ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XXII ტური: დაიძაბა, თან როგორ... [VIDEO]

სერია A. XXII ტური: დაიძაბა, თან როგორ... [VIDEO]

"ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსს" კუდზე დააჯდა
XXII ტური სენსაციებით დაიწყო: შაბათის ორივე შეხვედრაში ფავორიტებმა ქულები დაკარგეს... "იუვენტუსი" აუტსაიდერ "ჯენოასთან" მხოლოდ ფრეს გამორჩა, "ლაციომ" კი "კიევოსთან" სულაც მარცხი იწვნია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მიჯრით მერვე მატჩია, "ლაციოს" "კიევოსთვის" საკუთარ მოედანზე ვერ მოუგია...

პეტკოვიჩის ექსპერიმენტი

ვლადიმირ პეტკოვიჩის ექსპერიმენტი, ან გნებავთ როტაცია, რომელმაც არ გაამართლა და "ლაციოს" მწარე მარცხი აგემა. რომაულ გუნდს შუა კვირაში სათასო პაექრობა ჰქონდა "იუვენტუსთან" და მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენება განიზრახა. კერძოდ, თადარიგში დატოვა სტეფანო მაური და ერნანესი, მოთამაშეები, რომლებიც შუა ხაზში ამინდს ქმნიან.

შედეგად, "ლაციოს" იერიშები უფერული და აზრს მოკლებული გახლდათ. პეტკოვიჩმა მეორე ნახევარში ცვლილებებს მიმართა და ჯერ მაური ჩართო თამაშში, შემდეგ კი ერნანესი, რამაც მასპინძელთა იერიშები მკვეთრად გაამწვავა. სწორედ ანტრაქტის შემდეგ შექმნეს დედაქალაქელებმა მომენტები, თუმცა იქ უკვე მიროსლავ კლოზეს არყოფნამ იჩინა თავი.

სამაგიეროდ, ვერონელებმა გამოიყენეს თითქმის ერთადერთი რეალური მომენტი და ვერონაში სამი ქულა გაიყოლეს. გამარჯვების გოლი ალბერტო პალოსკის ანგარიშზეა, რომელმაც დამატებაზე ითამაშა კარგად და ბურთი, ფაქტობრივად, დაუცველ კარში გადაგზავნა. ნამატჩევს პეტკოვიჩი თავს იმართლებდა:

"მაური და ერნანესი გადაღლილნი იყვნენ და მათ დასვენება ესაჭიროებოდათ. როტაციის გარეშე ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობა შეუძლებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, შედეგი კი არცთუ სამართლიანი დაფიქსირდა. მეტოქემ მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა, ჩვენ კი უამრავი გავატანეთ ქარს. უნდა გავაანალიზოთ მომხდარი და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ".

მსაჯობით უკმაყოფილო კონტე

უკმაყოფილო რბილად ნათქვამია, ანტონიო კონტე გაცხარებული გახლდათ და მატჩის შემდეგ რეფერი მიწასთან გაასწორა. საქმე იმაშია, რომ მსაჯმა რამდენიმე საკამათო ეპიზოდში გენუელთა მხარე დაიჭირა, ერთ მომენტში კი ტურინელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა - არადა, "ჯენოას" მცველს ბურთი ხელზე ნამდვილად მოხვდა.

Video

იუვენტუსი - ჯენოა 1:1

უმალ გაირკვა ისიც, რომ არბიტრი მარკო გუიდა ნეაპოლელია და ბუნებრივია, ამას შესაბამისი კუდებიც გამოება. მართალია, კონტეს მსაჯის ნეაპოლელობა არ უხსენებია, მაგრამ სხვა მხრივ, არაფერი დააკლო - ჯერ ანტონიოს მოვუსმინოთ და შემდეგ მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

"ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რადგან დღეს აშკარად დავიჩაგრეთ. მსაჯმა არაერთი შეცდომა დაუშვა, თერთმეტმეტრიანი კი ცხადზე უცხადესი იყო. საგულისხმოა, რომ კარის უკან მდგარმა არბიტრმა მთავარ მსაჯს პენალტის დანიშვნა ურჩია, მაგრამ გუიდამ მისი აზრი არ შეისმინა. როგორც მინიმუმ, ეს არაპროფესიონალიზმია და ისე, არც უარესის გამორიცხვა შეიძლება. დღეს ჩვენ ქულები დაგვაკარგვინეს".

კონტემ ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მისმა "იუვენტუსმა" ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში? - პირველი ხეირიანი კომბინაცია, რომელიც ტურინელებმა განახორციელეს, გოლით დასრულდა და ეს ყველაფერი 54-ე წუთზე მოხდა(!).

არც შემდეგ შეესხათ ტურინელებს ფრთები და გენუელთა გოლიც არ იყო მოკლებული ლოგიკას. 68-ე წუთზე თავი მარკო ბორიელომ გამოიჩინა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

აღსანიშნავია, რომ მარკომ გოლი არ აღნიშნა და ამით ექსგუნდის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ეს ერთობ გასაკვირი ამბავია, რადგან ბორიელომ ტურინულ გრანდში მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო და მთელი ეს პერიოდი ტიფოზებისგან აგრესიის მეტი არაფერი უგრძვნია.

გახსოვთ, ალბათ, "იუვეს" გულშემატკივრებმა ბორიელო არაფრით მიიღეს და ხშირად გამაყრუებელი სტვენის ფონზე უხდებოდა თამაში. ამ ყველაფრის შემდეგ გოლის არაღნიშვნას დიდსულოვნება სჭირდება და მარკო ამისთვის ქებას იმსახურებს.

კვალიარელას გოლზე არაფერი გვითქვამს, მაგრამ სათქმელი ბევრიც არაფერია - ფაბიომ სამსვლიანი კომბინაცია დააბოლოვა, ბურთი კი კარში რიკოშეტის შემდეგ შეგორდა. "იუვემ" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და კიდევ ერთხელ, ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა.

თრილერი ბოლონიაში და იკარდის პოკერი

"ნაპოლიმ" კარგად ისარგებლა კონკურენტთა წაფორხილებით და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. ვალტერ მაცარის გუნდმა კერკეტი "პარმა" მისსავე მოედანზე დაამარცხა და "იუვენტუსს" კუდზე დააჯდა.

ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა უკვე სამი ქულაა, ეს კი სახუმარო ამბავი არ გახლავთ. "ნაპოლის" და მატჩის გმირად კიდევ ერთხელ იქცა ედინსონ კავანი, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.

Video

პარმა - ნაპოლი 1:2

მოიგო "მილანმაც" და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ექვსი ქულა აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლომბარდიული გრანდი სამეულისთვის აუცილებლად იბრძოლებს. "ფიორენტინამ" 2013 წელს ვერაფრით აუღო ალღო - კიდევ ერთი მარცხი და კიდევ ერთი იმედგაცრუება.

Video

ატალანატა - მილანი 0:1

დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია "რომა", რომელმაც დრამატულ, ფანტასტიკურ პაექრობაში "ბოლონიასთან" მხოლოდ ქულა მოიპოვა და ცხრილში მერვე პოზიციაზე დაეშვა.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "სამპდორიამ" "პესკარას" შავი დღე აყარა, მაურო იკარდიმ კი პოკერი შეასრულა. 19 წლის ფორვარდს მალე იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ. ამის შესახებ თვით ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა.

იტალია. სერია A. XXII ტური

ლაციო-კიევო 0:1

გოლი: 0:1 პალოსკი (61).

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ (74. კოზაკი) - კანდრევა, ბროკი (46. მაური), ლედესმა, გონსალესი (62. ერნანესი), ლულიჩი - ფლოკარი.

კიევო (5-3-2): პუჯონი - სარდო (33. ვაჩეკი), დაინელი, ანდრეოლი, ცეზარი, იოკიჩი - ლ. რიგონი, კოფიე, გუანა (68. სეიმური) - თერეუ, პალოსკი (74. სტოიანი).

გაფრთხილება: ბიავა, დიასი, ერნანესი - ვაჩეკი.

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-5(6-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-ჯენოა 1:1

გოლები: 1:0 კვალიარელა (54), 1:1 ბორიელო (68).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პოგბა, ვიდალი, მარკიზიო (82. ბელტრამე), დე ჩელიე (73. ჯაკერინი) - ვუჩინიჩი, კვალიარელა (69. ჯოვინკო).

ჯენოა (3-5-2): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი (66. როსი), მორეტი - პიზანო, კუჩკა, მათუზალემი, ოლივერა (66. ბერტოლაჩი), ანტონელი - იმობილე (59. ბორიელო), ფლორო ფლორესი.

გაფრთხილება: ვუჩინიჩი, ლიხტშტაინერი - გრანკვისტი, მათუსალემი, ანტონელი, ბორიელო.

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 13-7(6-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 38 000

ბოლონია-რომა 3:3

გოლები: 0:1 ფლორენცი (9), 1:1 ჯილარდინო (17), 1:2 ოსვალდო (18), 2:2 გაბიადინი (26), 3:2 პასკუატო (54), 3:3 პანაიოტისი (74).

ბოლონია (4-2-3-1): ალიარდი - მოტა, სორენსენი, ანტონსონი, მორლეო - პერესი, ტაიდერი (64. კრხინი) - დიამანტი, გაბიადინი (49. პასკუატო), კონე (86. აბერო) - ჯილარდინო.

რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი (74. ტოროსიდისი), ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი (58. დოდო) - ბრედლი, პანაიოტისი, ფლორენცი (58. მარკინიო) - პიანიჩი, ოსვალდო, ტოტი.

გაფრთხილება: მოტა, სორენსენი, მორლეო, პერესი, კონე, გაბიადინი - პირისი, პანაიოტისი, პიანიჩი.

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-8(9-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 20 000

ატალანტა-მილანი 0:1

გოლი: 0:1 ელ შაარავი (29).

ატალანტა (4-3-1-2): კონსილი - ფერი (24. რაიმონდი), სტენდარდო, კანინი, ბრივიო - ჩიგარინი (80. ბუდანი), ბიონდინი, კარმონა - ბონავენტურა - პარა, დენისი (61. მათეუ).

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, ფლამინი, ბოატენგი - ელ შაარავი (85. რობინიო), ნიანგი (89. ტრაორე), პაცინი.

გაფრთხილება: კონსილი, კარმონა, ბიონდინი, მათეუ, რაიმონდი - აბიატი, მექსე, მონტოლივო, პაცინი.

გაძევება: ბრივიო (58. ატალანტა).

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 5-9(1-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 26 000

კალიარი-პალერმო 1:1

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (30), 1:1 რიბეირო (90).

კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი - დესენა (59. რიბეირო), კონტი, ნაინგოლანი - პინილია (76. კოსუ), იბარბო, საუ.

პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა - მორგანელა, ბარეტო, კურტიჩი, დოსენა - ილიჩიჩი (70. ფორმიკა), ბრიენცა (83. ანსელიმო) - დიბალა.

გაფრთხილება: პიზანო, კონტი, პინილია - მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, დოსენა.

გაძევება: გასპერინი, მიკოლი (პალერმო, სათადარიგო სკამიდან).

კუთხური: 12-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-8(7-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 9 000

კატანია-ფიორენტინა 2:1

გოლები: 0:1 მილიაჩო (22), 1:1 ლეგროტალიე (50), 2:1 კასტრო (88).

კატანია (3-5-2): ანდუხარი - ბელუში (77. პოტენცა), ლეგროტალიე, სპოლი - ალვარესი, ისკო, ბიაჯანტი (85. პალიალუნგა), ბარიენტოსი, კაპუანო (57. რიკიუტი) - კასტრო, გომესი.

ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, მილიაჩო, ბორხა ვალერო, პასკუალი (81. ტომოვიჩი) - ლიაიჩი (69. ტონი), იოვეტიჩი.

გაფრთხილება: ბელუში, სპოლი, ალვარესი, ბიაჯანტი, კაპუანო, კასტრო - სავიჩი, კუადრადო.

გაძევება: აკვილანი (78).

კუთხური: 1-4; ჯარიმა: 11-24; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 4-11(3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 14 000

პარმა-ნაპოლი 1:2

გოლები: 0:1 ჰამშიკი (20), 1:1 კანავარო (75-საკ. კარში), 1:2 კავანი (85).

პარმა (4-3-3): მირანტე - როზი (70. ამაური), სანტაკროჩე (28. ლუკარელი), პალეტა, გობი - მარკიონი, ვალდესი, პაროლო - ბიაბიანი, სანსონე (78. ბენალოუანე), ბელფოდილი.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი - მესტო (78. არმერო), ჯემაილი, ინლერი (63. დონადელი), ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი (67. ინსინიე), კავანი.

გაფრთხილება: პალეტა, სანტაკროჩე, მარკიონი, ვალდესი, ლუკარელი - კამპანიარო, ბრიტოსი, ჰამშიკი.

კუთხური: 12-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-14(4-8); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 14 000

სამპდორია-პესკარა 6:0

გოლები: 1:0 ედერი (32-პენ.), 2:0 იკარდი (42), 3:0 ობიანგი (50), 4:0 იკარდი (56), 5:0 იკარდი (58), 6:0 იკარდი (71).

სამპდორია (3-5-2): რომერო - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი (68. მუნარი), ესტიგარიბია - ედერი, იკარდი (73. მაქსი ლოპესი).

პესკარა (4-3-1-2): პერინი - ბალცანო, ბოკეტი, ტერლიცი, კაპუანო - ბლაზი (81. ნიელსენი), დაგოსტინო, კაშონე - ბარნასონი - კარალიო (63. რიცო), სელიკი (53. ვუკუსიჩი).

გაფრთხილება: ობიანგი - კაპუანო, ბლაზი.

კუთხური: 8-0; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-1(10-0); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 23 000

უდინეზე-სიენა 1:0

გოლი: 1:0 მურიელი (36).

უდინეზე (3-5-2): პადელი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ალანი, ლაძარი, პასკუალე - მურიელი (72. პერეირა), დი ნატალე (87. რანიჯი).

სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, კონტინი, ფელიპე - ანჯელო, დელა როკა, რუბინი, ვერგასოლა - რეჯინალდო (74. პაოლუჩი), როზინა (67. სესტუ) - ბოგდანი (58. ემეგარა).

გაფრთხილება: ბასტა, ლაძარი, პინცი, ალანი, პასკუალე - ნეტო, რუბინი.

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 5-4(3-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 17 000

ინტერი-ტორინო 2:2

გოლები: 1:0 კივუ (5), 1:1 მეჯორინი (23), 1:2 მეჯორინი (52), 2:2 კამბიასო (67).

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, კივუ (28. პერეირა) - გარგანო, ძანეტი, მუდინგაი (55. კამბიასო), ნაგატომო - გუარინი - კასანო (75. ალვარესი), პალასიო.

ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ბრიგი, გაცი, სანტანა (70. ბირსა), მეჯორინი - ჩერჩი (82. ვივესი), ბარეტო (61. ბიანკი).

გაფრთხილება: კამბიასო

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 9-8 (4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 45 000

Video

ინტერი - ტორინო 2:2

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი); 9 - ჯილარდინო (ბოლონია); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), ჰამშიკი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

1 თებერვალი

რომა-კალიარი.

2 თებერვალი

ტორინო-სამპდორია, ნაპოლი-კატანია.

3 თებერვალი

კიევო-იუვენტუსი, პალერმო-ატალანტა, პესკარა-ბოლონია, სიენა-ინტერი, ჯენოა-ლაციო, ფიორენტინა-პარმა, მილანი-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXII ტურის წინ: ანტონიო კონტეს ფორვარდები დაუბრუნდნენ

ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა

ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს