შესაძლოა ესპანელები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტთა სიიდან მოკვეთონ

ესპანეთი, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ფიფაში პორტუგალიასთან ერთად აქვს შეტანილი, გარიგებაშია ეჭვმიტანილი. ესპანელ სპორტულ ჩინოვნიკებს ყატარის საგანაცხადო კომიტეტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში სდებენ ბრალს. ყატარელებს, თავის მხრივ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph იუწყება.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა ესპანელებზე გამოძიება The Daily Telegraph-ის ეჭვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ირწმუნება, რომ ესპანეთმა და ყატარმა ერთამენთისთვის დახმარების გაწევის შესახებ უკვე მოითათბირეს.

გამოცემის მონაცემებით, ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტთა სიიდან შეიძლება გამოირიცხოს. ამასთან, არ არის დაზუსტებული, გაირიცხება თუ არა ესპანეთთან ერთად პორტუგალიაც, თუ ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად გაარგძელებს 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრძოლას. ესპანეთის და პორტუგალიის კონკურენტები ინგლისი, რუსეთი და ბელგია-ჰოლანდია არიან. ყატარს კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ და ავსტრალია ეცილებიან

ფიფა მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების ორგანიზატორ ქვეყნებს 2 დეკემბერს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაასახელებს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა