ანდრეა სტრამაჩონის - ანტონიო კასანო, ვლადიმირ პეტკოვიჩს - მიროსლავ კლოზე

გასულ ტურში, "იუვენტუსი" ისევ დაუსხლტა კონკურენტებს, მაგრამ არა იმდენად, რომ თავი მშვიდად იგრძნოს.

ერთი წაფორხილება და მდევრები ისევ მიახლოვდებიან. ჩემპიონატიც ისეთ ფაზაშია შესული, თითოეულ ქულას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, ერთმა ტურმა ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს...

კონტემ ამოისუნთქა

სათასო პაექრობის წინ, ანტონიო კონტე წუხდა, საკადრო პრობლემები შემექმნა და თავდასხმაში ალესანდრო მატრის იმედად ვარ დარჩენილიო. ამ მხრივ, ყველაფერი დალაგდა და ნიკლას ბენდტნერის გარდა, ყველა თავდამსხმელი მწყობრშია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, სასტარტოში ფაბიო კვალიარელა და მირკო ვუჩინიჩი გაირჯებიან, თადარიგში კი კონტეს სებასტიან ჯოვინკო და ალესანდრო მატრი ეყოლება. სამაგიეროდ, ნახევარდაცვაში უჭირს კონტეს - მარტო ის რად ღირს, რომ ტრავმის გამო თამაშს ანდრეა პირლო გამოტოვებს.

საკუთარ მოედანზე "იუვე" ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტურინელები უბრალოდ ვალდებულნი არიან გაიმარჯვონ. ლიდერს ერთ-ერთი აუტსაიდერი, "ჯენოა" ესტუმრება, რომელიც საშინლად ასპარეზობს და დაქვეითების რეალური კანდიდატია. თუმცა, ტურინელთა მწვრთნელი შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ვინც თვლის, რომ გენუელებთან იოლი მატჩი გველის, ძალიან ცდება. "ჯენოას" დასაკარგი არაფერი აქვს, მაქსიმალურად მოინდომებს და შეეცდება ქულა მაინც წააყოლოს ხელს. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სამი ქულა უკვე მოპოვებული გვაქვს, აუცილებლად დავისჯებით.

პირლო ტრავმირებულია და ალბათ ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მის გარეშეც გვმართებს უმაღლეს დონეზე თამაში, მე სწორედ ამის იმედი მაქვს".

დუბლისთვის მებრძოლი

მიმდინარე სეზონში, "კიევო" "ჯენოაზე" უკეთესად ირჯება, მაგრამ "ლაციოსთან" გასვლით პაექრობაში ვერონული გუნდიც აუტსაიდერად გამოიყურება. მით უმეტეს, რომაელებს მიროსლავ კლოზე დაუბრუნდათ, რომელიც ერთი ვერსიით ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო მეორე ვერსით თადარიგში დარჩება და ისევ სერჯო ფლოკარის დაუთმობს ადგილს.

დედაქალაქელები მოახლოებულ პაექრობას შესანიშნავ ხასიათზე ხვდებიან, რადგან შუა კვირაში იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვესთან" სასურველ შედეგს მიაღწიეს. წინასამატჩო ბრიფინგზე ვლადიმირ პეტკოვიჩს ერთი საინტერესო კითხვა დაუსვეს: "თქვენი გუნდი დუბლისთვის იბრძვის"? - აქვე პასუხი:

"დამაინტრიგებელი კითხვაა. ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი გვიკავია, თასის ფინალთან კი ახლოს ვართ - ამ ლოგიკით, მართლაც დუბლისთვის ვიბრძვით, ეს ფაქტია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღეს ტროფეებზე არ ვფიქრობ და უბრალოდ მსურს, უახლოესი თამაშისთვის გუნდი იდეალურად მოვამზადო. ანალოგიური ვითარებაა "კიევოსთან" მატჩის წინაც და დანარჩენი უკვე მოედანზე გამოჩნდება".

კაპიტნის დაბრუნება

"ნაპოლი" ემილიაში პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ჩადის. ვალტერ მაცარის ედინსონ კავანიც ეყოლება, გორან პანდევიც, მარეკ ჰამშიკიც და თუ საჭირო გახდა, ლორენცო ინსინიეც. "პარმასთან" გასვლაზე მოგება იოლი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ თუ სამხრეთელებს "იუვენტუსისთვის" კონკურენციის გაწევა სურთ, სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა ივარგონ.

აღსანიშნავია, რომ "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ძირითად შემადგენლობაში იქნება პაოლო კანავარო, რომელსაც ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. კაპიტანს წინა ტურშიც ჰქონდა მოედანზე გასვლის უფლება, მაგრამ კაი ხნის უთამაშებელი იყო და მწვრთნელმა თადარიგში დატოვა. კანავაროს ალესანდრო გამბერინი და მიგელ ბროტოსი დაუმშვენებენ გვერდს.

ნეაპოლელთა მსგავსად, "პარმაც" 3-5-2 ტაქტიკით გაირჯება, შეტევაში კი ისაკ ბელფოდილი და ნიკოლა სანსონე გაირჯებიან. ეს ის სანსონეა, "ენიო ტარდინიზე" "ინტერსაც" რომ გაუტანა და "იუვენტუსსაც". მოკლედ, ახალგაზრდა ფორვარდი ლიდერთა რისხვაა და ვნახოთ, "ნაპოლის" რა ბედი ეწევა.

ოპტიმალური ტრიო შეტევაში

ანდრეა სტრამაჩონის ანტონიო კასანო დაუბრუნდა და მარტო როდრიგო პალასიოს იმედად აღარ უწევს ყოფნა. "ინტერი" "ტორინოს" მიიღებს და რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

გამთამაშებელი ფრედი გუარინი იქნება და ეს ალბათ ის ოპტიმალური ტრიოა, რომელსაც სტრამაჩონი სიამოვნებით დაეყრდნობა.

პალასიო ათამაშდა, კასანოს კარგი სეზონი აქვს, გუარინი კი სულაც "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება მიმდინარე სეზონში. ანუ, მილანური გრანდი ტურინელთა ძლევისთვის ემზადება, მით უმეტეს, "ტორინოს" დღემდე დაშავებული ჰყავს საუკეთესო მცველი ანჯელო ოგბონა.

"მილანი" "ატალანტას" ესტუმრება და მასიმილიანო ალეგრისთვის ტრადიციული ტაქტიკით, 4-3-3-ით გაირჯება. ფლანგებიდან ისევ თინეიჯერები: მბიაე ნიანგი და შტეფან ელ შაარავი შეუტევენ, ცენტრფორვარდი კი ისევ ჯამპაოლო პაცინი იქნება. ლომბარდიელთა ახალწვეული კრისტიან ძაკარდო თადარიგში დარჩება და შესაძლოა, მეორე ნახევარში ჩაერთოს თამაშში. "როსონერის" მოგება სჭირდება, სხვაგვარად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი კიდევ უფრო მიზერული გახდება.

იტალია. სერია A. XXII ტური

26 იანვარი

ლაციო-კიევო 21.00

დისკვალიფიკაცია: ცანა (ლაციო).

ტრავმა: სტანკევიჩუსი, ედერსონი - დრამე, ლუსიანო.

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +8=9-4, (25-21)

იუვენტუსი-ჯენოა 23.45

ტრავმა: პირლო, კიელინი, პეპე, ბენდტნერი - იანკოვიჩი, ვარგასი.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +10=6-1, (38-17)

27 იანვარი

ბოლონია-რომა 15.00

დისკვალიფიკაცია: პაციენცა, კერუბინი - გუბერტი, ლამელა.

ტრავმა: ნატალი, აკვაფრესკა, პორტანოვა - დესტრო, დე როსი, მარკინიოსი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +6=7-15, (29-49)

ატალანტა-მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: ჯორჯი (ატალანტა).

ტრავმა: კაპელი, ბელინი, მარილუნგო, ლუკინი, სკელოტო - დიდაკ ვილა, დე იონგი, ამბროზინი, იეპესი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +4=7-16, (28-28)

კალიარი-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: გარსია (პალერმო).

ტრავმა: არიაუდო, ნენე, რიბეირო, კაპელინი - ერნანდესი, მანტოვანი.

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +7=9-7, (31-31)

კატანია-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: ლოდი, ბერგესიო (კატანია).

ტრავმა: შაკა, ალმირონი, მარკეზე - როსი, აგაცი, კასანი.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +2=3-10, (9-25)

პარმა-ნაპოლი 18.00

დისკვალიფიკაცია: ბერამი (ნაპოლი).

ტრავმა: გალოპა, ბიაბიანი (პარმა).

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +9=3-11, (35-31)

სამპდორია-პესკარა 18.00

დისკვალიფიკაცია: მოდესტო, ვეისი (პესკარა).

ტრავმა: ხუან ანტონიო, რენანი, ედერი - კოსიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2=2-3, (9-14)

უდინეზე-სიენა 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (სიენა).

ტრავმა: ფაბრინი, ბრკიჩი, ბენეტია, ბადუ - პოცი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +8=5-4, (29-20)

ინტერი-ტორინო 23.45

ტრავმა: კასტელაცი, სამუელი, მილიტო, კოუტინიო, სტანკოვიჩი - ოგბონა.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +14=4-1, (32-7)

სატუნრირო ცხრილი

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 17 - კავანი (ნაპოლი); 14 - ელ შაარავი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), პაცინი (მილანი); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ჯილარდინო (ბოლონია), ერნანესი (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: საიუვენტუსე ტური

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა