენისთვის ბრძოლაში ქულები ჰაერივით სჭირდება.

ბაუმანი კისლინგის წინააღმდეგ

შაბათის საღამოს მატჩი "ფრაიბურგისა" და "ლევერკუზენის" უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაა. ბრაისგაუელები კვლავინდებურად საუკეთესო ექვსეულში ბინადრობენ და ევროპალიგის საგზურს უმიზნებენ, "ფარმაცევტები" კი "ბაიერნს" მისდევენ - როგორც შეუძლიათ.

"ფრაიბურგის" წარმატების საიდუმლო შესანიშნავი დაცვის ხაზია - კრისტიან შტრაიხის გუნდს ამ სეზონში მხოლოდ 18 გოლი აქვს გაშვებული, რაც "ბაიერნის" (7) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. ცხადია, ეს მხოლოდ მცველების დამსახურება არ გახლავთ - ბრწყინვალე ფორმაშია "ფრაის" მეკარე ბაუმანიც.

მატჩი იმიტომაც იქნება საინტერესო, რომ თუკი "ფრაიბურგი" დაცვის ხაზის სიძლიერით იწონებს თავს, "ლევერკუზენს" ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა (36 გოლი) და ჯერჯერობით საუკეთესო თავდამსხმელი (შტეფან კისლინგი, 13 გოლი) ჰყავს.

ეს ფოტო 2005 წლის 16 აპრილს, იმ მატჩის დროსაა გადაღებული, როცა "ფრაიბურგმა" საკუთარ მოედანზე უკანასკნელად შეძლო "ლევერკუზენის" კარის დალაშქვრა და ეს, როგორც ხედავთ, ჩვენებურმა ალექსანდრე იაშვილმა მოახერხა. ბოლო ოთხი საშინაო მატჩი "ფრაის" "ლევერკუზენთან" წაგებული აქვს...

პრესტიჟის დერბი ჩრდილოეთში

კვირას ორი მატჩია და ორივე უდიდეს ინტერესს იწვევს: ჯერ "ჰამბურგისა" და "ვერდერის" უმძაფრესი დუელით ვისიამოვნებთ, რაც ჩრდილოეთის დერბია, მერე კი ვნახავთ, როგორ დაუხვდება "შტუტგარტი" "ბაიერნს" ბუნდესლიგის კლასიკაში.

ჩრდილოეთის დერბიში საქმე ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის გარდა, პრესტიჟს ეხება.

"ჰამბურგის" თავკაც ტორსტენ ფინკს დაცვაში ცვლილება მოუწევს - ტრავმირებულ მანსიენს სავარაუდოდ ბრუმა შეცვლის. "ვერდერს" თავისი ფანებისთვის ბოდიშის მოხდა მართებს იმის გამო, რაც ბრემენულ კლუბს წინა ტურში დაემართა (0:5 "დორტმუნდთან").

თომას შააფმა იმ შეხვედრაში 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია და წინა ხაზის ცენტრში საყრდენი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ათამაშა, ხოლო ცენტრფორვარდი ნილს პეტერსენი კი ფლანგზე ჰყავდა გამწესებული. ექსპერტიმენტმა, რბილად რომ ვთქვათ, არ გაამართლა და ალბათ შააფი ტრადიციულ ვარიანტს (4-1-4-1) დაუბრუნდება.

ბაიერნი შტუტგარტში

ტურს სამხრეთული კლასიკა დაასრულებს. "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელია ბრუნო ლაბადია ბედნიერია იმის გამო, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა, ვედად იბიშევიჩი გამოუჯანმრთელდა.

მის არყოფნაში ბრუნომ "ვოლფსბურგთან" ცენტრფორვარდად ტანდაბალი ოკაზაკი (1.74 მეტრი) გაამწესა და რა გასაკვირია, რომ ამ უკანასკნელმა ვერაფერი გააწყო "მგლების" მაღალი მცველების, მადლუნგისა (1.93 მეტრი) და კიაერის (1.90) წინააღმდეგ.

ლაბადიას იმედი აქვს, რომ 1.88 მეტრი სიმაღლის მქონე იბიშევიჩი "ბაიერნის" ცენტრალურ მცველებს, დანტეს (1.88) და ვან ბუიტენს (1.97) პრობლემებს შეუქმნის.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური

25 იანვარი

ბორუსია (დ)-ნიურნბრგი 3:0

Video

დორტმუნდი - ნიურბერგი 3:0

26 იანვარი

ბორუსია (მ)-ფორტუნა 18:30

ტრავმა: შტრანცლი - ბრუნო სუარესი, ლანგენეკე, დუ-რი ჩა, რაფაელი, ვორონინი

ბოლო 6 მატჩი

+2=4-0 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +22=9-14, (84:58)

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: და სილვა პინტუ, ია კონანი (აფრიკის თასზეა) - ჟოსუე

ტრავმა: ჩერუნდოლო, ფელიპე, კ. შულცი, ანდრეასენი, ფრანკა, შტინდლი - პილარი, ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6=3-12, (29:37)

აუგსბურგი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: ბონსე (აფრიკის თასზეა), სიო - ჯონსი

ტრავმა: იენტცში, ს. ლანგკამპი, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ოტლი, პეტრჟელა - კ. პაპადოპულოსი, აფელაი, მორიტცი, ობასი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=1-2, (3:7)

ფიურტი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: შ. პარკერი (მაინცი)

ტრავმა: ნდოიე, ჰეფელე, შმიდტგალი, ტირალა - ბუნგერტი, სოტო, ჩუპო-მოტინგი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1=0-0, (1:0)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 18:30

ტრავმა: ამედიკი - შრიოკი, თესკერი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, შიპლოკი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +1=2-4, (8:11)

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 21:30

დისკვალიფიკაცია: მაკიადი (აფრიკის თასზეა)

ტრავმა: მუიჯა, ფრაისი - კადლეცი, ბელარაბი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +7=7-13, (32:49)

27 იანვარი

ჰამბურგი-ვერდერი 18:30

ტრავმა: ლამი, მანსიენი, სალა - ვოლფი, ბარგფრედე

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 97 თამაში: +30=33-34, (145:144)

შტუტგარტი-ბაიერნი 20:30

დისკვალიფიკაცია: ბოკა (აფრიკის თასზეა), გ. საკაი (ორივე შტუტგარტი)

ტრავმა: კაკაუ, ჰუგლანდი, ჰემლაინი - შტარკე, ბადშტუბერი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 91 თამაში: +17=20-54, (108:184)

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები: 13 – კისლინგი (ლევერკუზენი); 12 – ა. მაიერი (აინტრახტი); 11 – ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 10 – იბიშევიჩი (შტუტგარტი); 9 – თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XIX ტური. პარასკევის მატჩის წინ: გააბრაზებს "ნიურნბერგი" ჩემპიონს?

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა