ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა სკაუტებს ქართველისთვის თვალყურის დევნება დაავალეს
საქართველოს ნაკრებისა და "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ჩელსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა ლონდონური კლუბის სკაუტთა ყურადღების ცენტრში უმალ მოექცა.

როგორც ირკვევა, რომან აბრამოვიჩის კლუბის მესვეურთა ნიჭიერი ქართველით დაინტერესება ახალი ამბავი სულაც არაა. ანანიძეზე ცნობების შეგროვება ბრიტანელ სკაუტებს მას შემდეგ დაუწყიათ, რაც 17 წლისა მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად გუნდში შეკრებაზე პირველად გამოიძახეს. მათ არც "სპარტაკის" ოფიციალურ მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ გატანილი მისი გოლი გამორჩენიათ, რომელსაც რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ბრწყინვალე და მომაჯადოვებელი უწოდეს. შარშან, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, უკვე რუსეთის ჩემპიონატის რეკორდი მოხსნა - ის ყველაზე ახალგზარდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში გოლი გაუტანია. მანამდე კი ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იტალიის წინააღმდეგაც უხმეს.

აღსანიშნავია, რომ "სპარტაკს" ქართველი ნახევარმცველი ხელში უფასოდ მას შემდეგ ჩაუვარდა, რაც ვუნდერკინდზე უარი კიევის "დინამომ" განაცხადა. დღეს უკრაინელები ძალიანაც ნანობენ, მაგრამ გვიანია - ჯანოს ფასი ყოველთვიურად იზრდება.

"სპარტაკს" ანანიძეში 2 მლნ ევრო უკვე შესთავაზეს, მაგრამ მოსკოვური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ჯანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ რომელიმე სუპერკლუბში გადავა და თან ძალიან დიდ ფულს შემოგვთავაზებენო.

ვნახოთ რა იქნება, მანამდე კი გეტყვით, რომ "ჩელისისთან" ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ ჯანომ თვით ჯონ ტერის მაისურების გაცვლა თამამად სთხოვა, რაზეც ინგლისელ ვარსკლავს უარი არ უთქვამს.

acho
საღოლ ჯანო მაგარი ხარ მაგარი გამისწორდება ჩელსიში თუ გადახვალ ისედაც ვგულშემატკივრობ და უფრო მაგრად ვუბალეშიკებ
ztzt
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯანო ყველა რეკორდს მოხსნის, მიდი ჯანო მიაწექი. დასავლური სისხლი მაინც სულ სხვაა!!!!!!!!!!!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა