ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის შეხვედრაში 23 წუთში 14 ქულა ჩააგდო, რაც სიენელთა ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში თურქულ "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და 63:57 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში ბეშიქთაშელები ევროჩელენჯზე "არმიასთან" ერთად D ჯგუფში თამაშობდნენ და თბილისში ბოლო წამებზე 77:75 გაიმარჯვეს. არადა, ის მატჩი არმიელებს რომ მოეგოთ მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ...
ასეა თუ ისე, თურქული "ბეშიქთაში" მიმდინარე სეზონის წინ იმდენად გაძლიერდა, რომ ევროლიგაზე თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც.
თუმცა, უფრო წარმატებული იტალიური "მონტეპასკია", რომელიც ტოპ-16-ში ჯერაც დაუმარცხებელია. ხუთი ტურის შემდეგ სიენელები ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის განაღდებული აქვთ.
"ბეშიქთაშთან" "მონტეპასკიმ" კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 22:13 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში თურქებმა ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.
მეოთხე ათწუთეული "მონტეპასკიმ" 20:12 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებული ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა.
ვიქტორ სანიკიძემ 14 ქულა ჩააგდო, რაც სიენელთა ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ვიქტორის სრული მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 14 ქულა (10-დან 7 ორქულიანი), 5 მოხსნა.
ევროლიგაზე მორიგ მატჩს "მონტეპასკი" "ბარსელონასთან" გამართავს. შეხვედრა კატალონიაში 31 იანვარს გაიმართება.
ვიქტორ სანიკიძე ბეშიქთაშთან შეხვედრაში ბომბარდირი გახდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა