ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბა კვირკველია: მეცინება და გული მწყდება, 20 წლის ბიჭმა მეტი რა უნდა ვქნა?

საბა კვირკველია: მეცინება და გული მწყდება, 20 წლის ბიჭმა მეტი რა უნდა ვქნა?

ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი 2012 წლის საუკეთესო ქართველი ახალგაზრდის ნომინაციაში 24-კაციან სიაშიც არ შეიყვანეს
საბა კვირკველია ზამთრის პაუზის დროს ყაზანის "რუბინთან" ერთად ემზადება. საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის კანდიდატისა და ახალგაზრდული ნაკრების წევრის სატრანსფერო უფლებები "რუბინს" ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საბა კვირკველიამ "რუბინის" შემადგენლობაში კიევის "დინამოსთან" და ფრანგულ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, შარშან ზაფხულში რუსეთის ნაციონალური (პირველი) ლიგის ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" იჯარით გაუშვეს, სადაც ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

როგორც ჩანს, ტანმაღალ ქართველ მცველს დრო არ დაუკარგავს. საინტერესო ფაქტია: შარშან "რუბინმა", საბასთან ერთად, ნიჟნეკამსკში კიდევ 13 მოთამაშე გაანათხოვრა, თუმცა ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ახლა კლუბში მხოლოდ სამი მათგანი დაიბრუნა, კვირკველია, პორტნიაგინი და გალიულინი.

"კვირკველიამ "ნეფტეხიმიკში" სათამაშო პრაქტიკა მიიღო, მოღონიერდა და თურქეთში პირველ შეკრებაზე ჩვენთან ერთად წამოვა", - განაცხადა ბერდიევმა.

ყაზანელებმა შეკრების პირველი ეტაპი დაასრულეს, საბამ ორიოდე დღით საქართველოში "შემოირბინა" და "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- უპირველესად, "რუბინში" დაბრუნებას გილოცავ.

- სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ბერდიევი მართალი იყო, როდესაც ჩემზე თქვა, "ნეფტეხიმიკში" გადასვლა ძალიან წაადგაო. ეს ჩემი ზრდისთვის აუცილებელიც იყო და ძალიან სასარგებლოც. "რუბინში" სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ნიჟნეკამსკში კი სისტემატურად მათამაშებდნენ და ვგრძნობ, რომ ყველანაირად გავიზარდე, ფიზიკურადაც მოვღონიერდი და თავისთავად, თამაშმაც ბევრი შემძინა.

რა თქმა უნდა, პირველი ლიგა პრემიერლიგა არ არის, მაგრამ ბევრად არ ჩამორჩება და საკმაოდ კარგი დონის ტურნირია. ძალიან ბევრი მაღალი კლასისი ვეტერანი თამაშობს, ახალგაზრდა ფეხბურთელები კი გამოცდილების გვერდით თუ მათ წინააღმდეგ თამაშით ვიზრდებით.

- "რუბინში" როგორ შეგხვდნენ?

- ძალიან კარგად. თურქეთში 8 იანვარს გავემგზავრე და 21-ში პირველი ეტაპი დავასრულეთ. საკონტროლო შეხვედრებიც გვქონდა, ბოლოს "შერიფს" შევხვდით და 2:2 ვითამაშეთ. მოედანზე რომ შევედი, 0:2 ვაგებდით. მერე თამაში შემოვატრიალეთ და მოგებაც შეგვეძლო. პირადად მეც მქონდა საგოლე მომენტი.

- თურქეთში კარგად მოემზადე?

- მშვენიერი პირობები გვქონდა და ცხადია, კარგად მოვემზადე, თანაც იმ გუნდში, რომელსაც ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ასეთ გუნდში გამარჯვებულის ფსიქოლოგია გიყალიბდება და საკუთარ თავს მკაცრ მოთხოვნებსაც უყენებ. კარგი ვარჯიშები და თამაშები გვქონდა, გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა.

- სეზონს "რუბინში" ჩაამთავრებ?

- დიახ, გუნდს დავუბრუნდი, ეს გადაწყვეტილი ამბავია.

- შენთან ერთად "ნეფტეხიმიკში" გიორგი ჯანელიძე თამაშობდა. მაგრამ ის საქართველოში დაბრუნდა.

- სამწუხაროდ, ახალი კონტრაქტი არ შედგა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გიორგი თავის პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

- მოკლედ, 2012 წელს ემადლიერები.

- რა თქმა უნდა. "რუბინიდან" ისე წავედი, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ვითამაშე. მერე "ნეფტეხიმიკში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა, გუნდის მიერ ჩატარებული 18 შეხვედრიდან 17-ში ვითამაშე. ის ერთიც იმიტომ გამოვტოვე, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. მიმაჩნია, რომ წარმატებული სეზონი მქონდა.

- თუმცა, სულ მცირე უცნაური იყო, რომ 2012 წლის ბოლოს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართველი ახალგაზრდების ნომინანტების სიაში ვერ მოხვდი.

- ამაზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ რადგან მკითხეთ, არ შემიძლია, არ გიპასუხოთ. ამან მეც გამაკვირვა. რომ მეკითხებოდნენ, მრცხვენოდა, ან რა უნდა მეპასუხა? მგონია, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელებში ბევრზე ნაკლები დონის ფეხბურთს არ ვთამაშობ. ამ დროს, 24 ნომინანტს შორისაც ვერ მოვხვდი...

თან მეცინება, თან, გული მწყდება. ვინც ეს სია შეადგინა, იმედია, ახლა მაინც გამიხსენებს. ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში, რუსული პრემიერლიგისა და რუსეთის პირველი დივიზიონის ლიდერ გუნდებში მოვასწარი თამაში, ახლა "რუბინში" დამაბრუნეს, რუსეთში კი სულაც არ არის დაბალი დონის ფეხბურთი.

20 წლის ბიჭმა მეტი რა უნდა გავაკეთო? და თუ რამე მეშლება, იქნებ, შემისწოროთ. ვეცდები, მათი ყურადღება 2013 წელს მაინც დავიმსახურო... ეტყობა, ამ სიაში მოსახვედრად, ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო.

თუ ჩემი პრეტენზია ვინმეს გულზე მოხვდება, სათქმელს პირადად ვეტყვი. საკმაოდ კარგი ანაზღაურება მაქვს, არც ბინაა ჩემი პრობლემა და არც მანქანა, მაგრამ მხოლოდ ფულისთვის არ ვთამაშობ. ერთადერთი, ის მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო საქართველოსთვის და ჩვენი გულშემატკივარი გავახარო.

- მართალია, თითქოს რუსეთის მოქალაქეობას გთავაზობენ?

- ქართველი კაცი ვარ და მხოლოდ საქართველოს სახელით თამაშს ვაპირებ. სხვა რამეზე არც ვფიქრობ და არც მინდა. ჩვენი ნაკრების მაისურს სხვაზე არ გავცვლი.

საბა კვირკველია რუბინს დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საბა კვირკველია: ბავშვობაში კახა კალაძესა და ანდრეი შევჩენკოს ვეთაყვანებოდი

• ლაზარე

მიდი სოლომონ მიაწექი ;) ჩვენ შენ გვერდით ვართ :)

• dato

)) გაგიმარჯოს ღმერთმა! კაცი ხარ კაცური!!! აქ ხალხმა შეგიყვაროს, თორე ამათი სამინისტროების და გამოკითხვების ...

• Kazan Kazan

საბა ძალიან დიიიიიიდ წარმატებას გისურვებ რუბინთან.ბიკიევვიჩI მაგარი კაცია.კაპილოვა 2

• Sake

საბა ძამიკო,შენ იშრომე და გაგვახარე,ვინც არ დაგაფასოს იმის....

• guja_kakhadze

ყურადღებას ნუ მიაქცევ. კაცურად შრომა ყველას უფასდება. ბევრი გიყურებს, მაგრამ ყველა კი ვერ ხედავს.

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა

კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა