რომენ ალესანდრინიმ საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა
ლიგა 1-ის 22-ე ტური პარასკევს დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ვალანსიენში ჯიმი ბრიანის და ლისანდრო ლოპესის გარეშე ჩავიდა, რითაც ამ ფეხბურთელების გუნდიდან წასვლა, პრაქტიკულად, დადასტურდა.

მიუხედავად დანაკლისისა, სტუმრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. გოლები გეიდა ფოფანამ და ბაფეტიმბი გომისმა, შესაბამისად, მე-8 და 28-ე წუთებზე გაიტანეს. გომისისთვის ეს გოლი ჩემპიონატში უკვე მე-12 იყო და პირველი 2013 წელს.

ამ მოგების წყალობით "ლიონმა" 45 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში სამი ქულით გაუსწრო "მარსელს", რომელმაც შაბათს იან მვილას გარეშე დარჩენილ "რენთან" ორი ქულა დაკარგა. სტუმრების მხრიდან გოლები ანდრე აიუმ და ჯორდან აიუმ გაიტანეს, "რენისგან" კი თავი კევინ ტეოფილ კატერინმა და რომენ ალესანდრინიმ გამოიჩინეს. ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაშია - 23 წლის ფეხბურთელმა ბოლო 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა აუტსაიდერების კარგი გარჯა იყო. "ტრუამ" მძიმე ბრძოლაში "ბრესტს" მოუგო, რომლის მხრიდანაც მორიგი გოლი გაიტანა ედენ ბენ ბასატმა. თავისი გმირი "ტრუასაც" ჰყავს: ბოლო პერიოდში ბრწყინავს ფაბიენ კამიუ - გენიალური მწერლის მოგვარემ ყველა ტურნირზე, ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა; არადა, კამიუ ნახევარმცველია.

"ტრუას" გამარჯვებაზე მეტად აღსანიშნავი "ნანსის" ასპარეზობაა. პატრიკ გაბრიელის შეგირდებმა 20-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია შეწყვიტეს და აგვისტოს შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა პოლ ალოო ეფულუმ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თასზე "ნიცასთან" დუბლი გაიფორმა.

რაც შეეხება სებასტიენ პუიგრენიეს: ვეტერანმა მცველმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სამი გოლი "ნანსის" რიგებში წელს ასევე ჯამელ ბაკარმა და "სენტ ეტიენში" განათხოვრებულმა იოან მოლომ გაიტანეს.

იოლი გამარჯვება მოიპოვა "სენტ ეტიენმა" და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა პიერ-ემერიკ ობამეინმა, რომელმაც 79-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. გაბონელს ლიგა 1-ში 10 ნოემბრის შემდეგ არ გაეტანა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ნიცაში, სადაც მასპინძელმა "ბორდოსთან" წააგო. კლოდ პუელის გუნდს ბოლო 6 საშინაო მატჩი მოგებული ჰქონდა, წაგებით კი 11 აგვისტოს შემდეგ არ წაეგო, როდესაც "ნიცა" ჩემპიონატის პირველ ტურში "აიაჩოსთან" დამარცხდა. ამ მოგების წყალობით, "ბორდო" მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო სატურნირო ცხრილში გადაასწრო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური

ვალანსიენი-ლიონი 0:2

გოლები: 0:1 ფოფანა (8), 0:2 გომისი (28).

რენი-მარსელი 2:2

გოლები: 0:1 ა. აიუ (38), 1:1 ტეოფილ კატერინი (59), 1:2 ჯ. აიუ (83), 2:2 ალესანდრინი (88).

ნანსი-ლორიანი 2:1

გოლები: 1:0 ალოო ეფულლუ (36), 1:1 ალიადიერი (50), 2:1 პუიგრენიე (71).

ტრუა-ბრესტი 2:1

გოლები: 1:0 კამიუ (44), 2:0 დარბიონი (54), 2:1 ბენ ბასატი (61).

ევიანი-აიაჩო 1:1

გოლები: 0:1 ოლიეჩი (36), 1:1 ვასი (54).

მონპელიე-სოშო 2:0

გოლები: 1:0 ერერა (28), 2:0 უტაკა (34).

რეიმსი-ტულუზი 1:1

გოლები: 0:1 კაპუ (56), 1:1 კრიხოვიაკი (74).

სტ. ეტიენი-ბასტია 3:0

გოლები: 1:0 ბრანდაო (9), 2:0 ობამეიანი (79), 3:0 გილავოგი (85).

ნიცა-ბორდო 0:1

გოლი: 0:1 საივე (58).

პსჟ-ლილი 1:0

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 19 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 9 - ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია), ობამეიანი (სენტ ეტიენი); 8 - ალიადიერი (ლორიანი), ფერე (რენი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXII ტურის წინ: ლიდერი ექსჩემპიონის წინააღმდეგ

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს